როგორც მოსალოდნელი იყო, დანიელე დე როსიმ "რომას" სამუდამო ერთგულება შეჰფიცა და "ჯალოროსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა
მორჩა, გადაწყდა: როგორც მოსალოდნელი იყო, დანიელე დე როსიმ "რომას" სამუდამო ერთგულება შეჰფიცა და "ჯალოროსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2017 წლამდე აქვს. შეგახსენებთ, რომ მის ძველ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულიდან დე როსის ხელფასი წელიწადში 5.5 მილიონი ევრო იქნება. ჩვენი იტალიელი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ დე როსის ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდებოდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დანიელეს "რომადან" აბარგება გარკვეული თანხის სანაცვლოდ მაინც შეეძლებოდა, მაგრამ ოფიციალურად დადასტურებული ცნობით, ასეთი პუნქტი არ არსებობს.

გუშინ, 28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც "რომას" აღზრდილია და "ჯალოროსის" ფანებს ფრანჩესკო ტოტის შემდეგ ყველაზე მეტად უყვართ, აღიარა, რომ ბოლო დროს სხვა კლუბებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც "რომას" სასარგებლოდ მიიღო.

"გულისთქმას მივენდე და "რომაში" დარჩენა გადავწყვიტე. ბოლოს ტვინმაც "რომასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება მიკარნახა. ვიგრძენი, რომ აქ ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. იმისათვის, რომ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო, სწორედ "რომა" მჭირდება," - განაცხადა დე როსიმ პრესკონფერენციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა