ქართველმა ცენტრმა "ატლანტას" ორლანდოში მეტად პრინციპული მატჩი მოაგებინა
ზაზა ფაჩულია მატჩის გმირია! ქართველმა ცენტრმა "ატლანტას" ორლანდოში მეტად პრინციპული მატჩი მოაგებინა.

ფაჩულიას საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ მისი გმირობა იმაში მდგომარეობს, რომ დამატებით დროში, როცა საფინალო სირენამდე 10 წამი რჩებოდა, ზაზამ თანაგუნდელ მარვინ უილიამსის აცილებული საჯარიმო მოხსნა და წამებში თავად აღმოჩნდა საჯარიმოს ხაზზე.

ამ დროისთვის "ატლანტა" 1 ქულით იგებდა, ფაჩულიამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 89:87. ორლანდოელებს კი დარჩათ მცირედი დრო და 2 სამქულიანის სროლაც მოასწრეს, მაგრამ მათი შეტევები ქაოტური და უშედეგო აღმოჩნდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 43 წუთი გაატარა. მასზე მეტ ხანს ატლანტელთაგან მხოლოდ ჯოშ სმიტმა ითამაშა, რომელმაც 23 ქულა, 19 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველი ცენტრის სტატისტიკა სმიტისას ვერ უტოლდება, თუმცა ფაჩულიამაც საკმაოდ შედეგიანად და აკურატულად ითამაშა. 6 ოქრულიანიდან ზაზამ 3 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გამოიყენა. საბოლოოდ ფაჩულიამ 9 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა ისე, რომ ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან აღმოსავლეთ კონფერენციაში ამ 2 გუნდის დაპირისპირებას საკუთარი ისტორია აქვს. „ატლანტა“ და „ორლანდო“ პლეი ოფში ხშირად ხვდებიან და სერიაში დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. ამჟამად „ორლანდო“ სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში 1 პოზიციით ჩამორჩება ფაჩულიას გუნდს და ამ შეხვედრის შემდეგ ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა.

„ატლანტას“ 18 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვს და „ორლანდოს“ ძლევის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის გამაერთიანებელ ცხრილში „ინდიანას“ მეოთხე ადგილი წაართვა. მომდევნო გამოცდა ატლანტელებს ზეგ შინ ელით - "ჰოუქსის" მეტოქე დიდი ტრიოს გუნდი - ლებრონ ჯეიმსის, დუეინ ვეიდისა და კრის ბოშის „მაიამი“ იქნება.
www.gbf.ge

negredo
ზაზუნა,აბსოლიტურად გეთანხმები მართლა ამოვიდა ყელში ეს უაზრო ტრაბახი.ფაჩულიამ 43 წუთი ითამაშა და მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო რაც ძალიან ცოტააა ალბათ დამეთანხმებით..ასერომ საამაყო აქ არაფერია..
ზაზუნა
სპორტის და კერძოდ ქართული სპორტის სიყვარულში ბარე ორს შევეჯიბრები,მაგრამ გეყოთ რა ბოლოსდაბოლოს! როდის დავანებებთ თავს უაზრო ტრაბახს. ისედაც იგებდა ატლანტა და ზაზამ როგორღა მოაგებინა. მარტო ამ სტატიის გამო არ ვამბობ, ზოგადად ეგეთი სიტუაციაა.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა