ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"დეტროიტ რედ უინგზმა" ზედიზედ მე-18 საშინაო გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და სამი მოგება სჭირდება ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად.

წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა "ედმონტონის" ფორვარდი სემ განიე, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეუჩერებელია.

22 წლის კანადელი აგრძელებს ბრწყინვალე სერიას და ბოლო ოთხ მატჩში უკვე რვა შაიბა დაუგროვდა. სწორედ განიემ კინაღამ შემოატრიალა მატჩის ბედი, როცა მესამე პერიოდის შუაში გააბათილა ორშაიბიანი ჩამორჩენა. ასე რომ, "დეტროიტს" დიდი ძალისხმევა დასჭირდა ორი ქულის ასაღებად. ახლა, "რედ უინგზს" შინ სამი მოგება სჭირდება "ანაჰაიმის", "ფილადელფიასა" და "დალასის" წინააღმდეგ და ლიგის ისტორიაში საკუთარ მოედანზე მოგებათა ყველაზე გრძელი სერია ექნება.

სენსაციური შედეგით დასრულდა მატჩი "ბაფალოსა" და "ბოსტონს" შორის. სტენლის თასის მოქმედმა ჩემპიონმა ექვსი უპასუხო შაიბა მიიღო საკუთარ კარში.

რა თქმა უნდა, ბოლო დროს "ბრუინზი" არასტაბილურია, მაგრამ ასეთ განადგურებას არავინ ელოდა. "ბაფალომ", რომელიც პრაქტიკულად გამოეთხოვა პლეი ოფში გასვლის შანსს, სასტიკი დღე აყარა ტუუკა რასკისა და ტიმ ტომასს, რომლებსაც სამ-სამი შაიბა გაუტანა. თავის მხრივ, რაიან მილერმა "შათაუტი" შეასრულა და საფინალო სირენასთან ერთად დაფიქსირდა ანგარიში - 6:0. დუბლი გაიფორმა ჯეისონ პომინვილმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მილერი გახდა, რომელმაც 36 დარტყმა მოიგერია. "ბოსტონმა" სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია.

ბაფალო-ბოსტონი 6:0

2:0, 2:0, 2:0

გოლები: 1:0 ერჰოფი-4 (მიერსი-8), 2:0 პომინვილი-18 (ლეინო-10, მ. უებერი-2), 3:0 ენისი-4 (სეკერა-7), 4:0 კალეტა-5 (გოსტადი-9), 5:0 პომინვილი-19 (ლეინო-11, სეკერა-8), 6:0 სტეფორდი-9 (ენისი-3, გერბე-14).

დეტროიტი-ედმონტონი 4:2

1:0, 1:1, 2:1

გოლები: 1:0 ფრანცენი-21 (ი. უაიტი-20, დაციუკი-41), 2:0 ემერტონი-6 (აბდელკადერი-9, ქლირი-16), 2:1 სემ განიე-12 (რ. ჯონსი-11, პეტრი-12), 2:2 სემ განიე-13 (პააიარვი-5), 3:2 დ. მილერი-11 (აბდელკადერი-10), 4:2 ზეტერბერგი-10 (ბ. სტიუარტი-8, კრონვალი-12).

ანაჰაიმი-კაროლინა 3:2 (ო)

0:1, 1:0, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 ტ. რუუტუ-17 (ტლუსტი-10, ფოლკი-8), 1:1 ბონინო-4 (ვიშნოვსკი-16, კოლიანო-10), 1:2 ე. სტაალი-13, 2:2 ს. კოივუ-10

(ბელესკი-8, სბისა-15), 3:2 პერი-23 (ბრუკბანკი-7).

სან ხოსე-კალგარი 3:4

0:1, 2:2, 1:1

გოლები: 0:1 ო. იოკინენი-14 (კ. ბატლერი-11, იგინლა-23), 0:2 ო. იოკინენი-15 (ტანგეი-21, კამალერი-14), 1:2 კუტური-23 (ქლოუ-21, ჯ. ტორნტონი-34), 2:2 პაველსკი-20 (ჯ. ტორნტონი-35, პ. მარლო-22), 2:3 იგინლა-21 (ო. იოკინენი-29), 3:3 ჰანძუში-6 (ბერნსი-15), 3:4 ო. იოკინენი-16 (ტანგეი-22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა