შოთა არველაძე თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას შეუდგა. საზაფხულო პაუზის შემდეგ მან გუშინ პირველად შეკრიბა გუნდი. "ქაისერისფორში" გუშინ დილით სამედიცინო შემოწმება იყო, საღამოს კი შოთამ მსუბუქი წვრთნა ჩაატარა. არველაძის გუნდი ერთი გამონაკლისის გარდა სრული

შოთა არველაძე თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას შეუდგა. საზაფხულო პაუზის შემდეგ მან გუშინ პირველად შეკრიბა გუნდი. "ქაისერისფორში" გუშინ დილით სამედიცინო შემოწმება იყო, საღამოს კი შოთამ მსუბუქი წვრთნა ჩაატარა. არველაძის გუნდი ერთი გამონაკლისის გარდა სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. თურქული ვებგვერდების ინფორმაციით, ახალწვეული მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ქაისერელებს ამ დღეებში შეუერთდება.

"ბოლო სეზონს თუ არ ჩავთვლით, უკანასკნელი წლების განმავლობაში "ქაისერისფორი" მოწინავე 5-6 გუნდს შორის იყო. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავარძელოთ. ზაფხულის პაუზისას გუნდში არაერთი ცვლილება მოხდა. რამდენიმე მოთამაშე წავიდა, ფეხბურთელები დავიმატეთ და გვინდა, კიდევ გავძლიერდეთ. ჩემი მიზანია კარგად შეკრული და წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი ჩამოვაყალიბო", - აღნიშნა შოთამ თურქულ პრესასთან საუბარში.

ჟურნალისტები ახალ მწვრთნელსა და მის პირველ სამუშაო დღეზე კლუბის სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას აზრითაც დაინტერესდნენ. ჰურმამ აღნიშნა, რომ შოთა არველაძის დიდად ემედება და სჯერა, რომ ახალ სეზონში "ქაისერი" მოწინავე ხუთეულში დაიმკვიდრებს ადგილს.

არველაძემ პირველივე სამუშაო დღეს გუნდის კაპიტანი დანიშნა. ეს პატივი შემტევ ნახევარმცველ მეჰმეთ ერენს ერგო, რომელიც ბოლო 3 წელია "ქაისერისფორში" ასპარეზობს და 89 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

თურქული ვებგვერდების მიხედვით, არველაძე ჯერაც არ კარგავს იმედს, რომ გლაზგოს "რეინჯერსიდან" შოტლანდიის ნაკრების თავდამსხმელ კრის ბოიდს გადაიბირებს. შეგახსენებთ, რომ ბოიდის აყვანა "ბირმინგემს", "ბლექბერნს", "მიდლსბროსა" და თურქულ - "ბურსასფორსა" და "ანკარაგიუჯუს" უნდათ. არველაძე მზად არის შოთლანდიის ნაკრების ფორვარდს კერძო თვითმფრინავი გაუგზავნოს, თუ ის ქაისერში კონტრაქტზე ხელმოსაწერად ჩავა.

"კრის ბოიდს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ჩვენ მას ჩინებული ფინანსური პირობები შევთავაზეთ, რითაც უკმაყოფილო ნამდვილად არ არის. ბოიდის აგენტსაც ვესაუბრე, ის და მისი კლიენტი ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილნი არიან. აგენტმა საუბარში თურქეთამდე გადამღლელი მგზავრობა ახსენა. თუ კრის ბოიდი ჩვენს გუნდში თამაშს გადაწყვეტს, მაშინ შეგვიძლია მას გადაჯდომებით გადამღლელი მგზავრობა თავიდან ავაცილოთ. თუ ბოიდი მზად არის ჩვენს კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად, ჩვენ მზად ვართ კერძო თვითმფრინავი გავუგზავნოთ ქაისერში ჩამოსაფრენად. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ თუ კრის ბოიდი ხელშეკრულებას გააფორმებს. თუ არა და თურქეთში მხოლოდ ვითარების გასაცნობათ თვითმფრინავის გაგზავნა ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა", - აღნიშნა შოთა არველაძემ ევენინგტიმეს.ცო.უკ-სთან კომენტარში.

დავით ცაბაძე

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა