სანკტ-პეტერბურგში დამთავრდა რუსეთის მოჭადრაკე ქალთა მე-60 ეროვნული ჩემპიონატი 34 ქალბატონის მონაწილეობით. ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ნაზი პაიკიძემ...

ნაზი პაიკიძე რუსეთის ჩემპიონია

სანკტ-პეტერბურგში დამთავრდა რუსეთის მოჭადრაკე ქალთა მე-60 ეროვნული ჩემპიონატი 34 ქალბატონის მონაწილეობით. ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ნაზი პაიკიძემ. გუშინ მე-9 ტურში იგი მე-12 სვლაზე დაუზავდა ტატიანა შადრინას, 9 შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ შადრინა და ოლგა გირია (გუშინ მან შავი ფიგურებით მარინა რომანკოს სძლია), რომლებმაც ვერცხლი და ბრინჯაო გაინაწილეს.

მეწინავეთა დანარჩენ პარტიებში სვეტლანა მატვეევამ და ანასტასია სავინამ ქულა გაიყვეს, ელენა ზაიაცმა ტატიანა სტეპოვაია დაამარცხა, ვერა ნებოლსინამ ბაირა კოვანოვას მოუგო. ამრიგად, მატვეევამ, ზაიაცმა და ნებოლსინამ 6-6 ქულას მოუყარეს თავი. ამ ტრიოდან ერთი ზედმეტია იმ საუკეთესო ხუთეულისთვის, რომელიც რუსეთის ქალთა მე-60 ჩემპიონატის სუპერტურნირში ითამაშებს (მისი ვინაობა მერე გაირკვევა). ეს შეჯიბრება მოგვიანებით 12 მოჭადრაკის მონაწილეობით წრიული სისტემით გაიმართება.

ხვალიდან ციურიხში

საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 5-11 სექტემბერს ციურიხში მოჭადრაკეთა მე-11 საუნივერსიტეტო მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრებაში 27 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იასპარეზებს. მონაწილეთა შორის ქართველი მოჭადრაკეებიც იქნებიან. გოგონებში მედლებისთვის თამარ წერეთელი და სოფიკო გურამიშვილი იბრძოლებენ, ვაჟებში კი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დავით ბენიძე და მალხაზ სულაშვილი დაიცავენ.

ბრინჯაოსთვის კოეფიციენტი არ ეყო

ფილიპინებზე გუშინ დამთავრდა ფიდეს ყოფილი პრეზიდენტის ფლორენსიო კამპომანესის მეორე საერთაშორისო მემორიალი, რომელშიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები _ მერაბ გაგუნაშვილი და თამაზ გელაშვილიც მონაწილეობდნენ. ბოლო მე-9 ტურში გაგუნაშვილი ირანელ ეჰშან მაგჰამი ჩაემს დაუზავდა, მოაგროვა 6,5 ქულა და მესამე-მეექვსე ადგილები გაიყო. უარესი კოეფიციენტით მე-5 ადგილი ერგო. მესამე-მეოთხე ადგილები ჩინელებმა _ ლირენ დინმა და ძიანჩაო ჟოუმ გაინაწილეს. გელაშვილმა ინდოელ ჩანდა სანდიპანს მოუგო დ 6 ქულით მე-13 ადგილი ხვდა.

მეწინავეთა ჯგუფში ჩინელი იუნ ჟაო უზბეკ ანტონ ფილიპოვს შეუთანხმდა ყაიმზე და 7 ქულით მთავარი პრიზი დაისაკუთრა. მართალია, ძიან ჩაო ჟოუს მძლეველმა ვიეტნამელმა ლიემ ქუანგ ლიმაც ამდენივე ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილს დასჯერდა.

kopala
წარმატებები ჩვენ მოჭადრაკეებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა