ქართველმა ფორვარდმა 31 წუთი ითამაშა და 15 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 2 პასი დააგროვა
იტალიის ჩემპიონატში შაბათ საღამოს ქართველებს უნდა ეთამაშათ, თუმცა მოედანზე გასვლა მხოლოდ ვიქტორ სანიკიძეს მოუხდა და მის გუნდსაც უხეირო ამბავი შეემთხვა.

რაც შეეხებათ მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, მათ იმ მიზეზით არ ითამაშეს, რომ "კანტუსა" და "სკავოლინის" დაპირისპირება გაურკვეველი დროთ გადაიდო.

სანიკიძის გუნდი მართალია სტუმრად დამარცხდა, მაგრამ გამართლება მაინც ვერ ექნება, რაკი სერია A-ს აუტსაიდერ "ვანოლის" ხვდებოდა.

კრემონეს გუნდს მიმდინარე გათამაშებაში 19 თამაშიდან 14 მარცხი ჰქონდა, თუმცა ლიდერთა შორის მყოფ "კანადიან სოლარს" მედგრად დაუხვდა და საბოლოოდ დაამარცხა კიდეც - 83:80.

ქართველმა ფორვარდმა კარგად ითამაშა, თუმცა თავის საშუალო მაჩვენებლები ვერ შეასრულა. მიმდინარე სეზონში სანიკიძე ორმაგ დუბლს აგროვებს, რის შესრულებამდეც მას ერთი მოხსნა დააკლდა.

ვიქტორი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთს ითამაშა. იგი ახლო მანძილიდან შეუცდომლად უტევდა კრემონელთა კალათს და 4 ცდიდან 4 ბურთი ჩააგდო. შორიდან კი 6 ტყორცნიდან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 7-ში 4. საბოლოოდ მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება დაგროვდა.

სანიკიძეზე უკეთესი შედეგი ბოლონიელთაგან პეტერი კოპონენმა დააფიქსირა - 17 ქულა, 8 მოხსა, 4 პასი. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ჯონათან ტაბუმ ულიდერა, რომელსაც ბელგიის ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. მისმა მონაგარმა 22 ქულა და 6 პასი შეადგინა.

ამ წაგებამ ბოლონიელები ცხრილში ჯერჯერობით ვერ დახია. სანიკიძის გუნდი 12 მოგებითა და 8 მარცხით კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება, მაგრამ დღეს ის გუნდები თამაშობენ, რომლებსაც "კანადიან სოლარის" წამოწევის შანსი აქვთ: "ვენეცია", "აველინო" და ნიკა მეტრეველის "დინამო სასარი".

რაც შეეხებათ ბოლონიელებს, მათ მომდევნო შეხვედრა 26 თებერვალს, შინ "ტერამოსთან" აქვთ. მანამდე კი იტალიის თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა