მოსკოვის საჭადრაკო ფესტივალის მე-7 ტურში ნინო და ნასტასია ზიაზიულკინა მე-40 სვლის შემდეგ ყაიმზე შეთანხმდნენ
მოსკოვის საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ მე-7 ტურის პარტიები გაიმართა. სტუდენტ დიდოსტატთა ტურნირზე განსაკუთრებულ ყურადღებას ლიდერების - ნინო ბაციაშვილისა და ნასტასია ზიაზიულკინას (ბელარუსი) შეხვედრა იპყრობდა.

მეტოქეებმა 40 სვლის განმავლობაში უპირატესობას ვერ მიაღწიეს და ყაიმზე შეთანხმდნენ. ასევე დაზავდნენ ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) და კარინა ჰოროვსკა (პოლონეთი). დანარჩენი პარტიები: ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 1:0, მარია სევერინა (რუსეთი) - რუთ რადმინი (ინდოეთი) 0:1, დინა დროზდოვა (რუსეთი) - დარია პუსტოვოიტოვა (რუსეთი) 0:1.

შვიდი ტურის შემდეგ: ბაციაშვილი, ჰოროვსკა, ზიაზიულკინა - 5-5, გორიაჩკინა - 4,5, კაშლინსკაია - 4, პუსტოვოიტოვა, რადმინი - 3,5-3,5, დროზდოვა, სევერინა, ბულგამა - 1,5-1,5, ქულა.

4 თებერვალს მე-8 ტურში ითამაშებენ: ჰოროვსკა - პუსტოვოიტოვა, რადმინი - დროზდოვა, ბაციაშვილი - სევერინა, ბულმაგა - ზიაზიულკინა, კაშლინსკაია - გორიაჩკინა.

რუსეთის თასის ეტაპზე გუშინ ლიდერმა ქალებმა დაზავება არჩიეს: ყაიმზე შეთანხმდნენ ქიან ჰუანი (ჩინეთი)-ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-მარინა რომანკო (რუსეთი). ამგვარმა შედეგებმა ელმირა მირზოევას და მარია ფომინიხს, რომლებმაც ინა ივახინოვას (სამივე-რუსეთი) და მო ჟაის (ჩინეთი) სძლიეს, საშუალება მისცა, ქულებით ლიდერებს გათანაბრებოდნენ. იყოჩაღა ნაზი პაიკიძემაც – თეთრი ფიგურებით ეკატერინა სმირნოვას (რუსეთი) აჯობა.

დღეისთვის 6-6 ქულით ჰუანი, ატალიკი, მირზოევა, ფომინიხი და რომანკო მეწინავეობენ. ჩაროჩკინას, კოვანოვას და პაიკიძეს 5,5-5,5, ხოლო 18 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. მე-8 ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ატალიკი-ფომინიხი, რომანკო-ჰუანი, პაიკიძე-მირზოევა, ჩაროჩკინა-კოვანოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე