ქართულ ავტოსპორტს მისი ყველაზე გამორჩეული პიროვნება აღარ ჰყავს
ქართულ ავტოსპორტს მისი ყველაზე გამორჩეული პიროვნება - გურამ დგებუაძე აღარ ჰყავს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფორმულა ერთში (1975 წელი), იმავე კლასში ბრინჯაოს პრიზიორი (1974), ფორმულა 3-ში საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი (1979) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1978 და 1980 წლები), არაერთი (მათ შორის, ორჯერ რუსთავის ავტოდრომზე) ეტაპის გამარჯვებული. საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი...

ეს ტიტულები ბევრის მეტყველია, თუმცა მისი დახასიათებისთვის ეს სრულებით არ კმარა. რბოლისას იყო შეუპოვარი, ცხოვრებაში კი დინჯი და გულისხმიერი, საუკეთესო მრჩეველი და მაგალითის მიმცემი ახალგაზრდა მრბოლებისთვის. მისი მიღწევები იმითაცაა გამორჩეული და დასაფასებელი, რომ საქარხნო მხარდაჭერის მქონე მეტოქეებთან ბრძოლაში აქვს მოპოვებული. მას ყველგან პატივს სცემდნენ, მისი სახელი სიჩქარესთან იყო ასოცირებული. "ბავშვმაც კი იცოდა", ვინ იყო გურამ დგებუაძე...

თავისი ცხოვრების ბოლოს, ქართული ავტოსპორტის მატიანე დაგვიტოვა - მისი წიგნი "ფორმულა 1-ის სათავეებთან", შარშან გამოვიდა და მასში დაწვრილებით, ძალიან საინტერესოდაა მოთხრობილი ქართული ავტოსპორტის ამბები. ეს წიგნი იმ ადამიანის მიერაა დაწერილი, რომელიც ავტოსპორტზე, სისწრაფეზე უზომოდ იყო შეყვარებული და რომელიც ავტოსპორტით ცხოვრობდა.

და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ცხოვრება დასრულდა...

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა