საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში დაპირისპირებას წერტილი 13 თებერვალს, სფფ-ს აღმასკომის სხდომაზე უნდა დაესვას
ვახტანგ ქორიძე აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან შარშან გადადგა. თუმცა ის კვლავ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრად რჩებოდა.

ახლა თავად გადაწყვიტა აღმასკომიდან გამოსვლა, ფეხბურთის ფედერაციის სამდივნოში შესაბამისი განცხადება შეიტანა და საკითხის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე განხილვა სთხოვა.

"გასული წლიდან აჭარის ავტონომიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ ვარ, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი აღმასკომის წევრის სტატუსით სარგებლობა მიუღებლად მიმაჩნია. აჯობებს, აღმასკომში აჭარის წარმომადგენელი შევიდეს. იქ არ ვარ და ადგილი ტყუილად რატომ უნდა დავიკავო", - გვითხრა ქორიძემ.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა კი 13 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის გენერალური სამდივნოს ინფორმაციით, უნდა დაამტკიცონ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელთა დანიშვნები.

წყალტუბოს "სამგურალისთვის" საკუთრების ფორმის შეცვლა სურთ, რაც ფედერაციის აღმასკომმა უნდა დაადასტუროს. ამიტომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფედერაციას წერილი გაუგზავნა და საკითხის განხილვა სთხოვა.

სოხუმის "აეტმა" კი ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში იმდენი ახალი ფეხბურთელი მიიწვია, საგაზაფხულო ეტაპისთვის განაცხადში ბევრის დამატება მოუწევს. საქმე ისაა, რომ დებულების მიხედვით, განაცხადში 30 მოთამაშეზე მეტის შეყვანის შემთხვევაში, პირველი ლიგის გუნდი ვალდებულია თითოეულ ფეხბურთელზე 300 ლარი გადაიხადოს, "აეტს" კი ძველების ჩათვლით, 36 მოთამაშე ჰყავს და აღამსკომისგან შეღავათს ითხოვს.

აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური საკითხი დადგება გორის "დილას" წინაშეც, რადგან პირველი წრის შემადგენლობიდან ბევრი გაუშვეს და ბევრიც დაიმატეს. უმაღლეს ლიგაში კი 30 მოთამაშეზე მეტის გაცხადებისთვის გუნდმა ყოველ ახალ წევრზე 500 ლარი უნდა გადაიხადოს.

და ბოლოს: 13 თებერვალსვე, ალბათ, ფუტსალის ასოციაციაში არსებულ დაპირისპირებასაც წერტილი დაესმება. ცნობილია, რომ ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრები პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ. მათ წერილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გამოეხმაურა და გადაწყვეტილების მიღებას დღეს აპირებს.

სავარაუდოდ, ყრილობის ჩატარებამდე კი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა შეითავსებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა