შუახევისა და ხულოს სათხილამურო სკოლების წარმომადგენლებმა აჭარის პირველობაზე სპეციალურ სლალომში იასპარეზეს
ზამთრის სპორტის სახეობათა აჭარის ფედერაციის ინიციატივით გასულ უქმეებზე საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა გომარდულში (შუახევის მუნიციპალიტეტი) ორდღიანი სემინარი გამართეს, რომლის მონაწილეებს საქმიანი სჯა-ბაასი ჰქონდათ მწვრთნელთა გადამზადების მნიშვნელობაზე, სპორტული ღონისძიებების მსვლელობისას მთაზე უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საშეჯიბროდ ტრასების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა და მთელი დატვირთვით მუშაობს სამი სათხილამურო სკოლა (გომარდული, ქედლები, დანისპარაული) 280-მეტრიანი მარტივი ტიპის საბაგირო გზებითა და სათხილამურო ტრასებით.

სწორედ ამ სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა გომარდულში აჭარის პირველობაზე სპეციალურ სლალომში. გაუწყებთ გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას ასაკების მიხედვით:

გოგონები

1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. რიმა ჯორბენაძე, 2. ქრისტინა ჯაყელი, 3. თამთა ჩოგაძე.

1997-1998 წ.წ. 1. ზეინაბ ჯორბენაძე, 2. ილონა შავაძე, 3. ელზა ჭაღალიძე.

1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. შორენა ჯორბენაძე, 2. ირმა შანთაძე, 3. თეონა მახარაძე.

ვაჟები

1999-2000 წ.წ. 1. რაულ ქარცივაძე, 2. ლაშა მეხეშიძე, 3. რუსლან ბოლქვაძე.

1997-1998 წ.წ. 1. გულადი ქარცივაძე, 2. გოჩა ჯორბენაძე, 3. აჩიკო ბოლქვაძე.

1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. ირაკლი შავაძე, 2. თენგიზ მეხეშიძე, 3. ზაზა დეკანაძე.

აჭარის პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები (ისინი ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან) 24-25 თებერვალს გუდაურში საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გამოვლენ.

ამჯერად მეთერთმეტეზე

საფრანგეთის ქალაქ ვარსში მოთხილამურე ვაჟები გუშინ სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ალექსი ბენიაიძემ ამჯერად 1.28,03-ით მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. პირველი-მესამე ადგილები ფრანგებმა- ნიკოლას საატჯიანმა (1.25,85), მატიას როლანდმა (1.27,04) და ნორმან ბლანკმა (1.27,05) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა