ქართული კლუბი წლევანდელი ანთალიური შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩს უკრაინელებთან გამართავს
ქუთაისის "ტორპედო" წლევანდელი ანთალიური შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩს უკრაინელებთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს ქუთათურები რუმინეთის "ბრაშოვთან" 0:2 დამარცხდნენ, 26-ში აზერბაიჯანის "სიმურგს" ფრედ 1:1 ეთამაშნენ, 28 იანვარს და 1 თებერვალს კი მეტოქეებს უგოლო დაშორდნენ - ჯერ პოლონურ "კორონას", მერე ჩეხურ "ბანიკს". ამჯერად ქუთაისელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე ლუგანსკის "ზარია" (XV ადგილი) იქნება.

კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის რამაზ ჩხიკვაძის მიერ თურქეთიდან მოწოდებული ინფორმაციით, უკრაინელებთან მატჩს ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები დაიწყებენ:

ომარ მიგინეიშვილი; დათა რიგვავა, თემურ ფარულავა, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი გურული; გივი იოსელიანი, გიორგი კუხიანიძე, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ნიკა საბანაძე; რევაზ გოცირიძე.

ტორპედოელთა შემადგენლობაში ტრავმირებულთა სიას (დავით გამეზარდაშვილი, დავით დიღმელაშვილი), ნიკა ფირცხალავაც მიემატა, რომელმაც ფეხი ერთ-ერთ ვარჯიშზე დაიზიანა და ამიტომაც "ზარიასთან" ვერ ითამაშებს.

მატჩი, წინასწარი შეთანხმებით საქართველოს დროით 18 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკრაინული მხარის თხოვნით, იგი 1 საათით წინ გადაიწევს.

fctorpedo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა