თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში მყოფ ლადო დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას ჰაიფას "მაქაბის" რომ შეუერთდა, უკვე გაცნობეთ. ქართველმა მცველმა ებრაელთა გუნდში პირველად უკვე ითამაშა "ზალცბურგის თასის" გათამაშებაში, რომელშიც "მაქაბის" გარდა,

თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში მყოფ ლადო დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას ჰაიფას "მაქაბის" რომ შეუერთდა, უკვე გაცნობეთ. ქართველმა მცველმა ებრაელთა გუნდში პირველად უკვე ითამაშა "ზალცბურგის თასის" გათამაშებაში, რომელშიც "მაქაბის" გარდა, ბუქარესტის "დინამო", მოსკოვის "ლოკომოტივი" და ვენის "აუსტრია" მონაწილეობენ. კაშიამ ჰაიფელთა რიგებში ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

"მაქაბის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რუმინელებთან მატჩში, ჰაიფელთა გუნდის თავკაცმა ელიშა ლევიმ ტესტირებაზე მყოფი სამი ახალი ფეხბურთელი გამოსცადა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო გურამ კაშია, რომელზეც ასე დაწერეს - თამაშს კარგად კითხულობდა, მაგრამ თანაგუნდელებთან კოორდინაცია აკლდა, რაც ბუნებრივიაო. კაშიას ტრანსფერის თაობაზე ლევი საბოლოო გადაწყვეტილებას ავსტრიული შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.

"ზალცბურგის" თასის გათამაშებაზე ჰაიფას "მაქაბი" მომდევნო შეხვედრას დღეს, 30 ივნისს მალხაზ ასათიანის მოსკოვის "ლოკომოტივთან" გამართავს.

დავით ცაბაძე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა