სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს ალესანდრო ნესტა, მატიო ფლამინი, კევინ პრინს ბოატენგი და ალეშანდრე პატო დაუბრუნდებიან
"მილანის" სავსე ლაზარეთის შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია და აი, დადგა დრო, როდესაც ამ ლაზარეთის დაცარიელების, უფრო სწორად კი შეთხელების შესახებ უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეიდან სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს "მილანის" ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი დაუბრუნდება: ალესანდრო ნესტა, მატიო ფლამინი, კევინ პრინს ბოატენგი და ალეშანდრე პატო.

ამ ამბავმა გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ძალიან გაახარა და უმჯობესია, სიტყვა მას გადავცეთ:

"ამ ოთხი ფეხბურთელის სახით, კოლოსალური ძალა დაგვიბრუნდა და ამან უზომოდ გამახარა. ლაზარეთში კიდევ არაერთი ფეხბურთელი რჩება და იმედი მაქვს, ისინიც მალე ჩაებმებიან საწვრთნელ პროცესში.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ ოთხეულს, მათ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის ვამზადებთ და შესაძლოა, სერია A-ს მომდევნო ტურში მონაწილეობა ვერ მიიღონ. ყოველ შემთხვევაში, მათი ჯანმრთელობის გარისკვას არ ვაპირებთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა