საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი ახალგაზრდებს თხოვს, როდესაც საქმე ეროვნულ გუნდს ეხება, პიროვნული მე უკან გადადონ
საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე. თუ როგორ წავიდა ის ნაკრებიდან, ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, "ლელოსთან" კი კალაძეს ნაკრებიდან წასვლის მერე არ უსაუბრია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "ლელოს" კითხვებს კახა კალაძე პასუხობს...

- კალაძის ნაკრებიდან წასვლამ, თანაც ასეთი ფორმით, დიდი რეზონანსი გამოიწვია-მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, რაც ანალიზის უკეთეს საშუალებას იძლევა. ახლა როგორ ფიქრობ, ყველაფერი ეს სწორი გადაწყვეტილება იყო?

- მოდით, ნუ ვიდავებთ იმაზე, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არა, რამდენი ადამიანიცაა - იმდენი აზრია. მთავარია, რომ ეს ჩემთვის იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, მან მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

გულშემატკივრის პოზიცია ჩემთვის გასაგებია, რომ 33 წლის ასაკში, ნაკრების კაპიტანი, რომელიც სტაბილურად თამაშობს სერია ა-ში და ამ დროს ტოვებს ნაკრებს, მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც თავისი მიზეზები ქონდა, ეს მიზეზები წლების მანძილზე თავს იყრიდა. ახლა არ ჩამოვთვლი, რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

- ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუ სპორტული? ანუ, ეს ერთგვარი პროტესტი იყო თუ უფრო ის გინდოდა, რომ ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებისთვის დაგეთმო?

- მსოფლიოში ჩემზე დიდ ფეხბურთელებს გამოუთქვამთ პროტესტი და წასულან ნაკრებიდან. ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, რაც თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ და მივედით იმ დღემდე, როდესაც გაკეთდა ეს განცხადება.

- დემეტრაძის ამბავზეც გკითხავ. თითქოს პრეტენზია გამოთქვი, ჩემს გარდა არავინ ხმას არ იღებსო, თუმცა როგორც შევიტყვეთ, არსებობს წერილობით თხოვნა პრეზიდენტის სახელზე, რომელსაც ფეხბურთში მოსაქმე ბევრი ადამიანი აწერს ხელს...

- არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, მარტო მე მოვაწერე ხელი და ჩემს გარდა არავინ იღებს ხმასო, ეს რაღაც ახალია. ან შესატყობი და გასაიდუმლოებული რა იყო, არსებობს ეგ მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომელსაც როგორც ფეხბურთში დასაქმებულმა ხალხმა, ისე სხვებმაც მოაწერეს ხელი...

თუმცა ბევრმა სახელოვანმა და წარმატებულმა სპორტსმენმა აარიდა თავი და ხელი არ მოაწერა ამ წერილს. ასევე იყო ორი ადამიანი, რომლებიც ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ ამავე საკითხზე პრესკონფერენციაზე, თუმცა ბოლო წამს გადაიფიქრეს და არ მოვიდნენ.

მე შეგნებულად არ ვასახელებ მათ ვინაობას და არც არავის განსჯას არ ვაპირებ.

- კულუარებში ამბობენ, პრეზიდენტს არაოფიციალურადაც თხოვეს დემეტრაძის გათავისუფლება, მაგრამ კალაძის ხისტმა პოზიციამ ამ საკითხზე, პრეზიდენტს გადააფიქრებინა დემეტრაძის გათავისუფლებაო...

- და რას ამბობენ იმავე კულუარებში - ვინ თხოვა პრეზიდენტსო? და რატომ არაოფიციალურად და რატომ ოფიციალურად არ თხოვა ვინც იყოო? და კალაძის ხისტი პოზიცია, რაში მდგომარეობდა-დემეტრაძის საქმის ნორმალურად გამოძიებას რომ ითხოვს, იმაში? და პრეზიდენტს მოფიქრებული ჰქონდა და კალაძის პოზიციამ გადააფიქრებინაო, ხო?

სხვათა შორის, თუ კულუარულ საუბრებზე ჩამოვარდა სიტყვა, მეც დამიკავშირდა თავის დროზე შსს-ს მაღალჩინოსანი და დემეს გამოშვებას დამპირდა თუ დემე აღიარებდა ქურდულ სამყაროსთან კავშირს, რაზეც დემეს მხრიდან კატეგორიული უარი მიიღეს და ვენაცვალე დემეს ადამიანობას, რომ არ აჰყვა ცდუნებას და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ის კაცი შევიდა ციხეში და კაცად დარჩა ბოლომდე.

ზემოთ ნახსენები თხოვნის წერილის შემდეგ მე არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, სანამ დემეს აბსურდული განაჩენი არ გამოუტანეს და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის კრიმინალია ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ისიც, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში სვამს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდა ვიღაცას.

- ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება რომ გააკეთე, მას შემდეგ თემურ ქეცბაიასთან ხომ არ გქონია საუბარი ამ თემაზე? თუ ისაუბრეთ, იქნებ ამაზეც გვითხრა ორიოდ სიტყვით...

- ქეცბა ჩემთვის მარტო მწვრთნელი არაა, ის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ვსაუბრობთ ხოლმე, ყველა დღესასწაულს ვულოცავთ ერთმანეთს.

- ნაკრების ფეხბურთელი აღარ ხარ და იქნებ ახლა გულახდილად და ზუსტად გვითხრა, რა ხდებოდა საქართველოს ნაკრებში? რა უშლიდა გუნდს ხელს უკეთესი შედეგის მიღწევაში?

- ნაკრების კაპიტანი როდესაც ვიყავი, მაშინაც გულახდილად ვსაუბრობდი ამ თემებზე. არასოდეს არ დამიმალავს და არ მოვრიდებივარ იმას, თუ რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთსა თუ ნაკრებში. ძალიან კარგი შეკრული გუნდია, თუმცა ბოლო წლებში მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ დაღი დაასვა, ყველა თავის მოდელს გვთავაზობდა, ძნელია ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა, ტრავმებიც ხელს გვიშლიდა, რომ მთელ რიგ მოთამაშეებს 100%-ით თუ არა, 70%-ით მაინც ეჩვენებინა თავისი თავი.

იყო კიდევ მთელი რიგი მიზეზებისა, ზოგი ცნობილია საზოგადოებისათვის, ზოგიც უცნობი. ან რა წარმატებებზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ამდენი წლების მანძილზე ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელი ბაზა არ ჰქონდა და რაც გაკეთდა, ისიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.

ძალიან საინტერესოა, რა ხდება პრეზიდენტის მიერ საგურამოში ზარ-ზეიმით გახსნილ ბაზაზე, სადაც ეროვნულ ნაკრებს არასოდეს უვარჯიშია.

- ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე რას იტყოდი? რა არის ნეგატიური და რა არის პოზიტიური?

- სიტუაცია არის უმძიმესი, კლუბები არიან დოტაციაზე, სახელმწიფოს კი არ სურს ფეხბურთის განვითარებაში თანხები ჩადოს, რეგიონი ერთ გუნდს ვერ ინახავს. ზოგიერთ რეგიონს შეიძლება საშუალება აქვს კიდეც, მაგრამ მათ ხელმძღვანელებს სურვილი არა აქვთ.

საფეხბურთო მინდვრების მდგომარეობა კატასტროფულია, რამდენიმე ქალაქში გაკეთებული სტადიონით პრობლემა არ მოგვარდება. საშინლად მძიმე სიტუაციაა ბავშვთა ფეხბურთშიც.

პოზიტიურს რაც შეეხება, გამოჩნდენ სპეციალისტები, რომელთაც უკვე ნათქვამი აქვთ თავიანთი სიტყვა ქართულ ფეხბურთში, ავტორიტეტი, ენერგია, გამოცდილება და პასუხისმგებლობა არ აკლიათ, რაც იძლევა იმედს, რომ სწორი მიმართულება მიეცემა ქართულ ფეხბურთს.

- თუ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოვა, რა რჩევას მისცემ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის?

- ამას ჭირდება ანალიზი და ანალიზის შედეგად შესრულდება მთელი რიგი სამუშაოები, მათ შორის ბავშვთა ფეხბურთში, არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. აუცილებლად უნდა მიხედვა და ყურადღება საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ასამაღლებელია მსაჯობის დონე, მოსამზადებელია სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრები ფეხბურთელთათვის. მთელი რიგი ღონისძიებებია ჩასატარებელი.

აუცილებელია, ფეხბურთელთა ანაზღაურება გაიზარდოს და 16-18 წლის ნიჭიერი ახალგაზრდები ხელფასისათვის არასაფეხბურთო ქვეყნების კლუბებში არ მიდიოდნენ სათამაშოდ. ყველაფერ ამას უნდა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა.

- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ, რას აპირებ? პოლიტიკოსობა, თუ ისევ ფეხბურთში საქმიანობას?

- ჯერ აქტიურ სპორტში ვარ და კარიერას როდესაც დავამთავრებ, გეგმებსა და მიზნებზე შემდეგ ვისაუბროთ.

- თემურ ჩხაიძემ გვითხრა, რომ "გაგრას" დუბლების მწვრთნელობიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას დაუჭირა მხარი. "გაგრას" ვთხოვეთ კომენტარი და არ გააკეთა...

- თემურ ჩხაიძე ლანჩხუთის "გურიას" თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, თამაშობდა თბილისის "დინამოში," იყო საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების კაპიტანი და ასეთ პატივსაცემ ადამიანს როგორ მოექცნენ. ადამიანმა გამოხატა თავისი აზრი და ამისათვის დაისაჯა. ნუთუ თემურ ჩხაიძესნაირ ამაგდარ ადამიანებს თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალებაც კი არ უნდა ჰქონდეთ?!

აქვე თემას გადავუხვევ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქუთაისის "ტორპედოს" ყველა გულშემატკივარს და სრულიად ქუთაისს თანაგრძნობა გამოვუცხადო ცნობილი ფეხბურთელის, მერაბ მეგრელაძის გარდაცვალების გამო. ნამდვილად დიდია მთლიანად ქართული ფეხბურთისათვის ბატონი მერაბის მიერ გაწეული ღვაწლი და ამაგი.

- კახა კალაძე ინტერვიუებში ყოველთვის გულახდილი იყო? ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა? ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი სენი სწორედ ის არის, რომ ადამიანები არ ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ასეა ფეხბურთშიც-არ მეთანხმები?

- სხვის მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებ, მე კი მართლა გულახდილი ვარ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას. იყო რამოდენიმე გაუგებრობა, მაგრამ უცბად აღმოიფხვრა და დღეს ამას ღიმილით ვიხსენებთ ორივე მხარე.

- რა რჩევას მისცემდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს?

- რჩევა მწვრთნელის კომპეტენციაა და ასე ვერ გავკადნიერდები, თხოვნით კი უბრალოდ ვთხოვ, რომ როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, პიროვნული მე უკან გადადონ და ძალების მთელი კონცეტრირება მოახდინონ. ახალგაზრდებმა მთელი გულით და სულით უნდა გაიაზრონ, რომ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ.

- ნაკრებიდან რომ წახვედი, თანაგუნდელებმა არ დაგირეკეს? რა გითხრეს კობიაშვილმა და იაშვილმა? და გუნდის იმ წამყვანმა ფეხბურთელებმა, მანამდე რომ დატოვეს ნაკრები, მაგალითად შოთა არველაძემ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა ჯამარაულმა... როგორი იყო მათი რეაქცია?

- მადლობა ბიჭებს, ყველას - ნაკრებიდან წასულსაც და მოქმედ ფეხბურთელებსაც. ძალიან ბევრმა დამირეკა, ბევრმა თავისი აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ღიად და დაუფარავად გამოხატა პრესის ფურცლებიდან.

- კალაძე თვითონ თუ აპირებს ინვესტიციების ჩადებას ქართულ ფეხბურთში?

- აუცილებლად, უბრალოდ, ამჟამად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მთელ რიგ პროექტებს ვერ ვახორციელებ, მაგრამ აუცილებლად ჩავერთვები ქართული ფეხბურთის ინვესტირებაში. მე ყოველთვის გვერდით დავუდგები ქართული სპორტის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.

- მომდევნო შესარჩევში რა შედეგი ექნება ჩვენს ნაკრებს? როგორია კალაძის პროგნოზი?

- საერთოდ პროგნოზების გაკეთებას ვერიდები, უბრალოდ ვისურვებდი, რომ ბევრად წარმატებული ყოფილიყოს ნაკრების გამოსვლა, საერთოდ ,ნაკრებს მინდა ვუსურვო წინსვლა და რაც შეიძლება მეტი სიხარული მოეტანოს გულშემატკივრებისათვის.

- ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება რომ გააკეთე, ტაში დაგიკრეს. როგორ ფიქრობ, რის გამო დაგიკრეს ტაში?

- ამ თემაზე სპეკულაცია დაიწყო ერთდროულად რამდენიმე მართულმა საინფორმაციო საშუალებამ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ესენი ჩამოყალიბდნენ, ეტყობა, ტაშის დამკვრელთა ამოცნობაში, სინამდვილეში კი ვინც ტაში დამიკრა, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ეს იყო ჩემი გამხნევებისა და ნაკრებში გატარებული წლებისადმი მადლობის გამომხატველი ტაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgipirweli
nacnobi, შენ საერთოდ ნამუსი გაქვს ან საერთოდ აზროვნებ? 90 წუთი ძირითად შემადგენლობაში ვინ ათამაშებს იტალიური გუნდის დაცვაში. მარა შენ ფეხბურთის აზრზეც არა ხარ საერთოდ.
archil
nacnobi-ს და მის ნაირებს!პირველ რიგში კაცი კაცი უნდა იყვე და მერე ზრდილობა უნდა გქონდეს.თქვენ გეტყობათ "ნაცების" გუნდიდან თუ არ ხართ,ცდილობთ მოხვდეთ მათ რიგებში.
marina
ვხედავ ზოგიერთ კომენტარებში შურს! კახას ადგილზე ზოგი საქართველოსაკენ და საერთოდ ქართველებისკენ არც მოიხედავდა. რა გჭირთ ქართველო კაცებო, რას შესტირით სხვის ფულებს. კახა წარმატებებს გისურვებ.
nacnobi
ამდენხანს არ დახმარებიხარ ქართულ ფეხბურთს, ერთი ბურთი არ გიჩუქებია სამტრედიელებისთვის,და არავისთვის გზა არ გისწავლებია შენ რა კაციც ხარ ყველაზე უკეთ სამტრედიელებმა ვიცით, რისი გამკეთებელი ხარ,საკუთარ კარებში ურტყამ მაგრად გოლებს.სტადიონზე ეშინია შენს ტრენერს გაყვანა არ დასცხო გოლები მოწინააღმდეგის სასარგებლოდ,კონტრაქტს და წესებს რა ვუთხარი თორემ შენ უკვე უკანალში პანღურით იქნებოდი გამოგდებული.არმანის ნიფხავი მაგრად გიხდება ისე,პოზირებს ბიჭი სამტრედოოოო რა გაუნათლებელიც იყავი ის დარჩი,რა კვერცხიც იყავი ისა ხარ,რა შეგცვლიდა.
lana
კახი ძაან მაგარია და გაუნარჯოს!
kaxa
ეჰ სანამ პოლიტიკურ განცხადებებს დაიცყებდი მაგრა გაფასებდი მაგრამმ ახლა მხოლოდ იმას გოფასებ რომ იმ ტრაგედიის მიუხედავად ბოლომდე ნაკრებსჰი იყავი სხვა მხრივ პოლიტიკაში წასვლის გამო მაგრა დამეკარგა შენზე წარმოდგენა
lala-la
რის გამკეთებელი ხარ,შე უწიგნურო.შენ რაიცი რა არის საკეთებელი და რა არა.
d
წარმატებები!
archil
კახი! შენაირი ადამიანები სპორტში ხომ საჭიროა,პოლიტიკაში 100-ჯერ უფრო მეტად.(zuzu 100 პროცენტიანი ხარ.)
ia
ნეტა ეგეტი გოიმები ბევრი გვყავდეს ქარტველებს,მარტლაც საამაყოდ გვექნებოდა საქმე.
DAVITI
დაილოცოს ტქვენი გამზრდელი დედა და ოჯახი,კაცური კაცი ბრძანდებიტ.
irina
დიდი ფული სიყვარული და გოიმობა ეს არის კახა კალაძე
geometri
გენაცვალე კახა!კარგი კაცი ყოფილხარ,კარგი ქართველი!
lana
ფილარმონიაში გაკეთებული განცხადება შოკი იყო კახა.ბიჭები კინაღამ ბალკონიდან გადმოხტნენ ემოციებისგან.მე ვკიოდი სიხარულისგან.შენი დიდი იმედი აქვს ხალხს.გააგრძელე ასე.......
zuzu
კახა,შენ საქართველოს საამაყო შვილი ხარ. შენით და შენნაირი სპორცმენებით (ასევე ხელოვნების მუშაკებით)იცნობს საქართველოს მსოფლიო. რომ არა თქვენ, ვის რაში აინტერესებს ან ვინ იცნობს ჩვენს სახელოვან პოლიტიკოსებს (პოზიცია და ოპოზიცია)და შესაბამისად მათი სახით ჩვენს ქვეყანას. ჯიგარი ხარ, გაიხარე, გამრავლდი. ისე დიდი პოლიტიკისთვის კი მეცოდები. არ გინდა დამიჯერე.
ქომაგი
ღირსეული კაცი და მამულიშვილი ხარ კახა და ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოში ღირსეული კაცები და მამულიშვილები. ბევრი ვერ შესძლებდა ისეთი სამშობლოს ღირსება ბოლომდე დაეცვა, რომელმაც ძმა მოუკლა და თან სამართლიანი გამოძიებაც არ აღირს მაგრამ შენ ყველაფერზე მაღლა დადექი და ეს შეძელი და ღმერთმა სიკეთის გზაზე გატაროს და უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეს!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია