საქართველოს ჩემპიონები "მარბელას თასზე" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში სამარის "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდებიან
8 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" და საერთოდ, ესპანურ შეკრებაზე ბოლო მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ჩემპიონები მეშვიდე ადგილისთვის მატჩში სამარის "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებეთ, "ზესტაფონს" ესპანურ შეკრებაზე წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. "მარბელას თასამდე" ფეროელები დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" 2:8 განადგურდნენ, ტურნირის მეოთხედფინალში ყაზანის "რუბინთან" 1:5 იწვნიეს, რასაც რუმინულ "ტიმიშოარასთან" 0:3 მოჰყვა.

იმედია, დღეს "ზესტაფონი" ამაზე გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწევს.

რაც შეეხება "კრილიას", მეოთხედფინალში სამარელები კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდნენ, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დათმეს.

დავით მუჯირს "ზესტაფონის" გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და თუ დღეს თამაში შეძლო, თავის ყოფილ კლუბთან ბრძოლა მოუწევს. შეგახსენებთ, "ზესტაფონის" გამოცდილმა ახალწვეულმა "კრილია სოვეტოვში" 2006 და 2007 წლები გაატარა და დიდი წარმატებითაც ითამაშა. მის მიღწევებზე ყველაზე ნათლად ის ფაქტი მეტყველებს, რომ იგი "კრილიას" კაპიტნად აირჩიეს.

დღევანდელი "კრილია" მუჯირისდროინდელი გუნდისგან განსხვავებით, ამ სეზონში რუსული პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის შუაგულშიც გაუჭირდა ფეხის მოკიდება და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. 16-გუნდიან ჩემპიონატში სამარელები დღეისთვის მე-13 პოზიციაზე არიან.

"კრილია სოვეტოვს" ანდრეი კობელევი წვრთნის, გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კი 33 წლის სერბი ოგნიენ კორომანია, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი ჩაუტარებია და სხვადასხვა რუსული კლუბების გარდა, ინგლისური "პორტსმუთის" ღირსებაც დაუცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა