გოგონებში გუშინდელი მე-8 ტურის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ნატო იმნაძესა და ანა შამათავას ოქრო-ვერცხლს ვერავინ შეეცილება
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს უახლოვდება 18-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა 25-25 ქალ-ვაჟის მონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე როგორც მედლების, ისე მსოფლიოს და ევროპის პირველობების საგზურების მფლობელთა ვინაობაც გამოვლინდება.

გოგონებში გუშინდელი მე-8 ტურის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ნატო იმნაძესა და ანა შამათავას, რომლებმაც შავი ფიგურებით თეკლა მაჭარაშვილი და ადა კაკუტია დაამარცხეს და 7,5-7,5 ქულა მოაგროვეს, ოქრო-ვერცხლს ვერავინ შეეცილება.

მაგრამ ამ დუეტში ვინ იქნება პირველი, დღეს ბოლო ტურში გაირკვევა. გუშინ მარიამ ჭოლაძემ გათამაშების ცხრილში მე-6 ქულა უბრძოლველად ჩაიწერა, რადგან საპაექროდ ნათია ჯალაბაძე არ გამოუცხადდა, და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეწინავეთა ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები კი ასე დამთავრდა: მარიამ ვალიშვილი - ნანი უნაფქოშვილი 0:1, მარიამ ჯავახიშვილი - დეა გოგიშვილი 1:0, ანა კუჭავა - ნატა ჯიბუტი 1:0.

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ანა შამათავა (7,5) - მარიამ ჯავახიშვილი (5), ნატო იმნაძე (7,5) - ადა კაკუტია (4,5), მარიამ ჭოლაძე (6) - ანა კუჭავა (5), ნანი უნაფქოშვილი (5) - თეკლა მაჭარაშვილი (5), დეა გოგიშვილი (4) - თეა ჭოლაძე (4), თათია კოხრეიძე (4) - მარიამ ვალიშვილი (4).

ვაჟებში სატურნირო მდგომარეობა ერთობ დაძაბულია, რადგან პირველი ადგილისთვის ერთბაშად სამი მოჭადრაკე აცხადებს პრეტენზიას, თანაც ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ორი მონაწილე ჩამორჩება. გუშინ მეწინავეთა პაექრობებში ოთხი პარტია შედეგიანად, ორიც ყაიმით დასრულდა: ნიკოლოზ ქუმსიაშვილი - შალვა ნადირაშვილი 0,5:0,5, ნინო ხომერიკი - ირაკლი ბერაძე 0,5:0,5, გიორგი სიბაშვილი - ალექსანდრე ებრალიძე 1:0, ნოე თუთისანი - კახაბერ წერეთელი 0:1, გიგლა ბენიძე - გუგა ბურდული 0:1.

8 ტურის შემდეგ: ბერაძე, ნადირაშვილი, სიბაშვილი - 6-6, ქუმსიაშვილი, წერეთელი - 5,5-5,5, ხომერიკი, ბურდული - 5-5 ქულა.

დღეს ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ირაკლი ბერაძე - კახაბერ წერეთელი, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი - გიორგი სიბაშვილი, შალვა ნადირაშვილი - გუგა ბურდული, ნოე თუთისანი - ნინო ხომერიკი, ალექსანდრე ებრალიძე - რევაზ ჭკუასელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა