"ჯუზეპე მეაცაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა რვა გოლი იხილეს - ოთხი "პალერმოს", ოთხიც "ინტერის" კარში
XXI ტურის გამართული შეხვედრებიდან ორი უხვგოლიანი გამოვიდა: სარდინიაზე "კალიარიმ" "რომა" დაიბრიყვა და მეტოქის ორ გოლს ოთხით უპასუხა, მილანში კი "ჯუზეპე მეაცაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა რვა გატანილი გოლი იხილეს, ოთხი "პალერმოს", ოთხიც "ინტერის" კარში.

თანაც, მილანური მატჩი თოვლში გაიმართა, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, რამაც ფეხბურთელთა ფეერიულ გარჯას მეტი ფასი დაადო.

ნამატჩევს, კლაუდიო რანიერი ემოციებში იყო და თითქოს დაკარგულ ქულებზე დიდად არც ნერვიულობდა:

"დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ისეთი მატჩი ვნახე, სიმართლე გითხრათ, ამ წუთამდე ეიფორიაში ვარ. ეს იყო სპეკტაკლი, რომელიც ორი ძალიან კარგი გუნდის მონაწილეობით ვიხილეთ. დიეგო მილიტოზე დამწყდა გული, იშვიათად ხდება მოთამაშემ პოკერი შეასრულოს და ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდეს. დაცვაში ვერ ვივარგეთ და ამაზე სამუშაო გვაქვს, თუმცა დღეს ნუ დავწვრილმანდებით, ყველამ ერთად ფანტასტიკური თამაში ვიხილეთ".

დიეგო მილიტოსთან ერთად, შეხვედრის გმირი უდავოდ ფაბრიციო მიკოლი გახლდათ - ალბათ უფრო მაგარი გმირიც, რადგან ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, შედეგით სწორედაც რომ სიცილიელებმა გაიხარეს. მოვუსმინოთ მიკოლის:

"ისეთი მატჩი იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი დადეს მოედანზე და მომცეს საშუალება, რომ ჰეთთრიკი შემესრულებინა. ბოლო დროს, "პალერმო" აღმავლობის გზას დაადგა და ეს მატჩი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ".

ორიოდე სიტყვა "რომას" სარდინიულ ფიასკოზეც უნდა ვთქვათ - ლუის ენრიკეს გუნდი "კალიარის" ესტუმრა და ყველა კომპონენტში დაიჩაგრა. ბოლოს, სწორედ ესპანელ სპეციალისტს მოვუსმინოთ, რომელმაც შეგირდები მკაცრად გააკრიტიკა: "როდესაც ბოლომდე არ იხარჯები, არ უნდა გიკვირდეს, რომ მეტოქე ასე იოლად გამარცხებს.

დიახ, ჩვენ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ "კალიარის" და სრულიად დამსახურებულად დავმარცხდით. სათქმელი არაფერი მაქვს, ჩვენ მხოლოდ 20 წუთი ვითათამაშეთ ფეხბურთი, დარჩენილი დროის განმავლობაში კი საცოდავად გამოვიყურებოდით. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ფეხბურთელებთან სერიოზულად მმართებს დალაპარაკება. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა