საქართველოს ეროვნული ნაკრები ელადიდან ხელცარიელი არ გვიბრუნდება - თემურ ქეცბაიას გუნდმა ევროპის ჩემპიონსა და ბოლო მუნდიალის მონაწილეს სტუმრად ქულა აართვა და...
საქართველოს ეროვნული ნაკრები ელადიდან ხელცარიელი არ გვიბრუნდება - თემურ ქეცბაიას გუნდმა ევროპის ჩემპიონსა და ბოლო მუნდიალის მონაწილეს სტუმრად ქულა აართვა და ყოველგვარი კამათის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე წარმატებაა. შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშის ის ხარისხია, რომელსაც საქართველოს ნაკრებისგან გადავეჩვიეთ. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა საფეხბურთო გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა. პირეოსულ ფრეზე მეტად, სწორედ ეს სასიამოვნო ფაქტორი გვაძლევს უკეთესი მომავლის იმედს. თუმცა ეს ქულა სატურნირო თვალსაზრისითაც უდავოდ ძვირფასია და თუ წარმატებული სვლა განვაგრძეთ, უთუოდ წაგვადგება.

ქეცბაიასთვის საკმარისზე მეტი მოტივაცია ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა. წაუგებელი სერიის გაზრდაზე მას მეტად რთულ გარემოში უნდა ეზრუნა. მართალია, სტადიონი სანახევროდაც არ შევსებულა, მაგრამ ჩვენი მწვრთნელისა და "ოლიმპიაკოსის" ფანებს შორის არცთუ გულთბილი ურთიერთობიდან გამომდინარე, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართველებს განსაკუთრებით არაკეთილგანწყობილ გარემოში მოუწევდათ ბრძოლა. ქეცბაიას გვარის გამოცხადებას პუბლიკა სტვენით შეხვდა, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ობსტრუქციის ადრესატი უკვე მასპინძელი გუნდი გახლდათ...

მოლოდინისამებრ, ბერძნებმა 4-4-2 სისტემით ითამაშეს. მათ ძირითად შემადგენლობაში ზუსტად ის 11 ფეხბურთელი მოხვდა, რომელთაც იქაური პრესა ვარაუდობდა. განსაკუთრებული სიურპრიზი არც საქართველოს ნაკრებში ყოფილა. კარში ნუკრი რევიშვილი ჩადგა და, საბედნიეროდ, გუშინ მეკარის ყბადაღებული პრობლემა არ გაგვხსენებია; ქეცბაიამ ორ ცენტრალურ მცველს პოზიციები შეუცვალა და ვფიქრობთ, სწორადაც მოიქცა. კახა კალაძემ დაცვის ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და ამ გადაადგილებამ უთუოდ გაამართლა, ისევე, როგორც ზურაბ ხიზანიშვილის გამწესებამ ნახევარდაცვის ცენტრში.

დაცვის ცენტრი კი მალხაზ ასათიანმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა საიმედოდ გაამაგრეს; ალბათ, უფრო მიკროტრავმის გამო, ჯანო ანანიძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ძირითადის ნახევარმცველებმა კი, სხვების მსგავსად, ბევრი იშრომეს და საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს; თავდასხმაში ალექსანდრე იაშვილისა და ვლადიმერ დვალიშვილის წყვილი მოქმედებდა და თავი არც მათ დაუზოგავთ.

შრომას არავის ვუკარგავთ და ამასთან, ჩვენი ნაკრებიდან არც არავის გამოვყოფთ - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ხეირიან სტარტში წონადი წვლილი მოედანზე მყოფმა თითოეულმა მოთამაშემ შეიტანა, მწვრთნელის დამსახურებაზე კი ბევრი საუბარი აღარც ღირს, ისედაც ყველაფერი ნათელია...

ბუნებრივია, სწრაფმა გოლმა ჩვენი წარმატება დიდად განაპირობა. ანგარიში ბერძენთა უხეში შეცდომების წყალობით გაიხსნა. იაქტიურა კვირკველიამ, ვისგანაც ბურთი იაშვილისკენ წავიდა, ეს უკანასკნელი კი (ორ მცველს დაასწრო) მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, იმარჯვა კიდეც და სიფაკისს ბურთი ფეხებშუა გაუძვრა... აქვე ვთქვათ, რომ ქართველთა შემტევს პაპადოპულოსიც "წაეხმარა". მოკლედ, დავწინაურდით - 1:0.

ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარა და ხშირად ცდილობდა მეტოქის შეწუხებას. გამოსარჩევია ხიზანიშვილის სახიფათო შორეული დარტყმა, მაგრამ პირველი ტაიმის დასკვნითმა ნაწილმა მაინც ფერნანდო სანტუშის შეგირდთა კარნახით ჩაიარა. ჩვენებმა დაწოლა გადაიტანეს და შესვენებაზე თავაწეულები გავიდნენ.

უჩვეულოდ შემტევ და კომბინაციურ სტილში ათამაშებული საბერძნეთი შესვენების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, მაგრამ ჩვენი მეკარე და დაცვა კარგა ხანს შეუცდომლად მოქმედებდა...

ალბათ, სალპინგიდისი ახლაც ვერ ხვდება, რა დაემართა, როცა საქართველოს ნაკრების ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო აღმოჩნდა, რევიშვილიც უძლური იყო, მაგრამ... ბერძენთა ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს ჩვენი კიპერი დაეუფლა. გადავრჩით.

სამწუხაროდ, ბოლომდე მაინც ვერ დავდექით. საქართველოს ნაკრების უკანა ხაზში შეიქმნა ქაოსი, რომელსაც გოლი მოჰყვა. ასათიანმა ბურთი ცუდად მოიგერია, მერე კალაძემაც ვერ დააზღვია თანაგუნდელი და მართალია, ბერძენთა ერთ საგოლე მცდელობას ლამის კარის ხაზზე მდგომი ასათიანი გაუმკლავდა, მაგრამ სპიროპულოსის დარტყმას წინ ვეღარავინ აღუდგა - 1:1.

ჩვენებს ყურები არ ჩამოუყრუიათ და გამარჯვებაზე ფიქრი არც წონასწორობის აღდგენის შემდეგ შეუწყვიტავთ. კობიაშვილს სახიფათო პასი ჩაუჭრეს, მოედნის ცენტრს ოდნავ გადაცდენილმა ხიზანიშვილმა კი კარიდან წინ გამოსული სიფაკისი შენიშნა და ეგრევე დასცხო შორი მანძილიდან - ბერძენთა მეკარემ ბურთი რის ვაი-ვაგლახით მოიგერია.

მერე უკვე ჯანოს დრო დადგა. მან რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, ხოლო ორ ეპიზოდში უკვე თავად მიეცა გოლის გატანის შანსი - ჯერ მის მიერ შესრულებული ჯარიმა (რომელიც მისსავე ეფექტურ გარღვევას მოჰყვა) მოიგერია "ცოცხალმა კედელმა", მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი კვირკველიას ეფექტური გადაცემა მიიღო, სივრცე გაეხსნა და ბურთი მეკარისთვის რომ გადაეგდო თავზე, მატჩის გმირიც გახდებოდა.

ბოლოს მაინც ბერძნებმა წაიშინეს თავში ხელი. შეცვლაზე შესული მიტროღლუს ადგილზე ოდნავ უფრო კლასიანი თავდამსხმელი ულაპარაკოდ გაგვიტანდა...

გუშინდელი საღამო ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ. რა თქმა უნდა, დაგვრჩა უკმარისობის გრძნობაც - გამარჯვებასთანაც ხომ ვიყავით ახლოს... თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფორტუნამ ჩვენც გადმოგვხედა მოწყალე თვალით - შეიძლება, უფრო მეტადაც, ვიდრე ბერძნებს...

ასე რომ, აღარ ღირს ხელიდან გაშვებულ შანსებზე წუწუნი და დროა, ისრაელთან დაპირისპირებაზე გადავერთოთ. 7 სექტემბერს ერთობ სერიოზულ მეტოქეს ვეთამაშებით...

მატჩის შემდეგ

ფერნანდო სანტუში: "საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს ამ მატჩში ვერ დავამტკიცეთ. პირველ ტაიმში ჩემმა ფეხბურთელებმა განსაკუთრებით ინერვიულეს. შესვენებისას ისინი შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარეთ... შემდეგ მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ ჩავატარებთ და საკუთარი ძალის დამტკიცებას იქ შევეცდებით".

თემურ ქეცბაია: "ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს! მათ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დამსახურებულ ფრეს მიაღწიეს. ობიექტურად ვიტყვი, რომ სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა".

საბერძნეთი-საქართველო 1:1

03.09. პირეოსი. გეორგიოს კარაისკაკისი. 5 000 მაყურებელი

საბერძნეთი: სიფაკისი – სეიტარიდისი (71. მიტროღლუ), პაპადოპულოსი, პაპასტრატოპულოსი, სპიროპულოსი – კარაგუნისი, კაცურანისი, სამარასი (59. ნინისი), ტოროსიდისი – სალპინიდისი, გეკასი

სათადარიგოები: ცორვასი, კონე, ციოლისი, ვინტრა, კაფესი

საქართველო: რევიშვილი – ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე – გოგუა (87. მერებაშვილი), ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კვირკველია – იაშვილი (54. ანანიძე) – დვალიშვილი (60. გელაშვილი)

სათადარიგოები: ლორია, სალუქვაძე, აფციაური, სირაძე

გოლები: 0:1 იაშვილი (3), 1:1 სპიროპულოსი (72)

გაფრთხილება: სამარასი (37), ლობჟანიძე (44), კაცურანისი (74), ხიზანიშვილი (81), პაპადოპულოსი (83)

არბიტრი: კ. გომესი (ესპანეთი)

მეტოქეები

ლატვია-ხორვატია 0:3

ლატვია: ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორსკსი, რაფალსკისი - ლაიზანსი (87. ასტაფიევსი), მიჰადიუკსი, კაუნა, კარლსონსი (63. რუდნევსი) - რუბინსი (85. ჟიგაევსი), ვერპაკოვსკისი.

ხორვატია: რუნიე - სტრინიჩი, შიმუნიჩი, ვოკოიევიჩი (70. პრანიჩი), ჩორლუკა - სრნა, კრანჩარი, რაკიტიჩი, პეტრიჩი (84. მანძუკიჩი) - ედუარდო (62. იელავიჩი), ოლიჩი.

გოლები: 0:1 პეტრიჩი (43), 0:2 ოლიჩი (51), 0:3 სრნა (82).

გაფრთხილება: ვუკოიევიჩი (37), ვერპაკოვსკისი (73), მიჰადიუკსი (76), სრნა (90)

მაყურებელი: 4 500

andro
ბევრი თამაშის ხარისხზე ლაპარაკობს გამოსწორდაო მაგრამ მე ეს მაინც და მაინც ვერ დავინახე. Aდრინდელთან შედარებით ბიჭები უფრო მეტს მოძრაობდნენ და ეს უკვე კარგია. ქეცბაია თუ ასეთი სტიმულით ათამაშებს ბიჭებს იმედი მაქვს მალე წარმატებებსაც მივაღწევთ
Skytailor
ძალიან გამიხარდა ქულა რომ ავიღეთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ სასწაულად გაგვიმართლა. ან არ იყვნენ ბერძნები ფორმაში, ან კიდევ ზერელედ მოეკიდნენ სუსტ მეტოქესთან თამაშს და დაისაჯნენ კიდეც, თორემ სხვა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ დიდი ანგარიშით წავაგებდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ არაზუსტ გადაცემებს აკეთებდნენ ჩვენები. მგონი მაქსიმუმ სამი-ოთხი გადაცემის მერე ბერძნები იყვნენ უკვე ბურთით. თუმცა ჩვენდა სასიკეთოდ ვერ გამოიყენეს უპირატესობა. მასეთი თამაშით შორს ნამდვილად ვერ წავალთ.
pl
მშვენიერი შედეგი, მშვენიერი თამაში... სულ კარგად ნამდვილად არ იწყებდნენ, სად გვქონდა ესეთი ბედნიერება გასვლებზე ქულები აგვეღო ფავორიტებთან. რაც შეეხება კალათბურთს, რაგბის და ფიგურულ სრიალს, მივხედოთ, მაგრამ ფეხბურთი მაინც ფეხბურთია - ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომი
sukho
აქ ისეთი ქება-დიდებაა ვფიქრობ გუშინდელ თამაშს ეხება თუ არა? ჩვენი გუნდი თამაშობს ისეთ ფეხბურთს როგორსაც 30 წლის წინ თამაშობდნენ სხვები. სირცხვილია ასეთი ფეხბურთის თამაში 21-ე საუკუნეში, მიუხედავად დადებითი შედეგისა.
avto192
ყოველთვის თითქოსდა წარმატებიტ იწყებენ მაგრამ მერე მაინც ჩანჩალებენ და ბოლოს ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქ აგერ მე და აგერ თქვენ თბილისში კვლავ გაიგებთ ძველებურად სტვენას და გინებას სტადიონზე, ყველას ჯობია რაგბს, კალათბურთს და მოცჰიდავეებს მივხედოთ მაგატგან მაინც არაფერი გამოვა.
state
მადლობა ავტორებს... შეცდომებს ყველა უშვებს.. მთავარია რომ გუშინ ვიბრძოდით... უკეთესი მომავლის იმედით... ჯიგრები ხართ...
zaza
araperi tamashi ar iko,tsota dzlieri gundi amogvtenis dzveleburat
magrad dahkarit
ისრაელს რომ მოვუგოთ ეს იკნება პანტასტიკური. გუნდს ექნება იმის მორალური დაჯერება რომ შეუჯლიან მოიგონ მომოვალი თამაშები.ქართველებო თუ თკვენ თბილისში ხართ და გინდათ რომ გუნდამ ქართული ერი, თქვენ გასახელოთ, უნდა სტადიონზე მიხვიდეთ. აგრეთვე გზაში რომ ავტობუსი შემოიკვანს ბიჩებს გარეთ თუ ბევრი ხალხი დახდება ეს მორალურად დიდ განსხვავებას გააკეტებს. აგრეთვე სტუმარ გუნდს თბილისში თამაშ წინ ხამეს არ უნდა ეძინოს.სასტუმროსში ქვევით უნდა დაუდგეთ და ხამით სამ საათზე ქართული სიმხერებით გავაგვიძოთ. ეს მარტო ჩემი აზრი არი მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ საქართველომ გაიმარჯვოს თქვენ ქართველებმა უნდა გარეთ გამოხვიდეთ, თქვენ შეგიჯლიათ თბილისში თამაშები ქუჩაში მოიგოთ.
giorgi1972
ისე მეკარეც შეცდა პოზიციურად... ძალიან დავუთმეთ სადავეები ბერძნებს...თუმცა ეს შემადგენლობა მეტის საშუალებას ნამდვილად არ იძლეოდა
Irakli
გოლის დროს ასათიანმა ჯერ ბურთი მოწინააღმდეგეს აჩუქა მერე მეკარეს შეუშალა ორჯერ ხელი...
gubaza2
გეთანხმებით მერებაშვილი უფრო ადრე უნდა შეეყვანა და საერთოდაც ძირითადში უნდა დააყენოს
inkognito
მოკლედ მერება ადრე უნდა შეეყვანა ბოლოსდაბოლოს ვერ ხვდება რომ შეუძლია გუნდს სარგებელი მოუტანოს
gia mikabadze
ვაიმე დამაწყდა ნერვები ჯერ ჯერობით
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!