ინდორ ჰოკეის საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, 5 გუნდი მონაწილეობდა
ინდორ (დარბაზის) ჰოკეის საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, 5 გუნდი მონაწილეობდა.

პირველობისთვის აჭარის, ლანჩხუთის, აბაშისა და ქუთაისის ორი გუნდი იბრძოდა. უამინდობის გამო, ქუთაისში ჩასვლა ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოაკლდა "ოზურგეთი".

ჯგუფური ეტაპისა და ნახევარფინალების შემდეგ III-IV ადგილებისთვის ერთმანეთს "ქუთაისი-2" (12-ე სპორტსკოლის გუნდი) და "აბაშა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

ფინალურ მატჩში კი "ქუთაისმა" "აჭარას" 4:1 სძლია და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონატის დახურვაზე საქართველოს ჰოკეის ფედერაციამ 2011 წლის საუკეთესო ჰოკეისტები სოსო კუხიანიძე და გიორგი სვანიძე (ორივე _ "ქუთაისი") დააჯილდოვეს. "წლეულს ინდორ ჰოკეიში ევროპის ჩელენჯ ქაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ მალათიაში ჩატარდება, პირველად საქართველოს ღირსებას აჭარის ჰოკეისტთა გუნდი დაიცავს.

იმედი გვაქვს, რომ აჭარის ხელმძღვანელობა გუნდის კარგად მოსამზადებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს და ევროსარბიელზე "აჭარა" ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს"-აღნიშნა ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ თევდორაძემ. მისივე თქმით, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 24-26 თებერვალს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

წლეულსვე პირველად საქართველოს 16 წლამდელ ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრები გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის პირველობაში, რომელიც საფრანგეთში 4-8 ივლისს ჩატარდება. ნაკრებები "ქუთაისისა" და "აჭარის" ბაზაზე დაკომპლექტება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა