საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები უკვე ლას ვეგასშია, სადაც მსოფლიოს ზამთრის ანუ დარბაზის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები უკვე ლას ვეგასშია, სადაც მსოფლიოს ზამთრის ანუ დარბაზის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, ტრადიციულად უცვლელი სამეულია - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე.

4 და 5 თებერვალს ლას ვეგასში ოფიციალური ვარჯიშია, ზეგ კი შესარჩევი ტურნირი დაიწყება. სამშაბათს პირად პირველობაში პლეი ოფები გაიმართება და ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, ოთხშაბათი გუნდური შეჯიბრებების დღეა და მაშინაც შეხვედრები ნახევარფინალებამდე მივა, ხუთშაბათს კი ფინალური ასპარეზობები ჩატარდება.

მთლიანად ტურნირში 39 ნაკრები გამოდის, ჩვენთვის საინტერესო ქალთა დისციპლინაში კი - 18. შეჯიბრებაში საერთოდ არ მონაწილეობენ ჩინელები, კორეელები და პოლონელები, ფრანგებს კი ქალთა ოლიმპიურ დისტანციაზე არ ჰყავთ წარმომადგენლები.

ვაჟთა ტურნირში უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ რიბანიც გამოდის, ქალებს კი ლიდერთა უმეტესობა აკლიათ ჩინეთ-კორეიდან და არც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დენისე ასტრიდ ვან ლემონენი გამოდის ჩილედან. სამაგიეროდ, არიან იტალიელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა და ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნაომი ფოლკარდი. ამერიკელთა შემადგენლობაში ამჯერად არ არის ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), თურქებმა კი ნატო ნასარიძე ჩაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა