უდინელთა მთავარი მწვრთნელი "როსონერისთან" მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რაზეც მისი სიტყვები მეტყველებს
სერია A-ს მომდევნო ტურის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა "სტადიო ფრიულიზე" გაიმართება, სადაც "უდინეზე" "მილანს" უმასპინძლებს.

მართალია, უდინელებმა ბოლო დროს შედარებით დათმეს პოზიციები და მიჯრით სამი გასვლითი შეხვედრა წააგეს, მაგრამ ფრანჩესკო გვიდოლონის გუნდი კვლავაც უმაღლეს მიზნებს უმიზნებს. უდინელთა მთავარი მწვრთნელი "მილანთან" მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რაზეც მისი სიტყვები მეტყველებს:

"თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი ამბავია, როდესაც თამაშისთვის მოსამზადებლად მთელი ერთი კვირა გაქვს და ეს სწორედ ის განსაკუთრებული შემთხვევაა. ყველა დეტალი უნდა გავიაზროთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ და ასეთ შემთხვევაში, მილანელთა დამარცხება სრულიად რეალურია.

"ფიორენტინასთან" მარცხის გამო ბევრმა გაგვაკრიტიკა, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ფლორენციაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუ კი შეტევაში "მილანთანაც" ანალოგიურად გავისარჯეთ და დაცვაში შეცდომებს მოვუკელით, მაშინ დიდია შანსი, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩეს".

გვიდოლინს ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციაზეც დაეკითხნენ და შემდეგი მოისმინეს: "იბრა იმსახურებდა წითელ ბარათს და მატჩის არბიტრმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზლატანი ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ ეს ჩემთვის სიხარულის საბაბი ნამდვილად არ არის - დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი გუნდში "მილანის" სათადარიგო ფეხბურთელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ალეგრის შვედის შეცვლა არ გაუჭირდება. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ჩვენ შემადგენლობას მივხედოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა