ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი კვლავ კლუბის ძიებაშია
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი კვლავ კლუბის ძიებაშია.

NBA-ში არავინ მოისურვა მცველთან კონტრაქტის გაფორმება და ახლა აივერსონის აგენტი პუერტო რიკოში იქაურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

პუერტო რიკოში ჩემპიონატი 30 მარტს იწყება, თითო გუნდი 30 შეხვედრას ჩაატარებს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, 36 წლის კალათბურთელს თვეში 20 ათასი დოლარის ოდენობის ხელფასის იმედი უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონი აივერსონმა "ბეშიქთაშში" დაიწყო, მაგრამ ნახევარი სეზონიც ვერ ითამაშა თურქულ კლუბში.

NBA-ის ყოფილი მოთამაშე ოლივერ მილერი თავისი შეყვარებულის ძმაზე თავდასხმისთვის ერთწლიანი პატიმრობით დაისაჯა. ინციდენტი 2011 წლის აპრილში მოხდა, როცა 41 წლის კალათბურთელი მერილენდის შტატის ქალაქ არნოლდში საღამოზე იყო მიწვეული.

მილერმა პოლიციის მისვლამდე მოახერხა ინციდენტის ადგილიდან გაქცევა. მოგვიანებით ის მოწმეების ინფორმაციის წყალობით აიყვანეს.

მილერი 1992 წლის დრაფტზე აირჩიეს. მას "ფინიქსის", "დეტროიტის", "ტორონტოს", "დალასის", "საკრამენტოსა" და "მინესოტას" შემადგენლობაში უთამაშია. ის ნიჭიერ ცენტრად მიიჩნეოდა, რომელსაც პასების მიცემა შეეძლო. მილერის კარიერის პიკი იყო 1995-96 წლების სეზონი, როცა ის "ტორონტოს" შემადგენლობაში 12.9 ქულასა და 7.4 მოხსნას აგროვებდა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა "მინესოტას" ლიდერის - კევინ ლავის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა. მძიმე ფორვარდს არ აპატიეს "ჰიუსტონთან" მატჩში განზრახ უხეში თამაში. კერძოდ, ლავმა წაქცეულ ლუის სკოლას პირდაპირ სახეზე დააბიჯა ფეხი.

ასე რომ, ლავს მოუწევს "საკრამენტოსთან" და "მემფისთან" მატჩების გამოტოვება.

გუშინ, "ნიუ იორკ ნიქსმა" "იუტასთან" მატჩი თავისი ერთ-ერთი ლიდერის ამარე სტაუდმაიერის გარეშე ითამაშა. ნიუიორკელთა ცენტრი სასწრაფოდ გაფრინდა ფლორიდაში თავისი ძმის ავტოკატასტროფაში დაღუპვის გამო.

ამარეს 35 წლის ძმა - ჰეიზლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როცა ტრაქტორის მისაბმელს შეეჯახა. ის ადგილზევე დაიღუპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა