ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი კახელიშვილი: არჩევანში არ შევცდი, გორის "დილა" წლის აღმოჩენა გახდება

გიორგი კახელიშვილი: არჩევანში არ შევცდი, გორის "დილა" წლის აღმოჩენა გახდება

თბილისის "დინამოს" დატოვება და გორის "დილაში" გადასვლა თავად ფეხბურთელის ინიციატივა იყო
ახალი არაა "დილას" მადა რომ გაეზარდა. მაგრამ გორელებმა ერთი ისეთი ფეხბურთელი გადაიბირეს, რამაც ყველა გააოცა - გიორგი კახელიშვილი ნამდვილად არ იყო თბილისის "დინამოში" ჩრდილში მოქცეული, ძირითადში ხშირად ხვდებოდა და პირველ ეტაპზე მწვრთნელის ნდობით სარგებლობდა.

მაგრამ სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ესპანურ შეკრებაზე თბილისის "დინამოსთან" ერთად გამგზავრებული გიორგი მაინც ანთალიაში, "დილას" შეკრებაზე აღმოჩნდა - საიდან, როგორ? ამ ყველაფერში თავად ფეხბურთელი გაგვარკვევს.

- მახსოვს, თავად ამბობდი, "დილაში" გაშვებაზე ჭორი გამივრცელესო. არადა, საბოლოოდ ამ კლუბში მოხვდი. ასეთი რა შეიცვალა, "დილაში" თამაშს რომ დათანხმდი?

- ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.

- და არა "დინამოსი"?

- დიახ, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, რადგან ასე მერჩივნა.

- "დილა" ამბიციური კლუბი კი არის, მაგრამ თბილისის "დინამოს" ძირითადის მოთამაშისგან ეს სიტყვები მაინც გასაკვირია.

- არა, რატომ? ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კონკრეტული ვითარების შესაფერისად უნდა მიიღოს და მე ასე მოვიქეცი. იმიტომ, რომ "დილა" ამბიციური გახდა, ეს ჩემთვის მთავარია და მიზიდავს. "დილას" მიზანი რვა საუკეთესო კლუბში მოხვედრა და ეროვნული თასის აღებაა.

- "დილას" გენერალური დირექტორი მამუკა ჯუღელი გახდა, რომელსაც მოთამაშეები რუსეთ-უკრაინაში მიჰყავს - გადასვლას მომავალი თანამშრომლობის იმედად დათანხმდი?

- დამიჯერეთ, ეს არაფერ შუაშია. ჯუღელთან მსგავსი ლაპარაკი არც მქონია.

- კარგი შემადგენლობა, მწვრთნელი და დაფინანსება ავტომატურად არ ნიშნავს ძლიერ გუნდს, "დილა" კი ჯერაც შესათამაშებელია.

- ეს მოუგვარებელი პრობლემა არც არის. არც იმის დროა, შეთამაშებაზე რომ ვიწუწუნოთ. თავში მხოლოდ ეს რომ ჩავიდოთ, არაფერი გამოგვივა. არადა, გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია და მალე ყველა დარწმუნდებით, რომ "დილა" მაგარ ფეხბურთს ითამაშებს.

ძალიან კარგი ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა შეიკრიბა და სიამოვნებით გადავედი.

მალე "დილა" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება და წლის აღმოჩენა გახდება. თურქულ შეკრებაზე დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ.

- მოთამაშეებს როგორ შეეჩვიე?

- შესაჩვევიც არაფერი მქონდა, გუნდში ხომ ძალიან ბევრი მეგობარი დამხვდა.

- "დინამოში" ემზადებოდი და "დილაში" აღმოჩნდი - ვარჯიშებში რა განსხვავება იყო?

- ბევრი არაფერი, მახარაძემ კარგად მოგვამზადა. საჭირო და სასარგებლო ვარჯიშები გვქონდა და არა ამოჩემებული გეგმით შედგენილი საწვრთნელი პროცესი. ამიტომ მახარაძესთან მუშაობა მომეწონა. მომზადება იქნება თუ ვარჯიში, სასიამოვნო უნდა იყოს.

- და მაინც, "დინამოდან" წამოსვლა შენთვის ასეთი უმტკივნეულო იყო?

- ამას არც ვამბობ. თბილისელი ვარ, "დინამო" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშით ბედნიერი და ამაყი ვიყავი. ამიტომ წამოსვლა თავიდან არც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება ჩემი კარიერის გათვალისწინებით მივიღე და იქ დარჩენას "დილაში" თამაში ვამჯობინე.

ერთად-ერთი გული იცით რაზე მწყდება? თბილისის "ლოკომოტივში" თასის მფლობელი გავხდი, "ვიტ ჯორჯიაში" საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ დიდი ტრადიციის მქონე თბილისის "დინამო" ისე დავტოვე, ერთი ტიტული არ მომიპოვებია. გადასვლამდე ამას ვერც წარმოვიდგენდი.

- თავიდან ვიცოდით, რომ "დინამომ" იჯარით გაგიშვა. თუმცა ახლა შევიტყვეთ, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წახვედი.

- ასეა, "დინამოს" ხელმძღვანელებს შევხვდი და გათავისუფლების ფურცელი მომცეს.

- კომპენსაციასაც არ გთხოვენ?

- საქმე ისაა, რომ განათხოვრებით თამაში არ მინდოდა და პრობლემა არ შეუქმნიათ.

- "დილასთან" კონტრაქტს როდემდე აფორმებ?

- ნახევარი წლით, მაისის შემდეგ კი ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dudu

ჩაუშესკუებს ძალიან უყვარდათ ფეხბურთი. ცოლსაც და ქმარსაც. პოლიციის გენერლები "დინამოს" აკეთებდნენ ცოლისთვის და არმიის გენერლები _ "სტიაუას" ქმრისთვის. პლეისთეიშენი არ არსებობდა მაშინ და ასე ერთობოდნენ ოჯახში. ამ თამაშ-გართობაში "სტიაუამ" ერთხელ ჩემპიონთა თასიც კი მოიგო. ეხლა არ მითხრათ, ქართული ფეხბურთი ევროპულ რელსებზე დგება და ვითარდებაო:)

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა