ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ყოფილი კლუბის წინააღმდეგ

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ყოფილი კლუბის წინააღმდეგ

მთავარ მწვრთნელად მიხაელ სკიბეს დანიშვნამ ლევან კობიაშვილის ”ჰერტას” ჯერჯერობით ვერაფერი არგო
მეორე წრეში მთელი გერმანია გაფაციცებით ელოდება, თუ როდის ათამაშდება ფელიქს მაგათის “ვოლფსბურგი”. წინა ტურში მიუნხენის “ალიანს არენაზე” “დესპოტი ფელიქსის” ბიჭებმა ზუსტად ისევე ცუდად ითამაშეს, როგორც ამას პირველ წრეში აკეთებდნენ.

ჯერჯერობით “მგლების” ბანაკში რამე სერიოზულ პროგრესზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. თუმცა “ვოლფსბურგი” შინ და გარეთ სხვადასხვა გუნდი რომ არის, ეს ყველამ იცის. 10 საგარეო შეხვედრიდან მათ 8 წაგება აქვთ. “ფოლკსვაგენ არენაზე” კი 9-დან 6 მოგებით იწონებენ თავს. ასე რომ, ლუსიენ ფავრის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. მით უფრო, რომ “გლადბახს” ამ არენაზე ბოლო 6 შეხვედრა აქვს წაგებული.

დედაქალაქური “ჰერტა” ისევ მწვავე კრიზისშია. გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის მიხაელ სკიბეს დანიშვნამ გუნდს ჯერჯერობით ვერაფერი არგო. უკანასკნელი გამარჯვება დედაქალაქელებმა 29 ოქტომბერს (!) მოიპოვეს და თუკი ასევე გააგრძელებენ, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება არ ასცდებათ.

არადა, ლევან კობიაშვილის ხათრით ამ გუნდს რომ ვქომაგობთ, ალბათ, ამას დიდი ფიცი არ სჭირდება. ერთადერთი რითაც სკიბე გუნდმა შეიძლება თავი დაიმშვიდოს, ის არის, რომ “ჰანოვერის” შემდეგ მაინცდამაინც რთული კალენდარი არ აქვს და ლიდერებსაც ძირითადად შინ ხვდება.

დღეს გერმანიაში ერთმანეთს კიდევ ორი გუნდი დაუპირისპირდება, სადაც მშვიდი სამუშაო ატმოსფერო დიდი ხანია დარღვეულია. “ლევერკუზენში” ამის მიზეზი ხელმძღვანელობის მიხაელ ბალაკთან დაპირისპირებაა. აი, შვაბები კი უმწვავეს კრიზისში არიან. გუნდმა ბოლო შეხვედრებში მაქსიმალური 18 ქულიდან მხოლოდ 1 აიღო.

უმძიმესი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა ბრუნო ლაბადიას. ფანობა სოციალურ ქსელებში ხელმძღვანელობას სასტიკად აკრიტიკებს და წერს, რომ ლაბადიას წარუმატებლობას ისინი წინდაწინ ჭვრეტდნენ. პრინციპში, დიდად განსაჭვრეტი აქ არც არაფერია. სადაც ლაბადიამ მუშაობა დაიწყო, შედეგი არსად უჩვენებია და რაღა “მერსედეს ბენც არენაზე” უნდა გამოსხმოდა ფრთები?

გულშემატკივარი კიდევ ერთ კითხვას სვამს: რაში სჭირდებოდა ბუნდესლიგის ყველაზე სუსტი ნახევარდაცვის პატრონ გუნდს თავდამსხმელის შეძენა? ვეჭვობთ, ამ შეკითხვზე პასუხის გამცემი არსებობდეს.

ტურის უმთავრესი დაპირისპირება ჰამბურგში შედგება. “იმტეხ არენაზე” პირველად თავის სამწვრთნელო კარიერაში ექსბაიერნელი ტორსტენ ფინკი იმ კლუბს უნდა დაუპირისპირდეს, სადაც კარიერის ნამდვილად საუკეთესო 9 წელიწადი (1997/2006) გაატარა და სადაც ყველა ის ტიტული მოიპოვა რითაც დღემდე ამაყობს.

შინ “დორტმუნდთან” განადგურების შემდეგ (1:5) HშV “ჰერტასთან” გასვლითი გამარჯვების შემდეგ ფინკი ისევ მყარად დგას ფეხზე. “ბაიერნის” თავკაცი იუპ ჰაინკესი კი ირწმუნება, “ვოლფსბურგის” შემდეგ გამარჯვებათა სერიას დავიწყებთო. ვნახოთ... დანიელ ვან ბუიტენის გარდა “დონ იუპს” ალბათ რაფინიაც არ ეყოლება და მისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. დიახ, “ბაიერნს” საქმე ისეა, რომ ბრაზილიელის არყოფნას პრობლემას ბადებს. ჰაინკესს მისი შემცვლელი ფიზიკურად არ ჰყავს!

დაბოლოს, “მაინცთან” შეხვედრას ფანტასტიკურ ფორმაში ხვდება “შალკე”, ვინც ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიმარჯვა. ჰუუბ სტევენსს კარგ ხასიათზე ყოფნის ყველანაირი საფუძველი აქვს, რადგან გარკვეული პაუზის შემდეგ მას გერმანიის ნაკრების მცველი ბენედიქტ ჰიოვედესის გამოყენების შანსი ეძლევა.

ამას გარდა ძირითადში ბრუნდება რაულიც. თომას ტუხელს კი გულს ის თუ დაუმშვიდებს, რომ მესამედ კარიერაში “მაინცის” მაისურას მოჰამედ ზიდანი მოირგებს. ეჭვი გვაქვს, “კარნავალელებს” “ხუმარების” შესაჩერებლად ეს ეყოთ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური

გუშინ

ნიურნბერგი-დორტმუნდი 0:2

გოლები: 0:1 კელი (48), 0:2 ბარიოსი (82)

დღეს

ჰერტა-ჰანოვერი 18:30

არ იქნებიან: ფრანცი, იანკერი, ლელი, მიატოვიჩი, რაფაელი - მილერი, აკდარი, ჰაგი, პლეშკე, პოგარეტცი, ანდრეასენი, აიჩეკი, კარლიტოსი, ჰაუგერი, ია კონანი

შალკე-მაინცი

არ იქნებიან: ფერმანი, ჰოლტბი, ჯონსი, კლუგე, ვიგელი - ბელი, გოპკო, შიონჰაიმი, რისე, ალაგი, პარკერი

ლევერკუზენი-შტუტგარტი 18:30

არ იქნებიან: ადლერი, ბარნეტა, დერდიოკი - ბოკა, დელპიერი, აუდელი, ბა, გებჰარტი, ტრაორე

ვოლფსბურგი-მოინხენგლადბახი 18:30

არ იქნებიან: კალე, კლამტი, კნოხე, მადლუნგი, შულცე, ჰიტცლსპერგერი, კლიხი, კროილსი, პოლაკი, შინდცილორცი, შაიდაუერი, ვიერინია - არავინ

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 18:30

არ იქნებიან: გულდე, იბერტსბერგერი, იაისლე, კლინგმანი, თესკერი, ვორსა, ვიზერი, ტომალა - ამსიფი, ბელინგჰაუზენი, ბა, მორავეკი, რაფაელი

ჰამბურგი-ბაიერნი 21:30

არ იქნებიან: ნოიჰაუზი, ბეზიკი, ბრუმა, ლაბუსი, შტეპანეკი, ბერენსი, ბერტრამი, კასტელენი, ინგრესო, ლამი, ნაგი, სკელბრედი, ტავარესი, ტიორე, ბერგი - რიდმიულერი, სატელმაიერი, ბრენო, კონტენტო, რაფინია, ვან ბუიტენი

ხვალ

ფრაიბურგი-ვერდერი 18:30

არ იქნებიან: შვოლოვი, დიანე, მუიჯა, შუსტერი, ბრანდშტეტერი, იანო - მილიტცი, ბალოგუნი, ნალდო, პრიოდლი, ბარგფრედე, ბოროვსკი, ჰანტი, ფ. კროოსი, ა. სტევანოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, ილდირიმი, ავდიჩი, აიკი, თი

კაიზერსლაუტერნი-კიოლნი 20:30

არ იქნებიან: კნალერი, ჰაინტცი, ლუკასი, დე პიტი, კუემაჰა - შვაბკე, ბრეჩკო, ჯემალი, ვაასენი, ბუხტმანი, პეტიტი, ჩიჰი, პოდოლსკი, უტი

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. დორტმუნდი 20 13 4 3 45-14 43

2. ბაიერნი 19 13 1 5 46-13 40

3. შალკე 19 13 1 5 45-24 40

4. გლადბახი 19 12 3 4 31-12 39

5. ვერდერი 19 9 4 6 31-32 31

6. ლევერკუზენი 19 8 6 5 26-25 30

7. ჰანოვერი 19 6 9 4 21-24 27

8. ჰოფენჰაიმი 19 6 5 8 20-22 23

9. ვოლფსბურგი 19 7 2 10 24-36 23

10. შტუტგარტი 19 6 4 9 24-26 22

11. ჰამბურგი 19 5 7 7 24-33 22

12. მაინცი 19 5 6 8 27-33 21

13. ნიურნბერგი 20 6 3 11 19-31 21

14. კიოლნი 19 6 3 10 28-40 21

15. ჰერტა 19 4 8 7 25-30 20

16. კაიზერს. 19 3 9 7 15-23 18

17. აუგსბურგი 19 3 7 9 17-31 16

18. ფრაიბურგი 19 4 4 11 23-42 16

ბომბარდირები

17 - მარიო გომესი (ბაიერნი), 16 - კლაას იან ჰუნტელაარი (შალკე), 15 - ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), 14 - რობერტ ლევანდოვსკი (დორმუნდი), 13 - კლაუდიო პისარო (ვერდერი), 12 - მარკო როისი (გლადბახი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• el ninio

ყენიას ტრამვა აღარ აქ?

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...