საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილი წარმატებით ასპარეზობს ფილიპინებზე ფლორენსიო კამპომანესის საერთაშორისო მემორიალში...

საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილი წარმატებით ასპარეზობს ფილიპინებზე ფლორენსიო კამპომანესის საერთაშორისო მემორიალში. გუშინ მან შავი ფიგურებით მასპინძელი ემანუელ სენადორი დაამარცხა და 6 ქულით ლიდერებს მიუახლოვდა, თან პირველობის შანსიც შეინარჩუნა. გათამაშების ცხრილს 6,5-6,5 ქულით ჩინელები _ იუნ ჟაო და ძიან ჩაო ჟოუ ჩაუდგნენ სათავეში. ჟაო ვიეტნამელ ლიემ ქუანგ ლის შეუთანხმდა ყაიმზე, ჟოუმ კი ფილიპინელი დარვინ ლაილო დაამარცხა. წარმატებას მიაღწია უზბეკმა ანტონ ფილიპოვმა _ ეუგენიო ტორეს (ფილიპინები) ძლევით მან 6 ქულას მოუყარა თავი და გაგუნაშვილთან და ლისთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

მემორიალში კიდევ ერთი ქართველი დიდოსტატი თამაზ გელაშვილი მონაწილეობს. მე-8 ტურში მან ოლივერ დიმაკილინგი დაამარცხა და 5 ქულა მოაგროვა.

მთავარი პრიზის ბედს დღეს ბოლო ტურის შემდეგი ორთაბრძოლების შედეგები გადაწყვეტს: ძიანჩაო ჟოუ (6,5)-ლიემ ქუანგ ლი (6), ანტონ ფილიპოვი (6)-იუნ ჟაო (6,5), მერაბ გაგუნაშვილი (6)-ეჰშან ჩაემი (5,5), მურთაზ კაჟგალიევი (5,5)-უესლი სოუ (5,5), ლირენ დინი (5,5)-ჟონ ჟანი (5,5), დარვინ ლაილო (5,5)-ნი ჰუა (5).

თამაზ გელაშვილი ინდოელ ჩანდა სანდიპანს შეხვდება.

ქალებში 8 ტურის შემდეგ 6,5 ქულით ჩინელი შენ იანი მეწინავეობს. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ათუშა პურკაშიანი (ირანი) და ჟაო სიუ ჩამორჩებიან.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა