სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სოხუმელებმა თსსუ 87:68 დაამარცხეს
სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის მორიგ მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ერთმანეთს თსსუ და "სოხუმი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სოხუმელეთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს 87:68 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც "სოხუმმა" მცირე უპირატესობით, 34:30 იმარჯვა.

მატჩის მეორე ნახევარში"ზღვისპირელები" გააქტიურდნენ, მეტოქეს შანსი არ დატოვეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - მეოთხე მეოთხედის მე-3 წუთზე სოხუმელები წინ 61:48 გავიდნენ, ხოლო მატჩის დასრულებამდე 4:24 წამით ადრე, ანგარიშით 71:55 დაწინაურდნენ. სამედიცინოს გუნდმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მორიგი მარცხი განიცადა.

"სოხუმის" შემადგენლობაში საუკეთესო ლაშა ფარღალავა აღმოჩნდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა - 28 ქულა, 13 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა. ორმაგი დუბლი მიითვალეს აგრეთვე ლევან ფაცაციამ (21 ქულა, 10მოხსნა) და ვახტანგ ქადარიამ(10 ქულა, 10 მოხსნა).

თსსუ-ს რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა აკაკი დვალიშვილმა დააგროვა, ხოლო 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ნემანია ილიჩის ანგარიშზეა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თსსუ-სა და სოხუმის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი):"მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და აღვნიშნავ, რომ არ ყოფილი ისეთი იოლი მატჩი, როგორც ეს შესაძლოა რეზულტატიდან ჩანდეს. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა თანაბარი თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ მხოლოდ მესამე მეოთხედში ვითამაშეთ კარგად, რამაც შესაძლებლობა მოგვცა დიდი სხვაობით დავწინაურებულიყავით".

კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი):"პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, თუმცა არ გვეყო იმის რესურსი, რომ "სოხუმი" დაგვემარცხებინა. შეგვეძლო მოგვევგო კიდეც ეს თამაში, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით. გუნდის ყველა მოთამაშეს ვაფასებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ არ გვყავს ცენტრისა და გამთამაშებლის სრულფასოვანი შემცვლელი. ნემანია ილიჩი 4 ნომერი, ხოლო აკაკი დვალიშვილმა დღეს ფეხის ტრავმა მიიღო . აკაკის ტრავმას, რა თქმა უნდა, არ დავაბრალებ დღევანდელ წაგებას, თუმცაღა ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო მატჩი იქნებოდა. ჩვენ არც ისეთი სუსტი გუნდი ვართ, რომ ნებისმიერ გუნდს უბრძოლველად დავნებდეთ და არც ისეთი ძლიერი, რომ ყველა გუნდი დავამარცხოთ".

ლაშა ფარღალავა (სოხუმი):"სამედიცინო არ არის სუსტი გუნდი და მას შეუძლია აქვს იმის პერპექტივა და რესურსი ყველა გუნდის დაამარცხოს. შესაძლებელი იყო ისიც, რომ ანგარიში პირიქით ყოფილიყო. მივულოცავ ჩემს გუნდა ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ".

გიგა კვეტენაძე (თსსუ):"ბევრი ბურთი დავკარგეთ. შეცდომები გქვონდა დაცვაშიც, რაც "სოხუმმა" არ გვაპატია და დაგვამარაცხა".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა