ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები: ზღაპარი დასრულდა, ზღაპარი იწყება

კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები: ზღაპარი დასრულდა, ზღაპარი იწყება

ქვეყნის მესამე ეშელონის გუნდი 2:6-ის მიუხედავად "სან მამესს" ამაყი ტოვებდა
"ჩვენ საოცნებო ზღაპარში ვიცხოვრეთ, რომელიც დასრულდა", - დანანებით თქვა მატჩის შემდეგ "მირანდესის" მწვრთნელმა კარლოს პოუსომ.

ქვეყნის მესამე ეშელონის გუნდი 2:6-ის მიუხედავად "სან მამესს" ამაყი ტოვებდა - ბურგოსელებმა საქმენი საგმირონი, მანამდე მოამთავრეს, ბასკურ გოლიათს კი ფეხბურთს ეთამაშნენ და სამართლიან ბრძოლაში დამარცხდნენ. ორი მატჩის ჯამში სხვაობა ვეებერთელაა - 8:3, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა, აუგი თქვას "მირანდესზე"?

მარსელო ბიელსას გუნდი კი ხარისხიანი ფეხბურთით გვახარებს, საქმე მხოლოდ "სამეფო თასის" ფინალში გასვლაც არაა. არგენტინელის აწყობილი "ბილბაო" უკვე გამართულ მექანიზმს მოგვაგონებს და ესპანეთის ცნობილი სამეულის ("რეალი", "ბარსელონა", "ვალენსია") შემდეგ საუკეთესო ფეხბურთს გვთავაზობს. აგერ უკვე რამდენი ხანია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს "ბილბაოს" ბომბარდირი ფერნანდო ლორენტე, რომელმაც "მირანდესთან" დუბლი შეასრულა.

დაპირისპირების (რომლის პირველი ნახევარიც "ატლეტიკს" 2:1 ჰქონდა სტუმრად მოგებული) ბედი უკვე მე-11 წუთზე გადაწყდა, როცა იკერ მუნიაინი საჯარიმოში მიავიწყდათ, ახალგაზრდა გარემარბმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. "სან მამესი" ჯერ კიდევ პირველ გოლს ზეიმობდა, როცა ბურგოსელებს ახლა მარკელ სუსაეტა გაეპარათ - 2:0. მალევე სუსაეტამ მარჯვნიდან ჩააწოდა და მცველმა იონ აურტენეჩემ თავით გაიტანა.

მეორე ტაიმში "მირანდესმა" ერთი გაქვითა, როცა აიტორ ბლანკომ ძელიდან მოედანზე შებრუნებული ბურთი გორკა ირაისოსის კარში მოათავსა. ამის შემდეგ ლორენტეს დრო დადგა, პირველი გოლი განსაკუთრებული იყო, ლორენტე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავზე გადაუგდო. დუბლი ლორენტემ მალევე შეასრულა.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა, იყო ბლანკოს კიდევ ერთი გოლი და სესარ კანედას ავტოგოლი. დასანანია, რომ ვეტერანმა მცველმა, რომელმაც გადაწყვიტა კიდევაც "ესპანიოლთან" დაპირისპირების ბედი, მშობლიური კლუბის წინააღმდეგ (კანედა "ბილბაოს" აღზრდილია) მატჩში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 6:2.

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "ჩვენ ჯერ მიზნისთვის არ მიგვიღწევია - ფინალში გავედით, მაგრამ მთავარი მისი მოგებაა".

ბილბაო-მირანდესი 6:2 (2:1)

ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი (73. ი. პერესი), იტურასპე (57. სან ხოსე), დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი (76. დ. ლოპესი).

მირანდესი (4-2-3-1): ნაუსეტი - კარმენდია, კანედა, ბლანკო, რ. გარსია - ირიბასი (46. ბორელი), მარტინსი (68. გარო) - მუხიკა, ლამბარი, ინფანტე - აროიო (46. მუნეტა).

გოლები: 1:0 მუნიაინი (11), 2:0 სუსაეტა (14), 3:0 აურტენეჩე (23), 3:1 ბლანკო (58), 4:1 ფ. ლორენტე (71), 5:1 ფ. ლორენტე (75), 5:2 ბლანკო (86), 6:2 კანედა (88. ს. კ.)

ბარსელონა-ვალენსია 2:0 (1:1)

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (16), 2:0 ჩავი (84)

გაძევება: ფეგული (77.ვალენსია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა