რატომ არ შედგა ლვოვის "კარპატის" ქართველი ფეხბურთელის თბილისის "დინამოში" ჩარიცხვა
"დილას" პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, გადაწყდა, რომ გორში გააგრძელებს კარიერას ზაგრების "დინამოს" მეკარე, ხორვატი მარინ სკენდერი. სერბმა ნახევარმცველმა ვლადიმირ კრნჟინაცმა კი მწვრთნელებზე დადებითი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და კლუბს დატოვებს.

"დილას" მორიგი ახალწვეული კი სანდრო გურული იქნება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი იანვრის დასაწყისში თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა, კლუბს მისი დამატება სურდა და ტრანსფერი რეალური ჩანდა, მაგრამ მაინც ლვოვში გაბრუნდა - ის დღემდე "კარპატის" საკუთრებაა.

ფეხბურთელის მამამ, გია გურულმა გუშინ გვითხრა, რომ სანდრო "დილაში" ითამაშებს.

"ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, კონტრაქტი შეთანხმებულია და მისი ხელმწერაღა აკლია. ლაპარაკია ნახევარწლიან იჯარაზე, რადგან "კარპატთან" კონტრაქტი მხოლოდ ორწელიწადნახევარში უმთავრდება", - გვითხრა გია გურულმა, რომელიც ფიფას აგენტია და შვილის მენეჯერიც გახლავთ.

გვეგონა, რომ სანდროს "დინამოში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ფაქტი იყო,მაგრამ ასე არ მოხდა.

გიას თქმით, სანდრომ პასუხი ვერ მიიღო:

"ბარსელონაში 14 იანვარს კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავედი. წინასწარ რა პირობებიც ითქვა, ის აღარ დამხვდა. არ მესიამოვნა, მაგრამ რაც შემოგვთავაზეს, დავთანხდით. ოღონდ 1 იანვრიდან მიეცით ხელფასი-მეთქი და უარი მითხრეს, ტრანსფერი 1 თებერვლიდან იწყება და იმ დღიდან დაენიშნებაო. ტრანსფერი რა შუაშია? გამოდიოდა, იანვრის ხელფასიც არ უნდა აეღო, როდესაც 14-დან გუნდში ვარჯიშობდა.

18 იანვარისთვის უკანა რეისის ბილეთი ავიღე და ვთხოვე, რომან ფიფიას პასუხი ეთქვათ. 23 იანვარს დავრეკე და კიდევ ვერაფერი რომ ვერ შევიტყვე, რომან ფიფიას ტელეფონი ვითხოვე, პირადად მსურდა დალაპარაკება. 31-მდე პასუხი ვერ მივიღე და ამიტომ თავად დავურეკე და ვუთხარი, ბილეთები ლვოვის რეისზე გადაეცვალათ და სანდრო ლვოვში დაბრუნდა".

და რატომ "დილა," და არა "კარპატი", რომელსაც ახლაც ეკუთვნის?

"კარპატს" მინიმუმ 6 თვე უნდა ჩამოსცილდეს, ფსიქოლოგიური მომენტია - გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კონონოვის არაობიექტური მოქცევა. ასეთი რა გაუკეთეს? ხშირად ვუყურებდი გუნდის შეხვედრებს, რატომღაც სხვა ფეხბურთელი ზედიზედ 5 მატჩს ჩააგდებდა და მაინც ათამაშებდა, სანდროს კი ან არ ათამაშებდა, ან ჩასაფრებული ელოდა, თამაშს როდის ჩააგდებდა და წამოსვლა ამჯობინა. მეტი რა უნდა გაუკეთოს მწვრთნელმა ფეხბურთელს?" - ამბობს გია გურული.

რაც შეეხება გიორგი შაშიაშვილსა და გიორგი განუგრავას, დავაზუსტეთ, რომ "დილაში" მათი დამატება გამორიცხულია. რაც შეეხება ლაშა თოთაძისა და მათე ვაწაძის ტრანსფერებს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და საგაზაფხულო ეტაპიდან გორის "დილაში" ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
mesi-ს ვეთანხმები,ასე ფეხბურთის განვითარება არ მოხერხდება.კლუბებს კერძო მეპატრონეები,თავისი ფულით ინახავენ,გადასახადებს იხდია,არ სარგებლობენ არავითარი შეღავათით სახელმწიფოსგან და მათივე გადახდილი ფულით,ბიუჯეტის ხარჯზე უფინანსებენ კონკურენტს.ასე ისედაც თითიოროლო ბიზნესმენსაც,ვინც დღეს სპორტში საქმიანობს გავაქცევთ,ახალის მოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.ცალკე თემაა რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტის ფული შსს-სა და არმიის საფეხბურთო თუ საკალათბურთო კლუბებში.არმიის საკალათბურთო კლუბის მაგალითზე ვნახეთ რომ ის საკმაოდ დიდი თანხა,რაც ევრო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად დაიხარჯა წყალსში გადაიყარა,ვერც გავიდნენ,ლეგიონერების უმრავლესობაც წავიდა და ვერც იმას ვიტყვით ვინც დღესდღეობით გუნდშია იმათმა რაიმე ტიპის გამოცდილება მიიღესთქო იმ თამაშებით,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ,თითქმის არ უთამაშიათ იმ ტურნირში.გორშიც,ვინც მოიყვანეს ფეხბურთელები,იმათი დიდი უმრავლესობა სეზონის ბოლომდე იქნებიან,თასის "აღებაში"მიეხმარებიან გუნდს შსს-სთან ერთად და წავლენ,ევროტურნირებზე კი თავიდან ექნებათ გასაკეთებელი გუნდი,ასე სახელდახელო გუნდით რა გამოვა ევროპაში ეს ძნელი საწინასწარმეტყველო არ არის,თან შსს-საც არ აქვს იქ იმხელა "გავლენა"რაც ჩვენთან.მოკლედ ლაპარაკით ევროპულ სტანდარტებისკენ მივდივართ,რეალურად კი ისე ვაკეთებთ,როგორც მხოლოდ რუსეთშია დღესდღეობით.
kz
ფაქტია ასე სასწრაფოდ შეკოწიწებულმა გუნდებმა არ გაამართლა არც დინამომ და არც ზესტაფონმა,ვნახოთ გორი როგორ შედეგს დადებს...ფაქტია გუნდის დაყენებას და ფეხბურთელების შეთამაშებას სდრო სჭირდება..მარტო სახელები შედეგს არ იძლევა
დ
იმის მაგივრად, რომ კერძო კლუბები გაძლიერდეს, ისევ არასწორი გზით მივდივართ. შედეგები არ იქნება ასე. შსს, არმია, ბიუჯეტის ფული, 6 თვეში გაკეთებული გუნდი და მთელი ეს აბსურდი ფეხბურთის განვითარება არაა. რომელ ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში გინახავთ ასეთი რამ?
mesi
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. დიდი გარანტიებით რომ თასი უკვე გორის არის სასწრაფო ვითარებაში კეთდება გუნდი ევროლიგისთვის! საკითხავია რამდენად ეფექტური იქნება 6 თვეში გაკეთებული გუნდი და ამის მერე ჩემპიონატს კიდე ფასი აქ???? ასე გვინდა ჩვენ პროფესიონალური ფეხბურთის ჩამოყალიბება??
toko
დინამო აძლიერებს გორის დილას კონკურენტების ჩასაძირათ :-))))) საინტერესო ჩემპიონატი გველის
GIA
კარგია, საქართველოში კიდევ ერთი ამბიციური გუნდის ჩამოყალიბება. ძალიან სერიოზული შემადგენლობა ეყოლება გორს, რაც მისასალმებელია. ეს ყველაფერი ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს და რაც მთავარია ეროვნულ ნაკრებს. ვუსურვებ წარმატებას დილას.
negredo
საღოლ გორის დილას,რამდენადაც ვიცი ამ გუნდის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება ასერომ შესაძლებელია კარგი გუნდის გაკათება
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან