ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დავით თარგამაძე: ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშია

დავით თარგამაძე: ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშია

"შახტარის" მთავარი მწვრთნელი ჩვენებურს კიდევ დააკვირდება
"შახტარში" დავით თარგამაძის დებიუტი 1 თებერვალს შედგა: ესპანურ შეკრებაზე "კოპა დელ სოლზე" ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65 წუთი ითამაშა. "შახტარმა" 1:2 წააგო.

სადებიუტო მატჩის შემდეგ თარგამაძისადმი საქებარი სიტყვები არ დაუშურებია ნორვეგიელთა კარში ერთადერთი გოლის გამტან სერგეი კრივცოვს. მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარ მწვრთნელი იგორ ლეონოვი კი დღემდე იმედოვნებს, რომ დავით თარგამაძეს ცოტა ხნით მაინც დაიბრუნებს.

"რას ვიზამთ, დათო დონეცკელებს ეკუთვნის. იმედია, თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს და ლუჩესკუ დაიტოვებს. ასეთია ჩემი აზრი. სათამაშო სქემა მასზე არ ამიწყვია, როდესაც ჩვენთან ვარჯიშობდა, იალტაში უბურთოდ ვვარჯიშობდით, დათოც მხოლოდ დარბოდა. "ვორსკლასთან" ამხანაგურ შეხვედრას კი სრულფასოვან მატჩად ვერც განვიხილავ, რადგან იმ მოედანზე თამაში შეუძლებელი იყო. სპარინგი მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ჩავატარეთ.

უკეთესი იყო თუ არა რომ, ახლა წავიდა და არა მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ?

ვუსურვებდი "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, საქმე რომ არ აეწყოს, "ილიჩივეცში" მისი დაბრუნება გამახარებს. ის კარგი ადამიანი და კვალიფიციური მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობი", - ამბობს ლეონოვი.

უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან" კი ლეონოვმა თარგამაძესთან ერთად, "ილიჩივეცის" ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილზეც ილაპარაკა:

"დათომ, ისევე როგორც მისმა თანამემამულე ოქრიაშვილმა, ვარჯიშების დროს თავი კარგად წარმოაჩინა. არ გამოვრიცხავ, რომ თარგამაძე ჩვენ კიდევ დაგვიბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ეს მსურს, რადგან პროფესიული თვისებების გარდა, ის კარგი ადამიანიც არის".

თუმცა, დათო "ილიჩევეცში" დაბრუნებაზე არ ფიქრობს და "შახტართან" ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ოცნებობს. "კოპა დელ სოლზე" კი დონეცკელებმა კვლავ ნორვეგიელებთან ითამაშეს, ამჯერად, "ტრომსოსთან" და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ამჯერად არ უთამაშია.

უკრაინული გაზეთ "ბლიკის" ინფორმაციით, დონეცკელები ქართველს ესპანეთში მესამე შეკრებაზეც წაიყვანენ. ავტოავარიის შემდეგ, "შახტარის" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ მომჯობინდა, შესაძლოა, ესპანეთში ჩავიდეს და თარგამაძის დარჩენა-არდარჩენას გადაწყვეტს.

"შახტარის" პრესსამსახურმა კი თარგამაძის ვიდეოინტერვიუ ჩამოართვა, სადაც დათო საინტერესო ამბებს ყვება.

"უკრაინაში თამაში მსურდა, რადგან ქვეყანას შევეგუე. რუსეთში კი არ ვაპირებდი, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემებია, სხვა ქვეყანა, სხვა ხალხი და ფეხბურთია, გარემოს შეცვლაც ძნელი იქნებოდა.

როდესაც საქართველოში შეიტყვეს, რომ "შახტარში" გადავდიოდი, ყველამ მხარი დამიჭირა...

დიდი ხანი არ არის, რაც გუნდში ვარ, მაგრამ ბიჭები უკვე გავიცანი, პირველად კი - ჰენრიხ მხითარიანი. საქართველოშიც ბევრი სომეხი მეგობარი მყავს.

ყველაზე დიდი შთბეჭდილება მაინც სტადიონმა მოახდინა - ის ევროპაში საუკეთესოა. ვნახე ბაზა, საუცხოო ინფრასტრუქტურაა. ქალაქს კი ჯერ არ ვიცნობ. რაც ვნახე, ისიც მხითარიანმა მაჩვენა, ჩამოსვლისთანავე ერთად ვივახშმეთ.

..."ოლექსანდრია" სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე "შახტარი". ასე რომ, ახლა ამ ფეხბურთზე გადართვა მომიწვეს.

...თავიდან ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ფლანგზე დამაყენეს. ასე რომ, ჩემთვის სულ ერთია, ფლანგზე ვითამაშებ თუ ცენტრში.

..."ფრაიბურგის" მენეჯერთან მქონდა პრობლემა და გუნდი ამიტომ დავტოვე. მერე ორი თვე თბილისში უგუნდოდ ვიყავი. დამიკავშირდა "კარლსრუე", კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, მაგრამ საბოლოოდ "ფრაიბურგმა" კომპენსაცია მოითხოვა და გარიგება ჩაიშალა. მიწვევდა თბილისის "დინამოც", მაგრამ საქართველოდან წასულს უკან დაბრუნება აღარ მსურდა.

...ჩემი მეგობარი ალექსი ბენაშვილი, რომელიც ახლა "ზესტაფონში" თამაშობს, საფეხბურთო სკოლაში ჩემზე ადრე შევიდა და მეუბნებოდა, არ გინდა ერთად ვიაროთო? მაგრად მინდოდა, ვცადე და კარგად გამომივიდა.

...ნაკრებში დებიუტი პოლონეთთან მქონდა. კალაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, ყველა გამოცდილი ფეხბურთელი გვერდში დამიდგა, გამამხნევევეს, რაც ძალიან კარგია. საერთოდ, ახალგაზრდებს ყოველთვის კარგად იღებენ. ვღელავდი, მაგრამ კარგი დებიუტი გამომივიდა. ქეცბაია ხშირად მიკავშირდება და მეკითხება, როგორ არის ჩემი საქმეები. ჩემი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ", - ამბობს თარგამაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა