"აეროფლოტის" საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მე-2 ტურში ჩვენებური ლივიუ-დიტერ ნისიპიანუსთან ყაიმს დასჯერდა
"აეროფლოტის" საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ მე-2 ტურის პარტიები გათამაშდა. ჩვენთვის, ცხადია, ცხოველ ინტერესს ბაადურ ჯობავას და რუმინელი ლივიუ-დიტერ ნისიპიანუს დაპირისპირება იწვევდა. 40 სვლა ისე მიილია, რომ მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს და ყაიმზეც შეთანხმდნენ.

ასევე დაზავდნენ ვიორელ იორდაჩესკუ - ფაბიანო კარუანა, ედუარდო იტურისაგა - ლე ქუანგ ლიემი, ივან სოკოლოვი - პაველ ელიანოვი, ივან სალგადო ლოპესი - ანტონ კორობოვი, იან ნეპომნიაშჩი - ალექსეი ალექსანდროვი... ნაზი პაიკიძე ავსტრიელ მარკუს რაგერთან ლაზიერების ენდშპილში 64-ე სვლაზე დამარცხდა.

შეჯიბრების პრესცენტრში რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის საიტის კორესპონდენტმა ეთერ კუბლაშვილმა ბაადურ ჯობავას ბლიცინტერვიუ ჩამოართვა:

- საქართველოდან მარტო ჩამოხვედი?

- არა, მერი არაბიძეცაა, ის B ტურნირში თამაშობს (ეტყობა, ჟურნალისტმა იცოდა, რომ ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე, რომელიც აეროფლოტის ფესტივალის A ტურნირში გამოდის, მოსკოვში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს, ოღონდ საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავს - ვ.დ.).

- ადრე ბევრი ქართველი გვსტუმრობდა. ეს სახელმწიფოთა პოლიტიკას უკავშირდება, თუ მოთამაშეებს სხვა პირადი მიზეზები აქვთ?

- დიახ, ადრე ბევრნი ვიყავით. მაგრამ ეს პოლიტიკას არ უკავშირდება. უბრალოდ, აქ ყველანი საკუთარი ჯიბიდან ვიხდით ხარჯებს. ეს კი ბევრს ხელს არ აძლევს. დიდი ხანია, არ მითამაშია, ამიტომ ჭადრაკისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

მარტის დასაწყისში ავსტრიის ტურნირზე ვაპირებ გამოსვლას, მერე - ევროპის ჩემპიონატში. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა მჭირდება... ჯობავამ ისიც დასძინა, რომ შარშან ქალიშვილი შეეძინა, ამიტომ ბევრი უნდა იმუშაოს. თან მარტო ჭადრაკში კი არა, ბიზნესშიც უნდა გამოსცადოს ძალები.

B ტურნირის მე-2 ტურში მერი არაბიძე ისევ დამარცხდა, ამჯერად რუმინელ დიდოსტატ დორიან როგოზენკოსთან. მესამე ტურში ჩვენებური არკადი შეველიევს (ისრაელი) შეხვდება.

A ჯგუფში, სადაც ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მხოლოდ ხუთი მონაწილე დარჩა, ბაადურ ჯობავა ჰოლანდიელ ივან სოკოლოვთან გაარკვევს ურთიერთობას, ნაზი პაიკიძე კი ხორვატ დიდოსტატ ალოჟი იანკოვიჩს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა