ბერძნულ სალონიკში უზბეკურ ეროვნულ ჭიდაობა კურაშსა და ძიუდოში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლა
უზბეკური ეროვნული ჭიდაობა კურაში დიდი ხანია, გაცდა შუა აზიის ფარგლებს და მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. დასტურად ისიც გამოდგება, რომ შარშანდელ მე-8 მსოფლიოს ჩემპიონატში 68 ქვეყნის წარმომადგენლებიც ცდიდნენ ძალებს.

ამ დღეებში კი ბერძნულმა სალონიკიმ უზბეკეთის პრეზიდენტის, კურაშის მსოფლიო ფედერაციის თავკაცის ისლამ ქარიმოვის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. მთავარი პრიზისთვის 15 ქვეყნის 26 ფალავანი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ექვსი წარმომადგენელი.

განსაკუთრებით ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიო პირველობისა და უნივერსიადის გამარჯვებულმა გიორგი იაძემ იყოჩაღა. პირველ წრეში მან ოლიმპიური ჩემპიონის - ჯარჯი ზვიადაურის ბიძაშვილი და სეხნია, სამბოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ილიას ილიადისი დაამარცხა, შემდეგ ქულებით სძლია უკრაინელ იური პრუდნიკოვს, მესამე წრეში კისრულით ბეჭებზე დასცა კურაშში უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი ილგარ ასადოვი. საამისოდ ჩვენებურს 20-ოდე წამი დასჭირდა.

სამაგიეროდ, ნახევარფინალში მასპინძელთან - ათენისა და პეკინის ოლიმპიადების მონაწილე ძიუდოისტ დიონის ილიადისთან წააგო 1:2 და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ვასილიოს ილიადისი, რომელმაც ფინალში ბიძაშვილი - დიონისი სუფთად დაამარცხა.

კურაშში შეჯიბრების დამთავრების შემდეგ სალონიკშივე ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა 20 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. საასპარეზოდ ცხრა ქართველი ფალავანი გავიდა ტატამზე და უმედლოდ არავინ დარჩენილა: ყველა შეხვედრა მოიგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ნოდარ ცალუღელაშვილმა (66), დავით ობგაიძემ (73), გიორგი ბიჩელაშვილმა (81), გიორგი იაძემ (90) და გიორგი კალაძემ (100).

ფინალური პაექრობები დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ლევან ბერბერაშვილი (60), პაატა დოლიაშვილი (73) და ბექარ კაპანაძე (81), ხოლო გიორგი ტყემალაძეს (60) მესამე ადგილი ერგო. საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა