...ალექსანდრე ჩივაძე მწვრთნელობას დაუბრუნდა, "დინამოში" ცვლილება მოხდა, ნიკა გელაშვილი კი "ბოხუმში" გადავიდა
ტევადი კვირა გამოდგა - ალექსანდრე ჩივაძე მწვრთნელობას დაუბრუნდა, "დინამო თბილისში" მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ნიკა გელაშვილი კი "ბოხუმში" გადავიდა.

ჩივაძე ორჯერ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ორივეჯერ გულნაკლული წავიდა ნაკრებიდან. ის ინტილიგენტი ფეხბურთელი იყო, ასეთებს კი კარგი გემოვნება აქვთ, ოღონდაც ყველაფერი ეს კარგი მწვრთნელობისთვის არ კმარა.

ჩივაძე ატმოსფეროს მწვრთნელია - ასეთ განზაღვრებას მას არავინ არ დაამადლის. ის მხოლოდ ავტორიტეტი არ არის, მას კარგი რეპუტაციაც აქვს - ჩივაძე არ გარეულა ფეხბურთელების ტრანსფერებში, მასზე ვერავინ იტყვის, ესა თუ ის ფეხბხურთელი ნაკრებში იმითომ "შეტენა", რომ მერე ტრანსფერიდან ფული აეღოო.

ჩივაძეს აქვს ის იუმორი, რაც გუნდში კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად აუცილებელია.

ჩივაძეს არაერთხელ უნდოდა მწვრთნელად დაბრუნება. 2001 წელს იყო საუბარი თბილისის "დინამოში" მის მისვლაზე, მაგრამ იმ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ჩივაძის მიწვევა სურდათ აზერაბაიჯანის ეროვნული ნაკრების თავკაცად...

ერთი სიტყვით, ჩივაძე, როგორც მწვრთნელი, აქტუალურობას არ კარგავდა. ზოგი ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშს თავს რომ დაანებებს, რესპექტაბელური მოხელე ხდება. სერ ბობი ჩარლტონი, ფრანც ბეკენბაუერი, მიშელ პლატინი, კალე რუმენიგე... მათ უხდებათ კაბინეტი, საოფისე ავეჯი და ჰალსტუხი მათი განუყრელი ამხანაგები არიან.

არიან სხვანაირებიც, ვისაც მინდვრის არომატი ქვეყანას ურჩევნია, ფეხბურთელების გასახდელში ოფლისა და მედიკამენტების სუნი გულს არ ურევს და ის ტაში ენატრება, ხალხი ფეხბურთელობისას რომ უკრავდა.

ჩივაძეც ეგეთია, მწვრთნელობა და ნერვიულობა მოენატრა. მისი მოსვლით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაშ-ხოში მოემატება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

საინტერესოა, როგორ ითანამშრომლებენ თემურ ქეცბაია და ჩივაძე. ისინი მკვეთრად განსხვავებული ადამიანები არიან, თუმცა ორივეს დიდი ამბიციები უნდა ჰქონდეს.

ამ სკოლაში ქინქლაძესაც უსწავლია

მეორე ბუნდესლიგა კარგი სკოლაა. თავის დროზე გიორგი ქინქლაძე წავიდა "საარბრუკენში", სანამ ალბიონს მოსჭრიდა თვალს. ახლა გელაშვილის ჯერია.

ის საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელი თუ არა, საუკეთესო თავდამსხმელი ნამდვილად იყო. გელაშვილი ნაკრებისთვისაც ფასეული მოთამაშე გახდა. ქეცბაიას გუნდი ბოლოს მოლდოვას რომ ეთამაშა ამხანაგურად, კარგად გამოჩნდა, თუ რა სარგებლობის მოატნა შეუძლია ფეხმალ გელაშვილს.

სწრაფი და მეგოლე ფორვარდი განსაკუთრებულად ფასობს. გელაშვილი "ბოხუმში" რომ მივიდა, ამით ნაკრებსაც გამოადგება - გერმანიაში მიღებული გამოცდილება მის აღჭურვილობას უფრო გაამდიდრებს.

"ბოხუმი" არასდროს ყოფილა დიდი გუნდი, თუმცა არაერთხელ გაუმწარებია გერმანული ბობოლები ბუნდესლიგაში. "ბოხუმში" არ უთამაშიათ დიდ გერმანელ ფეხბურთელებს. თუ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი გახსოვთ, ვინძლო შტეფან კუნციც გემახსოვრებათ, რომელმაც ინგლისს ნახევარფინალში გოლი გაუტანა - კუნცმა სწორედ "ბოხუმიდან" დაიწყო ბუნდესლიგური კარიერა.

გელაშვილი ნაკრებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მოთამაშედ უნდა მივიჩნიოთ, თუნდაც იმიტომ. რომ ცენტრფორვარდებში დიდი არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს.

რა ელის უგელაშვილოდ დარჩენილ "ზესტაფონს"? ეს კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, რომელიც გელაშვილის ტრანსფერმა გააჩინა.

გახსოვთ იაგუარი?

"დინამო" მუდმივი დენის გენერატორს ნიშნავს და მართლაც, "დინამოს" ბოლო დროს მუდმივი დინამიკა ნამდვილად არ აკლია. ხშირად არ ხდება, როცა მწვრთნელს შეკრებაზე ხსნიან.

რატომ უნდა გაათავისუფლო მწვრთნელი მოსამზადებელი შეკრების დროს, როცა შედეგი მნიშვნელოვანი არ არის? განა მხოლოდ ალექს გარსია მუშაობდა ცუდად "დინამოში"?

თუ მწვრთნელმა არ გაამართლა, ამის დანახვა სატურნირო ცხრილიდან მანამდეც შეიძლებოდა და თუ გარსიას დისციპლინაც არ უვარგოდა, ეს საშუასეზონო შეკრებამდეც გამოჩნდებოდა, აკი უპირებდნენ კიდეც გაშვებას ესპანელს სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ.

ისე გამოვიდა, რომ გარსიას გაშვება-არგაშვებაში "დინამომ" დრო დაკარგა და ეს უკვე აღარაა გარსიას ბრალი. "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია მანამდე სარატოვის "სოკოლს" ხელმძღვანელობდა და საფეხბურთო მენეჯერობის გამოცდილებასაც მიიღებდა, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ფიფია თანამედროვე საფეხბურთო დინამიკიდან ამოვარდნილია.

"დინამომ" ძვირიანი, ესპანური პროექტი დაახლოებით ნახევარი წლის წინათ დაიწყო და პროექტი, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.

ვინ ჰყავს მრჩევლად ფიფიას? აი, აქ უნდა იყოს პასუხი საინტერესო კითხვებზე. "დინამოს" მმართველი დირექტორი აქამდე ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო, ვისაც საფეხბურთო გამოცდილება არ ჰქონდა. პოლოლიკაშვილი ახლა ალექსანდრე შახოვმა შეცვალა, რომლის საფეხბურთო ბიოგრაფია ჯერჯერობით უცნობია. როცა შახოვი ეროვნული სტადიონის დირექტორად დაინიშნა და საფეხბურთო სამყაროში კითხულობდნენ, ვინ არის ეს პატივცემული ადამიანიო, პასუხი არ ჩანდა, ამბობდენენ მხოლოდ იმას, შახოვს მაგარი "იაგუარი" ჰყავსო. "იაგუარი" ჩვენთან მართლაც იშვიათი მანქანაა, ოღონდაც საფეხბურთო CV-თან საერთო არაფერი აქვს.

ცდებს ზაზუნებზე და სხვა მღრნელებზე ატარებენ - ნუთუ "დინამოც" ამას იმსახურებს?

გადახედეთ "დინამოს" უახლოეს ისტორიას და ნახავთ, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვერა და ვერ ამოვიდა სახელისუფლებო ოხტიდან. დინამო, ამო, ამო! პაპუნა კედიამ დაწერა ერთხელ ასეთი რამ, რაც დღესაც აქტუალურია. "დინამო" და "დინამოში" მუშაობა პრესტიჟულია, ეს ის სეგმენტია, რომელიც ტოტალურ კონტროლს ექვემდებარება, რომელზეც ფული იხარჯება, მაგრამ ეს CV და მაიმუნობები საჭირო აღარ არის - მოვა ის, ვისზეც იტყვიან, რომ უნდა მოვიდეს.

მწვრთნელის გაშვება და დანიშვნა კი უკვე სხვანაირად ხდება. გარსია გიორგი დევდარიანმა შეცვალა, თანამედროვე ადამიანმა, რომელიც საქართველოში "დინამომდე" გახდა სახელიანი მწვრთნელი. დევდარიანს ახლაგაზრდებთან მუშაობა შეუძლია, ეს არის მწვრთნელი, რომელიც უწყვეტად მუშაობს საკუთარ თავზეც. სანამ ის ათიოდე წლის წინ "თბილისის" მწვრთნელი გახდებოდა, საფეხბურთო თემებს წერდა.

ის თავიდანვე სხვანაირი, თავისებური იყო, ძალიან მიზანდასახული და შეუპოვარი, ვისაც ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირდა.

"დინამო" საფრთხილო საქმეა და თუ დევდარიანმა მოკავშირეთა წრე არ გააფართოვა, მისი საფეხბურთო იდეები გაფრინდება. ასეთია ცხოვრება "დინამოში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა