ესპანელმა დიდი დრო ბოქსებში გაატარა, მაგრამ მაინც დააფიქსირა დღის საუკეთესო შედეგი - 1.18,877
ოთხი დღის წინ, ხერესში ტესტები 11-მა გუნდმა დაიწყო, 10 თებერვალს კი სეზონისწინა პირველი სატესტო სერია ცხრა გუნდმა დაასრულა. შარშანდელი მანქანებით მომუშავე "მერსედესმა" და HRT-მ წინა დღეს დატოვეს ესპანეთის ავტოდრომი, ასე რომ, ფინალურ დღეს ტრასაზე მხოლოდ ახალი მანქანები გავიდნენ.

დილით ნულს ქვემოთ ტემპერატურა დაფიქსირდა, მაგრამ ტესტები დროულად დაიწყო. სამ გუნდში მოხდა ცვლილება - იარნო ტრულიმ მოსინჯა "კატერჰემის" ახალი მანქანა, ნიკო ჰიულკენბერგმა დაიწყო ტესტები "ფორს ინდიაში" (გუნდმა მოასწრო წინა დღეს ჟიულ ბიანკის ავარიის შემდეგ დაზიანებული ბოლიდის აღდგენა), კამუი კობაიაში "ზაუბერის" საჭესთან დაბრუნდა.

დილით ტესტები შეწყდა ტრასის ტექნიკური შემოწმების გამო, შუადღეზე კი საჭირო გახდა ბრუნო სენას მანქანის ევაკუაცია, რომელიც მე-14 მოსახვევში გაჩერდა - იმ მომენტისთვის ბრაზილიელს 97 წრე ჰქონდა გავლილი. სენა რბოლის რეჟიმში მუშაობდა და ორი პიტსტოპიც შეასრულა. შემდეგ იმავე ადგილზე გაჩერდა კობაიაშის მანქანა.

რემონტის შემდეგ ორივე პილოტმა გააგრძელა მუშაობა, მაგრამ ორი საათის შემდეგ სენა ისევ გაჩერდა - უკვე მეორე მოსახვევში.

"რედ ბულში" შეზღუდეს დილის პროგრამა ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო - სესიის დასაწყისში ფეტელმა ორი მოკლე წრე გაიარა და ტრასაზე დაბრუნება მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ შეძლო. იგივე დაზიანების გამო ვერ შეძლო დაგეგმილი პროგრამის შესრულება ფერნანდო ალონსომ - ისევე, როგორც წინა დღეს, ესპანელმა დიდი დრო ბოქსებში გაატარა, მაგრამ მაინც დააფიქსირა გუშინდელი დღის საუკეთესო შედეგი - 1.18,877.

უკვე შესაძლებელია წინასასეზონო ტესტების შეჯამება. ოთხი დღის განმავლობაში 2012 წლის ჩემპიონატისთვის განკუთვნილ მანქანებში საუკეთესო დრო აჩვენა რომან გროსჟანმა - 1.18,419.

გუნდები ტრასაზე 21 თებერვალს, ბარსელონაში დაბრუნდებიან, სადაც დებიუტი ექნება ახალ Mercedes W03-ს. რაც შეეხება HRT-ს, ამ გუნდის დებიუტი ტესტების ფინალური სერიისთვის არის დაგეგმილი, რომელიც პირველ მარტს დაიწყება.

IV დღე

1. ფ. ალონსო (Ferrari) 1.18,877 (38 წრე)

2. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +0,720 (80)

3. ს. ფეტელი (Red Bull) +0,729 (50)

4. ლ. ჰემილტონი (McLaren) +0,763 (86)

5. რ. გროსჟანი (Lotus) +0,852 (93)

6. კ. კობაიაში (Sauber) +0,957 (75)

7. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +1,100 (89)

8. ბ. სენა (Williams) +1,255 (125)

9. ი. ტრული (Caterham) +3,321 (117)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა