საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის პირველობისა და სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადება
ევროპის პირველობისა და სალიცენზიო ტურნირებისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც ემზადება, რომელიც 9 თებერვალს ანკარაში მიემგზავრება იაშარ დოგუს ხსოვნის ტურნირში საჭიდაოდ.

ნაკრების თავკაც ზაზა თურმანიძის გადაწყვეტილებით, იქ სათადარიგო შემადგენლობა იასპარეზებს, ძირითადი გუნდი კი 15-16 თებერვალს კიევის საერთაშორისო ტურნირში გამოვა. ანკარაში ტრისტან ჩირგაძე (55), გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე, მურთაზ კვესაძე (სამივე - 60), გიორგი ცუცქირიძე (66), გიორგი მარსაგიშვილი (74), მარადი ზოიძე (84), დავით ქერაშვილი, მამუკა კორძაია (ორივე - 96) და ლევან სეთურიძე (120) იასპარეზებენ.

კიევს ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით ესტუმრება: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბესარიონ გუჩაშვილი (ორივე - 55), მიხეილ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე ან ელიზბარ ოდიკაძე (ორივე - 96), დავით მოძმანაშვილი (120).

ნაკრების უმთავრესი ლიდერები და ოლიმპიური ლიცენზიების მფლობელები აქ კი არიან თავმოყრილნი, თუმცა ერთი ახალი კადრი მათ შორისაცაა - ყვარლელი იაკობაშვილი, რომელიც საქართველოს მესამე პრიზიორია. ამ წონის ლიდერი, ქვეყნის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ოთარ თუშიშვილი სწორედ ქვეყნის პირველობაზე ხელახლა მიღებული ნეკნის ტრავმის შემდეგ ვარჯიშს კი შეუდგა, თუმცა ჯერ ტურნირზე საჭიდაოდ მზად არაა. მწვრთნელებიც ამ წონაში ახალ კადრს სცდიან, რადგან ძველების შესაძლებლობები უკვე კარგად იციან.

როგორც ხედავთ, გაურკვეველია მონაწილის საკითხიც 96 კილოგრამში - გოგშელიძესა და ოდიკაძეს შორის არჩევანს მწვრთნელები უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა