"აეროფლოტის" ტურნირში ნაზი პაიკიძე დრაგან სოლაკთან ყაიმს დასჯერდა, მერი არაბიძე კი სერგეი გრიშჩენკოსთან დამარცხდა
მოსკოვში გუშინ დაიწყო "აეროფლოტის" მე-11 საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 150.000), რომლის პროგრამაში სამი ღია და ერთი ბლიცტურნირი შედის.

A ჯგუფში ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორ ბაადურ ჯობავას სტარტზე ამერიკელი რეი რობსონის დასამარცხებლად 29 სვლა ეყო, თუმცა, 21-ე სვლისთვის შავებს უკვე წაგებული პოზიცია ჰქონდათ:

დიაგრამა

21. ლe3 f5 22. ლh6+ მფf7 23. ლh7+ მფe6

24. ლxg6+ მფxe5 25. ეad1 ეg8

26. ფ4+ მფxe4 27. მc3+ მფxf4

28. ეh4+ მფe5 29. ეe1+ da Savebi danebdnen.

ფავორიტთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ფაბიანო კარუანა - დმიტრი ბოჩაროვი 1:0, ლე ქუანგ ლიემი - ბორის შევჩენკო 1:0, ივან პოპოვი - ფრანცისკო ვალეხო 0,5:0,5, იაროსლავ ჟერებუხი - კრიშნან სასიკირანი 0,5:0,5, ვლადიმირ აკოპიანი - მარინ ბოშიჩიჩი 1:0, ცზიუ ვენძიუნი - ვიორელ იორდაჩესკუ 0:1, ჰარიკა დრონავალი - გადირ უსეინოვი 0,5:0,5, ალექსეი ალექსანდროვი - ევგენი ტომაშევსკი 0,5:0,5.

ჩვენებური ნაზი პაიკიძე (2411), რომელიც ამჟამად მოსკოვში ემზადება შეჯიბრებებისთვის, საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე თურქ დიდოსტატ დრაგან სოლაკთან (2616) ყაიმს დასჯერდა, ჩინელი შენ იანი (2447) კი პოლონელ გჟეგორჟ გაიევსკის (2616) დანებდა.

სულ პირველ ტურში 25-მა მოჭადრაკემ გაიმარჯვა, 17 ორთაბრძოლა მშვიდობიანად დასრულდა.

მე-2 ტურში ითამაშებენ: დიტერ-ლივიუ ნისიპიანუ (რუმინეთი)-ბაადურ ჯობავა, ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა)-ფაბიანო კარუანა (იტალია), ედუარდო იტურისაგა (ვენესუელა)-ლე ქუანნგ ლიემი (ვიეტნამი), ივან სოკოლოვი (ჰოლანდია)-პაველ ელიანოვი (უკრაინა)... მარკუს რაგერი (ავსტრია)-ნაზი პაიკიძე.

"აეროფლოტის" ბ ტურნირზე ქართველთაგან მხოლოდ მერი არაბიძე თამაშობს. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით რუს სერგეი გრიშჩენკოსთან დამარცხდა.

სტარტზე მეტოქეებს, ასევე, დანებდნენ ევროპის ექსჩემპიონი ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), პერუელი დეიზი კორი, რუსეთის ქალთა ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი მარინა რომანკო, ინდოელები - სვამინათან სოუმია და რუთ რადმინი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მანდილოსანთა ნაკრების ღირსებას იცავენ. მე-2 ტურში არაბიძე შავი ფიგურებით რუმინელ დიდოსტატ დორიან როგოზენკოს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა