სინქრონულ ხტომებში ჩვენებმა გადამწყვეტ ეტაპზე 348 ქულით მე-7 ადგილი დაიკავეს
გერმანულ როსტოკში წყალმხტომელთა საერთაშორისო დღე ორმოცდამეჩვიდმეტედ აღნიშნეს. გრან პრის გათამაშებაში 28 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოდან - ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი (მწვრთნელი - საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ირაკლი ბართაია).

ასპარეზობის პირველ დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 37 მეტოქესთან პაექრობაში ჭანტურია 12 საუკეთესოში, ანუ ფინალში მოხვდა.

სინქრონულ ხტომებში ჩვენმა ბიჭებმა გადამწყვეტ ეტაპზე 348 ქულით მე-7 ადგილი დაიკავეს. რომ არა მსაჯების მიკერძოება, შესაძლოა, მეხუთე ადგილზე გასულიყვნენ, რადგან კანადელებმა ქართველებს ორი, ნორვეგიელებმა კი სამი ქულით გაუსწრეს.

"შეგირდების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. არბიტრებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, შედეგები უკეთესი იქნებოდა. ასპარეზობის მთავარმა მსაჯმა ფრანს კონებერგმა მითხრა, პატარა ქვეყნის წარმომადგენლები ხართ, არბიტრები კარგად არ გიცნობენ და შემთხვევითობა რომ გამორიცხონ, თითოეულ ნახტომს მკაცრად აფასებენ.

სხვა შეჯიბრებებში, დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგები გექნებათო", - გვამცნო ირაკლი ბართაიამ როსტოკიდან.

პირველ-მესამე ადგილები მასპინძელთა, უკრაინელთა და ავსტრალიელთა დუეტებმა გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო