ახალ ტურნირში "მეორე ეშელონის" ქვეყნების ნაკრებები იასპარეზებენ
7-9 თებერვალს, "მეორე ეშელონის" სარაგბო კავშირების ხელმძღვანელები ლას ვეგასში შეიკრიბებიან და 2013-16 წლებში გასამართი ახალი ტურნირის შესახებ იმსჯელებენ. ამავე პერიოდში, ლას ვეგასი, შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიის მეხუთე რაუნდს მასპინძლობს.

შეხვედრის ორგანიზატორი რაგბის საერთაშორისო საბჭოა. საქართველოდან მიწვეულნი არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ხურციძე.

"მეორე ეშელონის" - იგივე, "ტიერ 2" -ის ქვეყნები მსოფლიო რაგბის რეიტინგის მეორე ათეულში შედიან. გამონაკლისია ტონგა, რომელსაც დღევანდელი მონაცემებით, მე 9 ადგილი უკავია; (დღესდეღობით, ტონგა, 6 ერის მონაწილე შოტლანდიას უსწრებს) სამოა - მე-11 ადგილზეა და 6 ერის მონაწილე იტალიაზე წინ არის. კანადას და საქართველოს - მე-13, მე-14 ადგილები უკავიათ; ხოლო ფიჯი, აშშ, რუმინეთი და რუსეთი სარეიტინგო ოცეულის ბოლო პოზიციებს ინაწილებენ.

საქართველოს ნაკრებს ბოლო 17 წელია ერთი და იგივე გუნდებთან უწევს დაპირისპირება. გამონაკლისი მხოლოდ მსოფლიო თასის გათამაშება, ან საკვალიფიკაციო მატჩებია. ძლიერ გუნდებთან ძალების მოსასინჯად რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2006 წლიდან "ერთა თასი" დააწესა, სადაც "მეორე ეშელონის" გუნდები ელიტის "ა" ნაკრებებს ხვდებოდნენ, მაგრამ ბოლო ოთხმა წელიწადმა, განსაკუთრებით - 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ, "ტიერ 2"-ის ქვეყნების პროგრესი ნათლად გამოაჩინა.

ახალი ტურნირი "ტიერ-2"-ის ეროვნულ გუნდებს წინსვლისა და სათამაშო ოსტატობის დახვეწის შესაძლებლობას მისცემს. "მეორე ეშელონის" ამჟამინდელი ნაკრებებიდან "ბორჯღალოსნების" ტრადიციული მეტოქეები მხოლოდ რუმინეთი და რუსეთია.

ტონგასთან ორჯერ გვაქვს ნათამაშევი - გარეთ და შინ, მსოფლიოს შესარჩევზე, 1999 წელს; ნუკუალოფაში წავაგეთ, თბილისში - მოვიგეთ. სამოას 2003 წლის მსოფლიოზე შევხვდით და დავთმეთ. იაპონიასთან 2006 წელს, ტესტ-მატჩი ვითამაშეთ ოსაკაში და ისიც დავთმეთ. წაგებით დასრულდა პირველი შეხვედრები აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან 2009 წელს ჩერჩილის თასზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ასპარეზობაზე, რეალურად, "ა" ნაკრებით წარსდგა.

იგივე ნაკრებებთან 2010 წელს, თბილისში გამართული ტესტები "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ აშშ-სთან დაპირისპირებისას, ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი მოიგეს და თამაშის ბედი დრამატიზმით სავსე ბოლო წუთებზე შემოატრიალეს. წლეულს, კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს 16 და 23 ივნისს შევხვდებით.

ლას ვეგასის კონფერენციაზე 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას შეაფასებენ; იმსჯელებენ სამომავლო ტურნირის მოდელსა და სტრუქტურაზე. ამას გარდა, განიხილავენ ახალი შეჯიბრის გამართვის დროს და კომერციულ შესაძლებლობებს.

"ტიერ 2"-ის რაგბის კავშირების ხელმძღვანელთა გარდა, შეხვედრას დაესწრებიან მარკ იგანი - რსს-ს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ჰიუ მორგანი - კომერციული დირექტორი; ტომ ჯონსი - რეგიონალური დეპარტამენტის მენეჯერი და ფილიპ ბურდარიასი - ტურნირების მენეჯერი.

rugby.ge

ლას ვეგასში ახალი ტურნირის შესახებ იმსჯელებენ

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა