ქართველმა ცენტრმა პრინციპულ მეტოქესთან მატჩში 4 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში პრინციპულ მეტოქესთან წააგო. ამ მატჩამდე "ჰოუქსს" და "ფილადელფიას" ერთნაირი შედეგი ჰქონდათ - 16 გამარჯვება და 7 მარცხი. ატლანტელებმა შამსი ვერ გამოიყენეს და საკუთარ მოედანზე 87:98 წააგეს.

მათალია, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი მოიგეს (21:20), მაგრამ მეორე პერიოდი ჩააგდეს (20:37) და დარჩენილ დროში საქმე ვეღარ გამოასწორეს.

სტაბილურად ითამაშეს "ფილადელფიას" სათადარიგოებმა, რომლებმაც ჯამში 53 ქულა მოაგროვეს და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთი ითამაშა. ზაზამ ორი ორქულიანი ისროლა და ორივე ჩააგდო. მის ანგარიშზე 4 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასიც იყო. ორმაგი დუბლი (14 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა ფაჩულიას შემცვლელმა ცენტალურმა თავდამსხმელმა ივან ჯონსონმა, ხოლო საუკეთესო შედეგი ატლანტელთა გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა აჩვენა - 21 ქულა, 6 პასი.

16 მოგებითა და 8 მარცხით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩში ზაზა ფაჩულია იგორ კოკოშკოვს შეხვდება. ატლანტაში 7 თებერვალს "ფინიქს სანსი" ითამაშებს, რომლის ასისტენტი მწვრთნელიც სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი გახლავთ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა