თბილისის ჭადრაკის სასახლეში 18-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის მე-6 ტურის პარტიები გაიმართა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში 18-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის მე-6 ტური უიღბლო აღმოჩნდა ვაჟებში ერთპიროვნულად დაწინაურებულ ირაკლი ბერაძისთვის - შავი ფიგურებით იგი გიორგი სიბაშვილთან დამარცხდა. ლიდერობა მეტოქეს გადააბარა.

მეწინავეთა დანარჩენი პარტიების შედეგები: ნიკოლოზ ქუმსიაშვილი - ნოე თუთისანი 0:1, შალვა ნადირაშვილი - ალექსანდრე ებრალიძე 1:0, ნიკა ვოლკოვი - საბა ჟორდანია 0,5:0,5, რევაზ ჭკუასელი - ირაკლი კელეპტრიშვილი 0,5:0,5, გიორგი ცხადაძე - კახაბერ წერეთელი 0:1, ნინო ხომერიკი - გიგლა ბენიძე 1:0, გუგა ბურდული - ოთარ მანგიაშვილი 0,5:0,5.

დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: ნადირაშვილი (4,5) - სიბაშვილი (5), ბერაძე (4,5) - თუთისანი (4,5), კელეპტრიშვილი (3,5) - ქუმსიაშვილი (4), ებრალიძე (3,5) - ვოლკოვი (3,5), წერეთელი (3,5) - ჭკუასელი (3,5), ჟორდანია (3,5) - ხომერიკი (3,5).

გოგონებს ისევ უშეღავათო პაექრობები ჰქონდათ - თორმეტიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა დამთავრდა ყაიმით. ვაჟებისგან განსხვავებით, აქ ლიდერები უცვლელი დარჩა, რადგან ანა შამათავამ თეთრი ფიგურებით მარიამ ჭოლაძე დაამარცხა, ხოლო ნატო იმნაძემ შავებით ლიკა კობეშავიძეს სძლია. მარიამ ვალიშვილი - თეკლა მაჭარაშვილი 0:1, თეა ჭოლაძე - ანა კუჭავა 0:1, ნანი უნაფქოშვილი - დეა გოგიშვილი 1:0, ნატა ჯიბუტი - მარიამ ჯავახიშვილი 1:0.

მე-7 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: უნაფქოშვილი (4) - შამათავა (5.5), იმნაძე (5,5) - კუჭავა (4), მ. ჭოლაძე (4) - ვალიშვლიი (4), მაჭარაშვილი (4) - ჯიბუტი (3,5) ჯალაბაძე (3,5) - თ. ჭოლაძე (3), კოხრეიძე (3) - კაკუტია (3,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა