"ინტერის" მორიგმა მარცხმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია
"ინტერის" მორიგმა მარცხმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან მილანურმა გრანდმა ჩემპიონატის აუტსაიდერთან წააგო და თანაც, საკუთარ მოედანზე.

"ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში "ნოვარამ" მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგო და იქიდან ორი "ინტერთან" - ამის შესახებ, ტიფოზები სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ და კლუბის პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მასიმო მორატი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს, აი კლაუდიო რანიერიმ კი "რაი სპორტს" ინტერვიუ მისცა და შემდეგი განაცხადა:

"საკუთარ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ არის მიზეზები, რის გამოც გუნდს სტაბილურად ასპარეზობა უჭირს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობაა და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა.

ზაფხულში, გუნდი სამუელ ეტო'ომ დატოვა და ფაქტია, რომ მისი ღირსეული შემცვლელი გუნდში არ გამოჩენილა. წავიდნენ გორან პანდევი და დავიდე სანტონი, უნივერსალური თვისებების ფეხბურთელები, რომლებსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ ასპარეზობა, ამ ყველაფერს კი ტიაგო მოტას საფრანგეთში გადაბარგებაც დაემატა.

ამ დროს, ჩვენ მხოლოდ ფრედი გუარინი დავიმატეთ, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ გუნდთან ადაპტაციის პერიოდიც არ გაუვლია. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია შედეგებზე და ეს არ უნდა გვიკვირდეს".

მართალია, რანიერის მორატი არ უხსენებია, მაგრამ მისი ეს გამოსვლა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის და შესაბამისად, პრეზიდენტის პირდაპირი კრიტიკა გახლდათ.

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რთულ მდგომარეობაშია, უდიდეს წნეხშია მოქცეული და როგორც ჩანს, თავდაცვის ასეთი სტრატეგია აირჩია - ვნახოთ, რას მოუტანს რანიერის ეს ყველაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rati001
ინტერი მაგრად მევასება და რაღა მაინცდამაინც ეს დაუნიშნეს.. მტელმა მსოფლიომ იცის რომ ეს კაცი არის ლუზერი (მაურინიომ დაარქვა თავის დროზე) მორატის თვალები მართლა ტრ...ში აქვს თუ რა ხდება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა