ფუტსალში ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი საქართველოს ჩემპიონმა "იბერიამ" და "თელავმა" ჩაშალეს
ქართულ ფუტსალში დაპირისპირებაში ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მედიატორის როლი იკისრა. მისი ინიციატივით, დაპირისპირებულ მხარეები ერთმანეთს 8 თებერვალს შეხვდნენ.

დაპირისპირებული მხარეების მომდევნო შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციაში 10 თებერვალს გაიმართა და შევიტყვეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი საქართველოს ჩემპიონმა "იბერიამ" და "თელავმა" ჩაშალეს.

"მიზეზი ეს იყო: "იბერიამ" 9 თებერვალს 21:47 საათზე მიიღო ჩემპიონატის რეგლამენტი, საიდანაც შეიტყო, რომ 10 თებერვალს 19:30 საათზე უნდა გაემართა ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი "თელავთან".

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი იყო არა ტიტულიან ქაღალდზე, არამედ ჩვეულებრივ ფურცელზე. ასევე მიიღო რეგლამენტი მისმა მეტოქე "თელავმა". "იბერიამ" მიმართა ასოციაციის გამგეობას, სადაც ეს ხელმოუწერელი დოკუმენტი განვიხილეთ და ვთქვით, რომ ამ რეგლამენტით ჩატარებული ჩემპიონატი ლეგიტიმური ვერ იქნებოდა, გადაწყვეტილება კი კლუბებს გავაცანით.

საკითხის გასარკვევად "იბერიამ" ფედერაციის პრეზიდენტს დღევანდელ შეხვედრაზეც მიმართა. საკმაო ხანი ვისაუბრეთ. ზვიად სიჭინავამ საჭირო კითხვები დასვა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას ორშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს", - ამბობს გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.

"არ ვიცით, ჩემპიონატში რა გუნდები მონაწილეობენ, თამაში როდის ტარდება და ამას გარდა, საწევრო შესატანი ძალიან ძვირია, 5 ათასი ლარი. ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ასეთ ჩემპიონატში მონაწილეობაზე თავი შევიკავეთ.

არადა, "თელასი" ახალი კლუბია, სპონსორობაზე ამხელა კომპანია დავითანხმეთ და წარმოიდგინეთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის რა ძნელი იქნებოდა.

ახლა ჩვენ ფუტსალის ასოციაციის გამგეობისა და ფედერაციის პრეზდენტის ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებას დაველოდებით", - გვითხრა "თელასის" მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა