მეოთხედფინალს საღამოს დორტმუნდის "ბორუსიას" და ამ ეტაპამდე სენსაციურად მოსული, მეოთხელიგელი "ჰოლშტაინ კილის" პაექრობა გახსნის
დღეს და ხვალ, გერმანიის თასის მეოთხედფინალური მატჩებია. პირველი ნახევარფინალისტი დღეს გამოვლინდება, დანარჩენი სამი კი - ხვალ. მეოთხედფინალს საღამოს გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" და ამ ეტაპამდე სენსაციურად მოსული, მეოთხელიგელი "ჰოლშტაინ კილის" პაექრობა გახსნის.

"ჰოლშტაინ კილი" პირველი მეოთხელიგელია ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომელმაც გერმანიის თასის მეოთხედფინალში გააღწია და ეს ამ გუნდისთვის უკვე უდიდესი მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ 11 წლის წინ ასეთივე წარმატებას "მაგდებურგმა" მიაღწია.

კილელებმა ამ სეზონში გზიდან ჯერ მეორებუნდესლიგური კლუბები, "კოტბუსი" და "დუისბურგი" ჩამოიცილეს, მერვედფინალში კი ელიტის წარმომადგენელი "მაინციც" დაამარცხეს. ეს ყველაფერი კი უდიდესი მონდომების, ბრძოლისუნარიანობისა და რა თქმა უნდა, იღბლიანობის დამსახურებაცაა.

ახლა კი, "ჰოლშტაინ კილს" უმაღლესი კალიბრის მეტოქე ელის: გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი, დორტმუნდის "ბორუსია". "შავ-ყვითლებს" მარიო გიოტცეს შემდეგ სვენ ბენდერიც მძიმედ დაუშავდათ, თუმცა წესით, უსუსტესი მეტოქის დამარცხება მათ გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ.

ფაქტია, რომ ბენდერს ნახევარდაცვის ცენტრში 19 წლის ლაიტნერი შეცვლის და შესაძლოა, BVB-ს მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე სათადარიგო ფეხბურთელი ათამაშოს.

დღეს

ჰოლშტაინ კილი-ბორუსია (დ) 23:30

ხვალ

ჰოფენჰაიმი-ფიურტი 22:00

ჰერტა-ბორუსია (მ) 22:00

შტუტგარტი-ბაიერნი 23:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა