აქამდე საქართველოს ნაკრების არცერთ თავკაცს, ჩვენს ეროვნულ გუნდში სანაკრებო კარიერა მარცხით არ დაუწყია
ესპანეთი-საქართველო 25:18

ესპანეთი (15-9) პელუშონი, ლერუ, სემპერე, გარსია, ასკარა, მელი (ბლანკო 53), რუე. (1-8) პრადალი, აუსკი (ფიპსი), მორენო, პარკერი (ლაიონზი 65), რეკუერდა, ჟიბუენი (როკა 63), როლსი, ვიზენსანი.

3ლ; სემპერე (2), ვიზენსანგი. 2გ,2ს: პელუშონი.

საქართველო (15-9) გიგაური (შკინინი 54), მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, კვირიკაშვილი, აბუსერიძე. (1-8) ნარიაშვილი (მამუკაშვილი 75), მამუკაშვილი (ასეიშვილი 70), შეყლაშვილი (ჩილაჩავა 52), დათუნაშვილი, მიქაუტაძე (ნემსაძე 47), ჩხაიძე, ბერიშვილი, ბასილაია (კალმახელიძე 54).

3ლ: ბასილაია, მაჩხანელი, ჩილაჩავა. ს: კვირკაშვილი.

მსაჯი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია)

საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის სარაგბო სეზონი მარცხით დაიწყო. "ბორჯღალოსნებისგან", მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებთან ერთად დებიუტი ერთბაშად შვიდ მორაგბეს ჰქონდა, წაგებას არავინ ელოდა მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან, რომელსაც შარშან თბილისში 60:0 მოვუგეთ.

ესპანელები რევანშისთვის ემზადებოდნენ. მათი მიზანი მკვეთრად გამოსახული იყო, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ჩვენი გუნდისთვის უნდა მოეგოთ. საამისოდ მადრიდში არსებულ სამხედრო კოლეჯთანაც დაამყარეს ურთიერთობა და გუნდთან ამ დაწესებულების ფსიქოლოგები მუშაობდნენ. ძნელი სათქმელია, რამდენად გაამართლა ამ აქციამ. რადგან მიგვაჩნია, რომ ეს თამაში ესპანეთის ნაკრებს არ მოუგია. ის ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა წააგო.

მიზეზი შესაძლოა ბანალური იყოს - მეტოქის არასათანადოდ დაფასება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მეტოქესაც ისეთი არაფერი გაუკეთებია. სამჯერ საკუთარი ოცდაორმეტერიანი ზონიდან გამოიქცნენ და სამივეჯერ ჩვენი ნაკრების ლელომდე მიაღწიეს.

სამი ლელო საქართველოს ნაკრებმაც გაიტანა. მაგრამ თუ ესპანელთა ფულბეკმა მატიე პელიკონმა ორის გარდასახვა შესძლო, ჩვენ მგეზავ მერაბ კვირიკაშვილს ყველა გაუცუდდა. ერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რაც აქამდე საქართველოს ნაკრებს არ ჰქონია, თუ "მეკოს" დარტყმები არ წაუვიდა, გუნდში სხვა დამრტყმელი არავინაა.

ამ თამაშში ჩვენი გუნდი აქამდე არნახული უდისციპლინობით გამოირჩეოდა. უკვე მესამე წუთზე გარემარბი ალექსანდრე თოდუა გაასინბინეს, მეტოქის მიმართ განზრახ ბინძური თამაშისთვის ანუ შუბური ბოჭვისთვის. იგივე ილეთი პირველი ნახევრის მიწურულს გიორგი ჩხაიძემაც გაიმეორეა. არბიტრმა 10 წუთით ისიც დაასვენა.

ირლანდიელ რეფერის მანამდეც შეეძლო კიდევ ერთი ჩვენებურის გაძევება იგივე დანაშაულისთვის, მაგრამ რამდენიმე წუთით ადრე მასპინძელთა ანალოგიური ქმედება დაუსჯელი დარჩა და ჩვენც დაგვინდო.

არადა, ესპანეთის ნაკრები არ არის ისეთი ძალის გუნდი, მასთან ასეთი, შეიძლება ითქვას, გადამეტებული აგრესია გჭირდებოდეს. ისე გამოვიდა, რომ საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივ უმცირესობაში 20 წუთის განმავლობაში ითამაშა. ეს ესპანელებმა შესანიშნავად გამოიყენეს და სწორედ ამ პერიოდში 15 ქულის მოპოვება შეძლეს.

საკმაოდ გვიჭირდა დაცვაში. მასპინძელთა ფეხმარდ უკანახაზელებს ვერაფერი მოვუხერხეთ. ხოლო თუ იშვიათად, მაგრამ მაინც მოგვეძალებოდნენ მეტოქის მორკინალები, ვჯარიმდებოდით.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშო, რომ ესპანეთის ნაკრებს რაიმე განსაკუთრებული, ჩვენთვის ახალი არაფერი შემოუთავაზებია. უბრალოდ, არცერთი შეცდომა არ გვაპატიეს და დიდი ზეიმიც მოაწყვეს. ცხადია, გასაკვირი არ არის ესპანელებს საქართველოს ნაკრების დამარცხება ასე ძალიან რომ გაუხარდათ. მათ ხომ ის გუნდი დაამარცხეს, რომელსაც მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლის და ელიტურ სარაგბო ქვეყნებთან თამაშის პრეტენზია აქვს.

ძნელია იმის მტკიცება, გამოდგება თუ არა ეს მარცხი გაკვეთილად. მიუხდავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით და საკმაოდ დიდი იყო ტექნიკური წუნი, მატჩის მოგება, თუნდაც თამაშის ასეთი ცუდი ხარისხით, მაინც შეიძლებოდა. ახლა მთავარია, სწორი ანალიზი და სათანადო დასკვნების გამოტანა.

მოდით, თამაშის დეტალებზეც შევჩერდეთ. ესპანელებმა მატჩის დასწყისშივე, მე-3 წუთზე გაგვიჭრეს დაცვის ხაზი. ფულბეკმა მატიე პელიკონმა ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიღო და რომ არა თოდუას შუბური ბოჭვა, ალბათ ლელოსაც გაგვიტანდენ, თუმცა ამჯერად მასპინძლები საჯარიმოს დასჯერდნენ. ის პელიკონმა დაარტყა ზუსტად - 3:0.

თოდუა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ გაასინბინეს. ესპანელებმა ამით ისარგებლეს და სამ წუთში ლელო გაგვიტანეს. ბურთი ფეხით მოედნის ცენტრთან ახლოს ეპანელთა მგეზავმა ჩარლი მელიმ დაჰკიდა, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ჩვენმა მორაგბეებმა იმარჯვეს, თუმცა საბოლოოდ მას მაინც შუამარბი სეზარ სემპერე დაეუფლა და ლელო ალამთან ახლოს გაგვიტანა, პელიკონმა ვერ გარდასახა და უკევ მე-6 წუთისთვის 0:8-ს ვაგებდით.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეტნაკლებად დალაგება მე-10 წუთის შემდეგ შეძლო და მე-15 წუთზე საკმაოდ კარგი, მრავალფაზიანი შეტევა ეფექტური ლელოთი დაასრულა. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ მარცხნივ გრძელ ფრთაზე დროულად შენიშნა უყურადღებოდ მიტოვებული მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია და ბურთი ფეხით გადაუკიდა. ბასილაიას მეტოქე წამოეწია, თუმცა ლელოში მაინც შეაღწია- 5:8. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა, რამდენიმე წუთით ადრე მანვე საჯარიმო ცენტრიდან ასევე უხეიროდ დაარტყა.

ამის შემდეგ, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დამდგარიყო. ორ წუთში მეტოქის ნახევარზე ისევ "ბორჯღალოსნები" უტევდენ, კვირიკაშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა, რომელსაც უმალვე ესპანელთა გარემარბი სებასტიან ასკარა დაეუფლა, რომელიც ადვილად დაუსხლტა ვიზავის ალექსანდრე თოდუას, ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონამდე ირბინა და იქაც ფულბეკი რეზო გიგაური უსაქმოდ დატოვა. მერე ბურთი იქვე მიმყოლ მესამეხაზელ მატიე ვიზენანს გაატანა. მის მიერ გატანილი ლელო პელიკონმა გარდასახა - 15:5.

ანგარიშის შემცირება ჩვენმა გუნდმა ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შესძლო. საჯარიმო კვირიკაშვილმა გაიტანა, თუმცა ორ წუთში, წესის დარღვევისთვის არბიტრმა გიორგი ჩხაიძე გაასინბინა და ისევ კაცნაკლულნი დავრჩით. პელიკონმა საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში ათქულიანი სხვაობა აღადგინა - 18:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები დასაწყისშივე აქტიურად ათამაშდა. 46-ე წუთზე კიდევ ერთი ლელოს გატანის შანსი ბასილაიას მიეცა, თუმცა მან უკან თანაგუნდელს გადააწოდა და ამ ეპიზოდიდან მაქსიმუმ შერკინებას გამოვრჩით. შეტევა შერკინებიდან ისევ ბასილაიამ განაგრძო, რაკიდან ერთი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი ირაკლი აბუსერიძემ აიტაცა და უკან მიმყოლ მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილს აუგდო. "ჩაქუჩა" გუნდის კაპიტნის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა და ბურთი მეტოქის ნადავლი გახდა. ესპანელი უკანახაზელების მორიგი სპრინტი კი მესამე ლელოთი დასრულდა. თავი ამჯერადაც სეზარ სემპერემ გამოიჩინა. პელიკონმა გარდასახა - 25:8.

ანგარიშში 17-ქულიანი სხვაობა მეტისმეტი იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც მატჩის გადარჩენის შანსი მაინც არსებობდა. გუნდის თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლა შეცვლაზე შესულმა გიორგი შკინინმა, რომლის ბურთთან შეხების ლამის ყველა შემთხვევა სახიფათო იერიშით აღინიშნა.

58-ე წუთზე დერეფანი მეტოქის ლელოდან 40 მეტრში მოვიგეთ. ჩხაიძემ ბურთი აბუსერიძეს ჩამოუგდო, რომელმაც მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მესამეხაზელ გივი ბერიშვილს დაარტყმევინა. წარმოქმნილი რაკიდან "აბუმ" ისევ მარცხნივ შკინინს გამოუთამაშა, რომელმაც მაღალი სისწრაფით რამდენიმე მეტრი გაირბინა და კიდევ უფრო მარცხნივ გარემარბი ირაკლი მაჩხანელი ჩართო შეტევაში. მის მიერ გატანილი ლელო კვირიკაშვილმა ისევ ვერ გარდასახა - 13:25.

თამაშის დასრულებამდე 24 წუთი იყო დარჩენილი, რაც 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად სრულიად საკმარისია. "ბორჯღალოსნები" ბევრს ეცადნენ, სათამაშო უპირატესობასაც თითქოს ფლობდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. ესპანელთა ჩათვლის მოედანის მისადგომებთან ოთხწუთიანი იერიში დებიუტანტმა ლევან ჩილაჩავამ დაასრულა. კვირკაშვილმა ამჯერადაც ვერ გარდასახა - 18:25.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრების არცერთ თავკაცს, ჩვენს ეროვნულ გუნდში სანაკრებო კარიერა მარცხით არ დაუწყია, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ყველამ მარცხით დაასრულა.

პორტუგალია-რუსეთი 32:33

პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. გონსალო ფორო, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. კარლ მურეი, 11. ბერნარდო სილვეირა, 10. იანიკ რიკარდო, 9. ფრანსისკო მაგალიაეში. 1. კრისტიან სპაშუკი, 2. მაიკ ტაჯერი, 3. ჟორჯე სგურადო, 4. დავიდ პენალვა, 5. გონსალო უვა, 6. ვასკო უვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ჟუან სევერინო.

16. ვასკოს მარკესი, 17. ფრანსისკო ფერნანდესი, 18. ჟუან მურე, 19. რუი დორეი, 20. ლუის სოუზა, 21. ჟოზე პინტუ, 22. ჯოზეფ გარდნერი.

რუსეთი: 15. ი.კუშნარიოვი, 14. ვლადიმირ ოსტროუშკო, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. დენის სიმპლიკევიჩი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 2. ვალერი ცნობილაძე, 3. ევგენი მატვევი, 4. დენის ანტონოვი, 5. ვლადმირ ბოლტენკოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.

16. გრიგოლ ცნობილაძე, 17. ინოკენტი ზიკოვი, 18. პაველ კვერნაძე, 19. არტიომ ფატახოვი, 20. ალექსანდრე შაკიროვი, 21. სერგეი ტრიშინი, 22. მიხაილ ბაბაევი.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ერთა თასის კიდევ ერთი შეხვედრა. ლისაბონში რუსეთის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით 33:32 მოუგო მასპინძელთა ეროვნულ გუნდს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულისთვის პორტუგალიელები 20:9-ს იგებდნენ. რუსებმა კი იმდენი მოახერხეს, რომ მეორე ნახევარში 33:20 დაწინაურდნენ. პორტუგალიელები ბევრს ეცადნენ თამაში გადაერჩინათ, თუმცა მაქსიმუმი, რაც შეძლეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება იყო. აღსანიშნავია, რომ რუსთა გუნდში სამმა ქართველმა ითამაშა.

კიდევ ერთი შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის უამინდობის გამო გადაიდო.

ერთა თასი 2012

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4

2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4

3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4

4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2

5.საქართველო 1 0 0 1 -7 1

6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 6 5 0 1 +126 23

2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20

3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16

4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15

5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14

6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაბუ
არ შეიძლებოდა 7 ახალი მოთამაშის ერთბაშად მოედანზე გაყვანა.ყველა მწვრთნელმა გაიგო ეს რისი მაქნისიცაა ძირითადი შემადგენლობა,ნუთუ ეს მწვრთნელი ისეთი გაუთვიცნობიერებელია რომ ნახევარი გამოუცდელი შემადგენლობის მოედანზე გაყვანა პროფესიონალ მორაგბეებთან ერთად გაუთვიცნობიერებელი და უაზრო საქციელი იყო.მითუმეტეს პირველი მატჩი თანაც გასვალზე.ახალი მოთამაშეებით გუნდის ჩანაცვლება კაია მაგრამ არა ერთბაშად.ეს უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა და ეტაპობრივად.უკმაყოპილო ვარ ამ მწვრთნელის უაზრო საქციელით.........
tamazi
რაგბის ფედერაციის საიტზეც ვიყავი,არავითარი კომენტარი...პასუხს არავინ იძლევა.საწყენია.
დევიდ აირონს
თამაზი, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. ზუსტად ამაზე ვწერდი ქვემოთ, 4.21-ით გვისწრებს უკვე იტალია... ამას კი ვეღარ დავეწევით, თან იტალია ჩვენგან განსხვავებით, კარგად ათამაშდა....
დევიდ აირონს
თუმცა ნიჟარაძეს რას ვერჩი, ჩვენმა ქართველმა მრჩეველებმა, ჩააგდეს სელექცია... იმ ორმა ილიამ... ჰეიგსაც არა მგონია კარგად სცოდნოდა ამ შემადგენლობიდან ბევრი...
დევიდ აირონს
ზაქო, NATO-ს მეტი ვერაფერი წაიკითხე ჩემს კომენტარში, შე კაი დედმამისშვილო??? თუ მაინცდამაინც "ბიძინა" გინდოდა გეთქვა??? გა....ი ბიძინასაც და მიშასაც, აი ნიჟარაძეს კი მართლაც დაუცდა ფეხი...
kz
ყველამ გაიგო თქვენს გარდა ...ქულების ათვლა ნოლიდან იწყება..აღაარაა საჭირო ორი წლის შედეგების გამოქვეყნება...იმედია ჩვენი ბიჭების კოვზით ნაგროვებ სარეიტინგო ქულებს ერთიანად არ ჩაუშვებენ ეს ჩვენი ექსპერიმენტატორები
zako
დევიდ აირონს, რა უბედურებაა შე კაი დედმამიშვილო, აქაც პოლიტიკა? მაშინ წინადადებით შემოვდივარ- მოვხსნათ ნიჟარაძე და დავაბრუნოთ "ბიძინა", ოღონდ გეგიძე, მოსულა?
tamazi
რაგბის ფედერაციიდან ან მწვრთნელებიდან ვინმემ თუ გააკეთა რამე კომენტარი?მაინტერესებს რითი ხსნიან ამ წაგებას,ისე წაგებასაც გააჩნია,იყო რამე ამგვარი თუ იცით?
BEKA
ბიჭებმა იბრძოლეს და ეს ფაქტია,მაგრამ შეთამაშება აშკარად აკლიათ, სრულად უაზროდ დაკარგული სარეიტინგო ქულები აი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი. მიუღებელია ესეთი სახის ქმედებები, სარეიტინგო0 თამაშების გამოყენება ცდების ჩასატარებლად, ასეთი მაშტაბის გადახალისება დიდი შეცდომა იყო და იმედია აგარ გამეორდება.ძაან მომეწონა შკინინის თამაში, კაია რომ დაბრუნდა, ცარმატებები მინდა ვუსურვო,მას და ყველა იმ მორაგბეს რომელმაც ითამაშა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას რომ ასე აგარ მოიქცნენ.
დევიდ აირონს
tamazi, რა თქმა უნდა ეტყობოდა მწვრთნელის ხელი! (მხოლოდ წაგებაში) ასეთ დროს უაზრო ექსპერიმენტების დრო არაა, მითუმეტეს იცოდნენ, რომ ესპანეთს გაცილებით ძლიერი გუნდი ყავდა, ვიდრე მაშინ როცა 60-0 მოვუგეთ! თანაც წლობით ნაგროვები რეიტინგი და ქულები როცა პირდაპირპროპორციულია შედეგზე, ექსპერიმენტებს არ უნდა მიმართო, ასე უაზროდ... გუნდის გადახალისება (გნებავთ გაახალგაზრდავება) საჭიროა, მაგრამ არა 10 კაცის... შეეცვალა 3-4 გამოცდილი მოთამაშე ახალბედით, თუ წაუვიდოდათ თამაში, შეცვლაზეც შემოეყვანა, 1-2 მოთამაშე... რაც ამდენი წელი ვიწვალეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა... ალბათ, როცა ეს კომენტარი დაიდება, (13:02:2012) უკვე ნათელი იქნება რამდენით დავეცით რეიტინგში... 6 ერი ისევე მიუწვდომელი გახდა 5-6 წლით, როგორც NATO... თუმცა კარი "მუდამ ღიაა"!!!
Jigaro
მწვრთნელს არ შეუძლია ერთ თვეში გუნდს დაცვაში თამაში დაავიწყოს.თაობათა ცვლა გამართლება არაა და რაშიც მართლაც ძლიერები ვართ ეს დაცვაა, რა მოხდა ესპანეთში კარგად გასაანალიზებელია და რატომღაც დარწმუნებული ვარ ეს ერთეული შემთხვევა იქნება. ერთადერთი ეგება ვინმემ გვაცნობოს რატომ არ ითამაშა შკინინმა ძირითადში... არ მახსოვს მაჩხანელს მსგავსი შეცდომები მოსვლოდეს,არადა ამ თამაშის მოგებაც შეიძლებდა.
Gocha
კი მარა იმ შოტლანდიელს რას ერჩოდნენ მშვენივრად მუშაობდა,აუცილებლად ნასკებივით 2 დღეში ერთხელ უნდა ცვალონ მწვრთნელი?
jondi
ძალიან კარგი რომ წააგეს. ცოტა მგონი ტავში ქონდათ ავარდნილი, როფორც მინიმუმ უფროსობას მაინც. ნიჟარაძე რომ გამოდიოდა და გუშინდელ დღეს ეძახდა ჩვენს მოწინააღმდეგეებს მაგ ტურნირში სულაც არ იყო ლამაზი. ახალ მევრთნელს სულ 10 დღე ჰქონდა, ამიტომ რატომ უნდა ვაგინოთ არ მესმის. მოკლედ, ძალიან კარგია რომ წააგეს, იმედია ცოტა რეალობს დაუბრუნდებიან და ასევე, ახალი მწვრთნელის ხელიც დაეტყობათ მალე.
BERI
მწვრთნელის გამოცვლა ქირურგიული ოპერაციასავითაა:სულ სხვა მიდგომა, მანერა და აზროვნება. ამიტომ პირველი მარცხი მოსალოდნელიც კი იყო. ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანელები განსაკუთრებით პირველ ნახევარში, ჩვენზე სწრაფებიც იყვნენ და გასაკეთებელი სწორედ მაშინ გააკეთშ.ღმერთმა ჰქნას,ამ გაუცხოებამ მალე გაიაროს. დამშვიდდით!
levanchika
ბატონო მილტონ ჩვენთვის რაგბი ნომერ პირველ სპორტად იქცა და ძალიან გთხოვთ დაანებოთ თავი სისულეებს, ესპანეთან არ უნდა ვაგებდეთ, ესეიგი ჯგუფის ყველა გუნდთან სათუოა ჩვენი მოგება? პორტუგალია, რუსეთი, რუმინეთი, გაცილებიტ უფრო ძლიერი გუნდებია ვიდრე ესპანეტი.
vaja
paata ჩემი, როგორც გულშემატკივრის თხოვნა არის, რომ მორაგბეების კაცობას ასე ადვილად ნუ გააკრიტიკებ, ამდენი წელია ვაჟკაცურად თამაშობენ და ერთი მატჩის გამო ნუ ვუსაყვედურებთ.
shako
დროზე გაათრიეთ ეს ჰეიგია თუ ვიღაც სანამ ბოლომდე არ დავუღუპივართ
დავითი
ჭკუის სასწავლებლად ურიგო არ იყო... ეს თამაშს არა და ვარჯიშს უფრო წააგავდა. გულშემატკივარზე ეტყობა არავის უფიქრია. დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ ასე თუ გააგრძელეს, მეორე თამაშზე უკვე გვიანაც იქნება!!!
tamazi
მწვრთნელის ხელი ოდნავ მაინც თუ იგრძნობოდა ვინმემ თქვით,თორემ არც ვიცი რა ვიფიქრო,ეს რა თამაში იყო ვერ გავერკვიე.ძალიან ცუდად ითამაშა გუნდმა.
paata
პეხბურტს ხომ უტირეტ დედა/ ეხლა რაგბიც ცალეკეტ,ფუი შევარცხვინე რეგბისტები მაგატაც დაკარგეს კაცობა
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!