კალიფორნიული გრანდი მზად არის კონტრაქტი ვეტერან ალენ აივერსონს დაუდოს
"ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, გადაიფიქრა გილბერტ არენასის გაფორმება და ახალ ტრანსფერზე გადაერთო.

კერძოდ, კალიფორნიული გრანდი მზად არის კონტრაქტი დაუდოს ვეტერან ალენ აივერსონს, ოღონდ იმ პირობით, რომ ლიგის ყოფილი MVP თავდაპირველად D-ლიგაში ითამაშებს პრაქტიკის დასაბრუნებლად.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში აივერსონის აგენტი პუერტო რიკოს კლუბებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. აივერსონის ბოლო კლუბი თურქეთის "ბეშიქთაში" იყო.

"ბოსტონის" ფორვარდი ბრენდონ ბასი 10-14 დღეს გამოტოვებს მუხლის დაზიანების გამო. კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მან ტრავმა 3 თებერვალს "ნიუ იორკთან" მატჩში მიიღო და შემდეგ დაზიანება "ტორონტოსთან" შეხვედრაში გაიმიზეზა.

"ვიცოდით, რომ ბრენდონს მუხლი აწუხებდა, მაგრამ "ტორონტოსთან" მატჩის შემდეგ მან არაფერი გვითხრა. ახლახანს დამირეკა კლუბის ექიმმა და განაცხადა, რომ ბრენდონი ვერ შეძლებს თამაშს. ეს ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა", - განაცხადა "ბოსტონის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა.

"დენვერ ნაგეტსის" ყოფილმა მცველმა ჯეი არ სმიტმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან". ეს კალათბურთელი ლოკაუტის პერიოდში ჩინეთის ლიგაში თამაშობდა და ახლახანს თავისუფალი აგენტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის "კლიპერსმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ვეტერანი გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი და სმიტის ტრანსფერი ამის შემდეგ გახდა აქტუალური.

ჯეი არმა ჩინეთის ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 35.1 ქულა, 7.2 მოხსნა და 473 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა