ექვსი ერის შარშანდელ გათამაშებაში იტალიის ნაკრებმა ბოლო მეექვსე ადგილი დაიკავა
ექვსი ერის შარშანდელ გათამაშებაში იტალიის ნაკრებმა ბოლო მეექვსე ადგილი დაიკავა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2011 წელი ოქროს ასოებით შევა იტალიური რაგბის ისტორიაში.

"სკუადრა აძურამ" გასულ სეზონში შინ "სტადიო ფემინიოზე", რომელსაც ამჟამად რეკოსნტრუქციას უკეთებენ, ორი შესანიშნავი მატჩი გამართა. ჯერ ირლანდიის ნაკრები დაუძვრა ხელიდან თამაშის ბოლო წუთებზე, როცა სამყურების მგეზავმა რონან ოგარამ საჯარიმოთი გამარჯვება გამოსტაცა ხელიდან. მერე, ერთი თვის შემდეგ იგივე ვერ მოახერხა საფრანგეთის ნაკრებმა და იტალიელებმა ისტორიული გამარჯვება მიითვალეს. ეს იყო სამხრეთაფრიკელი მწვრთნელის ნიკ მალეტის ოთხწლიანი საქმიანობის აპოგეა.

თუმცა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში იტალიის ნაკრებმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. არადა მისგან, ექვს ერზე მცირე გმირობის შემდეგ ყველა გაცილებით მეტს ელოდა.

წლეულს მალეტი საფრანგეთის "პერპინიანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა შეცვალა. რომელიც მალეტის მიერ შექმნილ მყარ საფუძველზე სერიოზული გუნდის აშენებას აპირებს. სამხრეთაფრიკელი მუდამ იმას წუწუნებდა, რომ "უკანა ხაზი მძლავრ შერკინებას მხარს ვერ უბავსო." ბრუნელმა სხვა ტაქტიკა არჩია, "ყველაფერს ვიზამ, უკანა ხაზის თამაში მორკინალების შესატყვისი გავხადოო," თუმცა იქვე დასძინა - "სათქმელად, ცხადია ადვილია, კეთაბაა ძნელიო".

ფრანგმა მწვრთნელმა გუნდში რამდენიმე ახალი მოთამაშე მიიწვია, რომელთა სახელებიც იტალიის საზღვრებს მიღმა არავისთვისაა ცნობილი. ზოგადად იტალიელთა შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა "სკუადრა აძურას" ახალ მწვრთნელს ამბიცია აქვს, რომ მისმა გუნდმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შეაღწიოს და იქ ფეხი მყარად მოიკიდოს.

აბა წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა იტალიის ნაკრების სერჯო პარისეს გარეშე. ეს არგენტინული წარმოშობის რვა ნომერი ამ პოზიციაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის კვლავინდებურად შესანიშნავ ფორმაშია და იტალიელ ქომაგებს მისი დიდი იმედი აქვთ.

"სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეულია ინგლისური "ლესტერის" შერკინების ბურჯი მარტინ კასტროჯოვანი.

ფულბეკი ანდრეა მასი კი ექვსი ერის შარშანდელი გათამაშების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

იტალიის ნაკრები წლეულს, ცხადია, სასწაულს ვერ მოახდენს. ამ გუნდისთვის მთავარი იქნება, ბოლო ტურში შინ შოტლანდიის ნაკრები დაამარცხოს. ამასთან ერთად, ისიც საგულისხმოა, რომ "სკუადრა აძურა" ყველა საშინაო მატჩს რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართავს.

იტალიის ნაკრები

შერკინება: მარტინ კასტროჯოვანი, ლორენცო ჩიტადინი, ალბერტო დე მარკი, ანდრეა ლო ჩიჩერო, ლეონარდო ჯილარდინი, ტომაზო დაპიკე, მარკო ბორტოლამი, კვენტინ გელდენჰაუზი, ანტონიო პავანელო, კორნელიუს ფან ზილი რობერტო ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, პაულ დერბიშირი, სიმონე ფავარო, სერჯო პარისე, ალესანდრო ძანი.

უკანა ხაზი: ედუარდო გორი, ფაბიო სემენცატო, კრისტოფ ბარტონი, ლუჩანო ორკუერა, ტომაზო ბენვენუტი, გონსალო კანალე, ლუკა მორისი, ალბერტო სგარბი, ანგელო ესპოზიტო, რობერტო ქუარტაროლი, ჯულიო ტონიოლატი, ჯოვანი ვენდიტი, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა