"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი 1999-2003 წლებში "ლაციოს" ღირსებას იცავდა და დიდწილად, სწორედ რომაულ გუნდში ასპარეზობით გაითქვა სახელი
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 1999-2003 წლებში "ლაციოს" ღირსებას იცავდა და დიდწილად, სწორედ რომაულ გუნდში ასპარეზობით გაითქვა სახელი.

ეს ამბავი კი იმად გავიხსენეთ, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფში არგენტინელ სპეციალისტს სწორედ "ბიანკოჩელესტესთან" მოუწევს დაპირისპირება.

დიახ, "ატლეტიკო" და "ლაციო" მომდევნო ეტაპზე გამსლელის ვინაობას ორრაუნდიან ბრძოლაში გაარკვევენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მადრიდულ-რომაული ჯახი პრესაში აქედანვე იწვევს ინტერესს.

"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი სიმეონეს ესპანეთში დაუკავშირდა და მომავალ თამაშებზე კომენტარი სთხოვა - არგენტინელმა საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა:

"სიმართლე გითხრათ, ევროპის ლიგის თამაშებზე ჯერ არ ვფიქრობ - ისე კი, ფაქტია, რომ წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველის. ჩემთვის, იოლი არ იქნება "ლაციოსთან" დაპირისპირება, რადგან ამ გუნდში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. დღემდე ვრჩები "ბიანკოჩელესტეს" გულშემატკივრად და დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, მომეცემა "ლაციოს" გაწვრთნის საშუალება. მეტსაც გეტყვით, ეს ალბათ უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა