ჟურნალისტთა პაექრობაში პირველობისთვის ბრძოლაში რამაზ გურგენიძემ პირველობა არავის დაუთმო
ქართველ მოჭადრაკე ქალთა კოჰორტაში, ვინაც შორს გაიტანა ჩვენი ქვეყნის სახელი, გახლავთ ნანა იოსელიანი - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი, დაფნის გვირგვინისთვის ფინალური მატჩების ორგზის მონაწილე (1988 წელს მაია ჩიბურდანიძესთან დამარცხდა - 7,5:8,5, 1991-ში კი ჩინელ სიუ ჟუნს დანებდა - 2,5:8,5).

სახელოვან ქართველ დიდოსტატს გუშინ 50 წელი შეუსრულდა. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ბლიცტურნირი მოაწყო ნანა იოსელიანის თასზე მოჭადრაკე ქალებისა და მასმედის წარმომადგენლებისთვის. მანდილოსნებში მოასპარეზეთა შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრები - ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ასევე, დიდოსტატები - სოფიო გვეტაძე, ნინო ბაციაშვილი, სოფიკო გურამიშვილი, თამარ წერეთელი, მაკა ფურცელაძე, თამარ ხმიადაშვილი, სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები - ქეთი წაწალაშვილი და მარიამ დანელია. სულ26 მოჭადრაკე.

შვიდი შესაძლებლიდან 6 ქულით პირველი ადგილი სოფიო გვეტაძემ დაიკავა. მთავარი პრიზის მფლობელს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნინო ხურციძე, რომელსაც მეორე ადგილი ხვდა. 5-5 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეხუთე ადგილები ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სოფიო გურამიშვილმა გაინაწილეს.

ჟურნალისტთა პაექრობაში პირველობისთვის მასმედიის 10 წარმომადგენელი იბრძოდა შვეიცარიული სისტემით. შვიდი შეხვედრიდან ხუთი მოიგო და ორი ყაიმით დაასრულა რამაზ გურგენიძემ ("პალიტრა" მედია). 6 ქულით მან ყველას აჯობა. 5,5-5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილები ზაქრო ინწკირველმა ("რუსთავი-2") და თენგიზ ჩობანიძემ ("მსოფლიო სპორტი") გაიყვეს.

გამარჯვებულები და პრიზიორები სპეციალური თასებით და ფასიანი საჩუქრებით ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

merab peikrishvili
რამაზ, გილოცავ, ძალიან გამიხარდა. თუ ამ კომენტარს ნახავ, merpei@mail.ru-ზე მომწერე ტელეფონის ნომერი და დაგირეკავ. მერაბი ვარ, ყოფილი კოლეგა კროსვორდებიდან
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა