"ბოლონიასა" და "იუვენტუსის" მატჩი შესაძლოა თოვლის გამო გადაიდოს
XXIII ტური ხუთშაბათს, "ლაციო"-"ჩეზენას" პაექრობით დაიწყო და თავდაპრველად, ორიოდე სიტყვა სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა ვთქვათ.

თუ რატომ შედგა ეს თამაში ხუთშაბათს, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს - უამინდობის გამო გადადებული მატჩები დროის მჭიდრო მონაკვეთში უნდა გაიმართოს და რომაული პაექრობის გადმოტანაც აქედან გამომდინარეობდა. შეხვედრა კი ისეთი გამოდგა, თქვენი მოწონებული...

შეხვედრა სტუმართა მოულოდნელი იერიშებით დაიწყო, რასაც ადრიან მუტუს გოლი მოჰყვა. "ჩეზენა" დაწინაურდა და თითქმის ყველა კომპონენტში ჯობდა მეტოქეს, რასაც რომაელთა მცველის კონკოს გაძევება მოჰყვა. დიახ, "ლაციო" 10 ფეხბურთელით დარჩა და როდესაც მეორე გოლიც გაუშვა, თითქოს მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. მეორე გოლი კი "ჩეზენას" რიგებიდან ვინჩენცო იაკვინტამ გაიტანა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

პირველ ტაიმში თითქოს ყველაფერი გაირკვა - სტუმრები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და მეტოქე კაცნაკლული ჰყავდათ, თუმცა ასე მარტივად არ ყოფილა საქმე - ვერ გეტყვით, რა უთხრა ედუარდო რეიამ გასახდელში შეგირდებს, მაგრამ ფაქტია, რომ რომაელები გარდაისახენ და მეორე 45 წუთში მეტოქე მიწასთან გაასწორეს.

53-ე წუთზე, ერნანესმა ერთი ბურთი გაქვითა, 61-ეზე ლულიჩმა გაათანაბრა ანგარიში, 63-ეზე კი კოზაკმა შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 3:2.

აღსანიშნავია, რომ ლიბორ კოზაკი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და დიდწილად განაპირობა კიდეც "ლაციოოს" საოცარი შემობრუნება.

ნამატჩევს, ედი რეია ემოციებს ვერ მალავდა: "ვფიქრობ, ამ მატჩისთვის ჩემს შეგირდებს პატარა ქანდაკება ეკუთვნით. ეს იყო საოცარი შეხვედრა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. რა ვუთხარი შეგირდებს შესვენებაზე? - პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ტაქტიკა-სტრატეგიაში გარკვეული კორექტივები შევიტანე, რამაც 100%-ით გაამართლა.

შესანიშნავად ჩაერთო თამაშში ლიბორ კოზაკი და დაგვანახა, რომ თავდასხმაში ისე ძალიან არ გვიჭირს, როგორც ეს ბევრს ჰგონია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიროსლავ კლოზემ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა იტალიურ კარიერაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია.

მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია, ასე გავაგრძელებთ".

ტურის დარჩენილი თამაშები სამ დღეზეა გადანაწილებული, ყველაზე საინტერესო მატჩი კი უდავოდ დღეს, "სტადიო ფრიულიზე" გაიმართება. "უდინეზე" "მილანს" უმასპინძლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხრილის ზედა ნაწილში, ლიდერთა შორის სტატუს-ქვო დაირღვევა.

"მილანის" ლაზარეთი რომ სავსეა, ძველი ამბავია - ამ ყველაფერს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემატა. მასიმილიანო ალეგრის მწირი არჩევანი აქვს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავისა და რობინიოს ტანდემს გაამწესებს. ფორვარდთა უკან კლარენს ზეედორფი გაირჯება, რომელსაც ურბი ემანუელსონი, მასიმო ამბროზინი და ანტონიო ნოჩერინო გაუმაგრებენ ზურგს.

რაც შეეხება "უდინეზეს", ანტონიო დი ნატალეა სრულ მზადყოფნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანელელ მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ. უდინელებს ანტონიო ფლორო ფლორესი აკლიათ, რაზეც ფრანჩესკო გვიდოლინმა წინასამატჩო ბრიფინგზე დაიწუწუნა. თუმცა, "როსონერის" ლაზარეთის შემხედვარე, ფრიულელთა თავკაცს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საწუწუნოდ საქმე.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, ტურინის "იუვენტუსი" "ბოლონიას" სტუმრობს და ბუნებრივია, ეს მატჩიც განსაკუთრებნულ ინტერესს იწვევს. ერთი ეგაა, რომ ბოლონიაში თივლი არ წყდება და არაა გამორიცხული, თამაში გადაიდოს. თუმცა, რადგან ჯერ არ გადადებულა, გუნდების სავარაუდო შემადგენლობაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

ანტონიო კონტეს ერთადერთი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და ისიც მსუბუქად - თუმცა, ეს მსუბუქი ტრავმაა სიმონე პეპეს "ბოლონიასთან" თამაშის საშუალებას რომ არ აძლევს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "იუვეს" შეტევაში ალესანდრო მატრისთან ერთად მირკო ვუჩინიჩი და ემანუელე ჯაკერინი გაირჯებიან. ანუ, ალესანდრო დელ პოერო, ფაბიო კვალიარელა და მარკო ბორიელო თადარიგში დარჩებიან.

რაც შეეხება "ბოლონიას", გუნდი ფრთხილი ტაქტიკით, 4-3-2-1-ით დაუპირისპირდება მრისხანე მეტოქეს და ის ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი მარკო დი ვაიო იქნება. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება, თუ რა თქმა უნდა თოვლმა მოგვცა ამის საშუალება.

"ინტერი" "ნოვარას" უმასპინძლებს და წესით, სამი ქულა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა აიღოს. მართალია, სერია A-ში თამაშის პროგნოზირება უმადური საქმეა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფავორიტი გამოკვეთილია.

"გაძეტას" მტკიცებით, დიეგო მილიტოსთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში მის სეხნიას, ფორლანს ვიხილავთ, რაც შეხვედრას დამატებით ინტრიგას აძლევს - საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ თავს სამხრეთამერიკელები ტანდემში.

რაც შეეხება ჯამპაოლო პაცინის, ჯანმრთელადაა, მაგრამ სათადარიგოთა შორის მოიაზრება. ვნახოთ, როგორ შეუტევს "ინტერი" პაცოს გარეშე.

საინტერესოა ორშაბათის შეხვედრებიც - "ნაპოლი" "კიევოს" მიიღებს და თუ ნეაპოლელები ჯერ კიდევ ფიქრობენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, აუცილებლად სამი ქულა უნდა აიღონ.

"რომა" "სიენას" ესტუმრება, გუნდს, რომელმაც თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ პაექრობაში "ნაპოლი" დაამარცხა. ტოსკანელები ამაღლებულ განწყობაზე არიან, დედაქალაქელებს დამარცხებით ემუქრებიან და ვნახოთ, რამდენად გამოუვათ ეს საქმე.

იტალია. სერია A. XXIII ტური

ლაციო-ჩეზენა 3:2

გოლები: 0:1 მუტუ (13), 0:2 იაკვინტა (32-პენ.), 1:2 ერნანესი (52), 2:2 ლულიჩი (60), 3:2 კოზაკი (62).

გაძევება: კონკო (34. ლაციო).

დღეს:

უდინეზე-მილანი 21.00

დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი, ვან ბომელი (მილანი).

ტრავმა: კოდა, ბარეტო, პინცი, ფლორო ფლორესი - ბოატენგი, ფლამინი, კასანო, იეპესი, აკვილანი, გატუზო, პატო, მერკელი, შტრასერი, ნესტა.

კალიარი-პალერმო 23.45

ტრავმა: სამპაიო, ნენე, ერიკსონი - დელა როკა, ბაჩინოვიჩი, მიკოლი.

ხვალ:

ატალანტა-ლეჩე 18.00

დისკვალიფიკაცია: კინსილი - კაროციერი.

ტრავმა: ბელინი, კაპელი - ბენასი.

კატანია-ჯენოა 18.00

დისკვალიფიკაცია: ბელუში - კონსტანტი, კუჩკა.

ტრავმა: კამპანიოლო, პოტენცა, კაპუანო - ანტონელი, ბოვო, მორეტი, ჯილარდინო.

ინტერი-ნოვარა 18.00

დისკვალიფიკაცია: მაიკონი (ინტერი).

ტრავმა: გუარინი, სამუელი - მარიანინი, მორიმოტო, ლუდი.

პარმა-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: ლაძარი (ფიორენტინა).

ტრავმა: სანტაკროჩე, გალოპა - კროლდრუპი, ხარჯა.

ბოლონია-იუვენტუსი 23.45

ტრავმა: ლორია - პეპე.

ზეგ:

ნაპოლი-კიევო 23.45

დისკვალიფიკაცია: კანავარო (ნაპოლი).

სიენა-რომა 23.45

დისკვალიფიკაცია: დე როსი (რომა).

ტრავმა: ბრკიჩი, ბოლცონი - გაგო, ოსვალდო, ბურდისო, პეროტა.

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 21 12 9 0 33-13 45

2. მილანი 22 13 5 4 43-19 44

3. ლაციო 23 12 6 5 37-24 42

4. უდინეზე 22 12 5 5 33-20 41

5. ინტერი 22 11 3 8 34-29 36

6. რომა 22 10 5 7 36-26 35

7. ნაპოლი 22 7 10 5 36-24 31

8. პალერმო 22 9 4 9 32-32 31

9. ჯენოა 21 9 3 9 31-40 30

10. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28

11. კალიარი 22 6 9 7 20-22 27

12. პარმა 21 7 6 8 27-34 27

13. კიევო 21 6 6 9 17-27 27

14. კატანია 20 5 9 6 23-29 24

15. ატალანტა 21 7 8 6 25-27 23

16. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22

17. სიენა 21 4 8 9 21-22 20

18. ლეჩე 22 4 5 13 22-38 17

19. ჩეზენა 22 4 4 14 15-34 16

20. ნოვარა 21 2 7 12 18-40 13

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები

16 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო