ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან გულორდავა - ქართველი უკრაინული პასპორტით

ლევან გულორდავა - ქართველი უკრაინული პასპორტით

"უკრაინაში გავიზარდე და უკრაინელების მადლიერი მუდამ ვიქნები, მაგრამ თამაში საქართველოს ნაკრებში მინდა"
ამას წინათ ვწერდით, რომ უკრაინის პრემიერლიგის გუნდში უცნობი ქართველი, ლევან გულორდავა გამოჩნდა. უკრაინის მოქალაქის, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ გვითხრა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ "ოლექსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ ბურიაკმა დატოვა და მალე კონტრაქტს გააფორმებსო.

ეს ბიჭი რომ ყოფილიყო რომელიმე მეორეხარისხოვან საფეხბურთო ქვეყანაში, ცხადია, ამბავს ყურიდან ყურში გავატარებდით, მაგრამ უკრაინის პრემიერლიგა სახუმარო დონე ნამდვილად არ არის.

დავინტერესდით, შემტევ ნახევარმცველს მივაკვლიეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რუსულად ვილაპარაკებ. რაც უნდა იყოს, საქართველო პატარა ასაკში დავტოვე და რუსულად ლაპარაკი უფრო მიადვილდება.

- "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტი თუ გააფორმე?

- კონტრაქტს 7 თებერვალს ხელი მოვაწერე და 8-ნომრიანი მაისურის აღება მსურს. თუმცა, ჯერ ნომრის ამბავი გადასაწყვეტია.

- კონტრაქტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია რატომ არ გავრცელდა?

- რატომღაც, უკრაინაში ასეა, კონტრაქტს კი აფორმებენ, მაგრამ ინფორმაციას მოგვიანებით ავრცელებენ. მაგალითად, ახლახანს განაცხადეს ერთი ჩემი ნაცნობი ფეხბურთელის ამბავი, რომელიც "ოლექსანდრიაში" ორი კვირის წინ ჩაირიცხა.

ეტყობა, პრესსამსახურს გვიან აფრთხილებენ. ფაქტია, რომ კონტრაქტი გავაფორმე.

- გუნდში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ ბურიაკმა მიგიწვია თუ "კარპატში" გადასულმა ვლადიმერ შარანმა?

- ბურიაკმა მიმიწვია. ეს ამბავი დეკემბერში მოხდა. მაშინ წინადადება მქონდა ბელგიიდან. მაგრამ თამაში უკრაინაში მინდოდა და როდესაც ასეთმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა მწვრთნელმა დამირეკა, ჩვენთან ითამაშეო, არც დავფიქრებულვარ - ერთ საათში მანდ ვიქნები-მეთქი.

თურქულ შეკრებაზე გოლი გავიტანე, საგოლე გადაცემებიც მქონდა და ბურიაკმა მითხრა, დამაინტერესე და გუნდში იქნებიო. მისი ნდობა ორმაგად მახარებს, რადგან დიდი ფეხბურთელი იყო, მეც მის პოზიციაზე ვთამაშობ და რადგან მენდო, გამოდის, ჩემში რაღაც დაინახა. დიდი იმედი მაქვს, მისი ხელმძღვანელობით თამაშს მოვუმატებ.

- როგორ მოხვდი უკრაინაში.

- 11 წლამდე ზუგდიდს "ლაზიკაში" ვვარჯიშობდი. მამა დნეპროპეტროვსკში მუშაობდა, ზუგდიდში ჩემი დატოვება არ უნდოდა და წამიყვანა. მაშინვე ძლიერ სკოლაში - "დნეპრ 75"-ში ჩავირიცხე, რომელსაც უკრაინაში გამორჩეული სახელი აქვს, ყველამ იცის, რომ იქ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს ზრდიან.

14 წლისა კიევის "დინამოს" სელექციონერებმა შემნიშნეს და გადამიყვანეს. მაგრამ მიზეზთა გამო მითხრეს, "არსენალში" გიჯობს გადასვლა, იქ უფრო გათამაშებენო.

მართალიც იყო, უკრაინელი არ ვიყავი, ასეთებს კი "მეთოფეები" უფრო ადვილად იღებენ და მივხვდი, დიდ ფეხბურთში მოხვედრა "არსენალიდან" უფრო გამიადვილდებოდა.

მართლაც, იქ მეტ ყურადღებას ვგრძნობდი, ხელისგულზე მატარებდნენ, მიქირავეს ბინა და მათ უფრო ვჭირდებოდი, ვიდრე "დინამოს". პასპორტიც სწრაფად მომცეს და შემიძლია ვთქვა, რომ "არსენალის" გაზრდილი ვარ.

16 წლიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვვარჯიშობდი. უკრაინის თასის მერვედფინალში პირველი ლიგის ჩერნოვცის "ბუკოვინასთან" 10 წუთიც მათამაშეს, მაშინ მწვრთნელი ბარანოვი იყო. კარგად მახსოვს, ბოლო წუთზე ჯარიმა "გამოვიმუშავე", გოლი გავიტანეთ და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.

- "არსენალის" ვებგვერდზე წავაწყდით ფრაზას - იყო დრო, გულორდავას "არსენალის" დუბლშემადგენლობის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს ეძახდნენო. მაგრამ გუნდში კარიერა ვერ აეწყო.

- თასის იმ მატჩის შემდეგ სულ ძირითად გუნდში ვიყავი, ჩემს შანსს ველოდი, მაგრამ არა და არ მათამაშებდნენ, დრო კი გადიოდა და ასე თუ გაგრძელდებოდა, დიდ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კი სათამაშო პრაქტიკა ყველაფერია.

მერე წავედი სამარის "კრილია სოვეტოვში" გასინჯვაზე, მაგრამ არ დამტოვეს და მივაკითხე ხარკოვის "მეტალისტს", სადაც დუბლებში ამიყვანეს. ცოტა ხნით

საქართველოშიც ვითამაშე, მაგრამ 2010 წელს უკრაინაში დავბრუნდი და ნახევარი სეზონი მეორელიგელ ჩერნიგოვის "დესნაში" გავატარე. ამის შემდეგ იყო კიროვოგრადის "ზირკა", საიდანაც მიმიწვიეს "ოლექსანდრიაში".

- საქართველოში როდის და რომელ გუნდში ითამაშე?

- "მეტალისტში" თამაშის დროს ფეხი მოვიტეხე. შინ ყოფნა და ფორმის აღდგენა მჭირდებოდა და ზუგდიდში დარჩენა ვამჯობინე. 2010 წელს "ბაიაში" იჯარით გამიშვეს. მაგრამ დუბლებში ვთამაშობდი. სხვათა შორის, ბიძაჩემმა ვალერი გულორდავამ ზვიად სიჭინავასთან ერთად დაიწყო "ბაიას" სკოლისა და გუნდის განვითარება. დუბლებში მუშაობდა და დღეს ცნობილი ბევრი მოთამაშის გაზრდაში მონაწილეობდა.

მერე ფორმა აღვიდგინე, გუნდს მადლობა გადავუხადე და "მეტალისტში" დავბრუნდი. დეკემბერში კი "ოლექსანდრიაში" მიმიწვიეს და ასე მოვხვდი ბურიაკთან.

- უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში გითამაშია?

- მქონდა შანსი, რადგან კიევის ოლქის ნაკრებში ვთამაშობდი, რომელიც უკრაინის ნაკრების საბაზო გუნდი იყო და მიმიწვიეს კიდეც. მაგრამ მიზეზთა გამო არ მითამაშია.

- საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე გიფიქრია?

- უკრაინაში ვარ გაზრდილი, ძალიან კარგი ხალხია და მუდამ მათი მადლიერი ვიქნები, მაგრამ ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაში მინდოდა. ეგაა, დაბალ ლიგაში ყურადღებას არავინ მომაქცევდა. მაგრამ ახლა პრემიერლიგის გუნდში მოვხვდი, საიდანაც ნაკრებში დათო თარგამაძე აიყვანეს.

თუ კარგად ვითამაშებ, იმედია, მწვრთნელთა ყურადღებას მეც დავიმსახურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• maci

წარმატებებს გისურვებთ ლევან.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე