ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა დავკარგეთ - ზუგდიდის "ბაიაში" გაზრდილმა აფრიკის თასი მოიგო!

რა დავკარგეთ - ზუგდიდის "ბაიაში" გაზრდილმა აფრიკის თასი მოიგო!

საქართველოს მოქალაქე ჩისამბა ლუნგუს დიდი მომავალი კი აქვს, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვეღარაფერს მოიგებს
დაგვეთანხმებით, აფრიკის თასი საკმაოდ წონადი ტიტულია და მისი მოპოვება ბევრი ძლიერი ნაკრებისა და კაშკაშა ვარსკვლავისთვის დარჩა ოცნებად. ზამბიელებმა კი, რომლებსაც ფავორიტთა შორის არავინ მოიხსენიებდა, ტურნირზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

ჩისამბა ლუნგუს ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს გვეპარებოდა და ისიც ლოგიკურია, რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა, აი, თანამემამულეებთან ერთად ამდენს თუ მიაღწევდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ახლა უკვე ნათელია, რომ 21 წლის უნივერსალს რუსეთის რანგით მეორე ლიგაში აღარავინ გააჩერებს და დიდი ალბათობით, ჩისამბა ძალიან მალე კარიერას ან რუსულ პრემიერლიგაში, ანაც რომელიმე ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში გააგრძელებს. ამით კი, სამწუხაროდ, "ბაია" და ქართული ფეხბურთი უკვე ვეღარაფერს მოიგებს.

იმედია, ეს მაგალითი სკეპტიკოსებს საბოლოოდ დაარწმუნებს იმაში, რომ ქართულმა კლუბებმა აფრიკულ სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ამით ბიუჯეტსაც შეივსებენ და ქართულ ფეხბურთსაც არგებენ.

ვფიქრობთ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალი კლასის უცხოელთა ნატურალიზაციაზე და საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი ვთქვათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ნაკრები რაიმე საზომით შეედრება ზამბიის ნაკრებს, სადაც ჩისამბა ერთ-ერთი გამორჩეულია, მას ნამდვილად არ უნახავს აფრიკის თასი, სადაც ზამბიელებმა კოტდიუვარს, განასა და სხვა ძლიერ გუნდებს ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთით დამსახურებულად აჯობეს.

ჩისამბას ქართული ისტორიის გახსენება "ბაიას" მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს ვთხოვეთ:

"2009 წელს "ბაიაში" გასასინჯად ათამდე ზამბიელი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს და მათ შორის ჩისამბა აშკარად გამორჩეული იყო. თბილად მივიღეთ, ზუგდიდსა და საქართველოს უცებ გაუშინაურდა და მეგრულ-ქართული ლაპარაკიც ისწავლა. როცა მიდიოდა, თბილი და ცრემლიანი გაცილება მოვუწყვეთ. სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენთან ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ზუგდიდის მოსახლეობას ძალიან გვიყვარდა და ისიც იგივე გრძნობით გვპასუხობდა.

აფრიკის თასის ფინალს კი თითქმის მთელმა ზუგდიდმა უყურა და მატჩის შემდეგ სახელდახელო ზეიმიც მოვაწყვეთ. ჩისამბა შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია და კარიერასა და ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

მერწმუნეთ, ეს მისი აღიარების მხოლოდ დასაწყისია, მთავარი მიღწევები მას წინ აქვს. ასეთი უნივერსალური ფეხბურთელი თითქმის არ შემხვედრია. მეკარის გარდა, მას აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში".

ქომეთიანისგან ერთი საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - მცველი სტოფირა სუნზუ, რომელმაც ფინალში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, 2009 წელს "ბაიაში" ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ზუგდიდში ვეღარ დარჩა.

თუკი საქართველოში ჩისამბას ნიჭი არ გამოჰპარვიათ და "ბაიამ" მის გაზრდაში გარკვეული წვლილი შეიტანა, მას ძალიან ცუდი ამბები გადახდა მეზობელ სომხეთში, სადაც დამკვიდრებას აქ ჩამოსვლამდე ცდილობდა.

მან სინჯებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა "პიუნიკის" სამწვრთნელო შტაბზე და თითქოს მისი დედაქალაქურ კლუბში ჩარიცხვა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევისას საკუთარ თავზე საინტერესო ამბები გაიგო - ერევნის ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა უთხრეს, რომ გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ფეხბურთს ვერ ითამაშებდა. "პიუნიკმა" აფრიკელზე უარი თქვა. ჩისამბას მოსკოვში ურჩიეს გამოკვლევებზე წასვლა.

ლუნგუ მოსკოვიდან ერევანში ორ კვირაში დაბრუნდა, ხელთ კი მოსკოვის კარდიოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ცნობა ეპყრა, რომლის მიხედვითაც პროფესიული ფეხბურთის თამაშში ხელს არაფერი უშლიდა. მაგრამ "პიუნიკში" ეს არ დაიჯერეს და მის აყვანაზე კვლავ უარი თქვეს. ჩისამბამ ერევნის მეორე კლუბში, "ბანანცში" სცადა დამკვიდრება, მაგრამ ერთკვირიანი სინჯების შემდეგ იქიდანაც გაუშვეს.

ამის შემდეგ ზამბიელმა კაპანს მიაშურა, მაგრამ არც იქაურ "განძასარში" მიიღეს, რადგან "ავტორიტეტული" სომეხი ექიმების მცდარი დასკვნა მტკიცედ დაიჯერეს. ჩისამბას "ავადმყოფობის" ამბავი მთელ სომხეთში გავარდა და დედაქალაქურმა "მიკამ" და "ულისმა" საერთოდ სინჯების გარეშე თქვეს მის სამსახურზე უარი.

საბრალო ლუნგუს "პიუნიკმა" მხოლოდ ერთი თვის გასამრჯელო მისცა, რაც მას გზისა და კვების ფულადაც არ ჰყოფნიდა. მან ფორმის შესანარჩუნებლად რამდენიმეჯერ ივარჯიშა ქვედალიგელ "იმპულსსა" და ფუტზალის კლუბ "ტალ გრიგთან" ერთად. გაწამებულ ჩისამბას ღატაკ ზამბიაში დაბრუნებაც სანატრელი გაუხდა, როცა მშველელად "ბაია" გამოუჩნდა.

ბუნებრივია, ლუნგუს განვითარებაში წვლილი "ურალმაც" შეიტანა, მაგრამ რომ არა ზუგდიდელთა ნდობა, ჩისამბას საფეხბურთო კარიერა შეიძლება საერთოდ შეწყვეტილიყო.

მისი წარმატება გვიხარია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბიჭს საქართველოსთან პასპორტისა და ტკბილი მოგონებების გარდა აღარაფერი აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• joni

vaja margiani შენ სწორად თქვი როცა ზრდიდნენ. და და ის ფეხბურთი რასაც 1981 წლის დინამო თამაშობდა იმ პერიოდში იყო კარგი.იმის მერე ფეხბურტი წინ წავიდა და საქართველოს ნაკრები დღესაც იგივეს თამაშობს თუ უარესს არა. 90წუთის განმავლობაში რო სრულად უნდა დაიხარჯო და ირბინო ამას რა აღზრდა ჩირდება?

• zaza 21

იმენა ქომეთიანის დამსახურებაა მაგარი ფეხბურთელი რომ გამოვიდა აბა ნახეთ ტოტალიზატორს კიდევ როგორ თამაშობს ისე კარგად აჯენს ჰაუტებს და ჯარიმებს გაგიჟდები.

• dudu

ჩისამბას თავის გზაზე გაუმარჯოს. კაი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ, მარა ეს "ვაი, რა დავკარგეეეთ!"რას ნიშნავს? არ ვეთანხმები პათოსს და მსჯელობას. ჩისამბასნაირი ასობით გვყავს უკვე დაკარგული 20 წელიწადში. იმით, რო ჩაბანძებულია ქართული ფეხბურთი და ერთ ჩისამბაზე მოთქმას და ვაი-ვიშს ის ჯობია, რო ჩვენ პრობლემებს მივხედოთ. თავისუფლება გიორგი დემეტრაძეს!

• vaja margiani

როცა ნორმალურად ზრდიდნენ ფეხბურთელებს, დინამოელი ქართველები არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ უცხოურ კლუბებს რომლებიც ყველა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებს იმატებდნენ... მთავარი არი სწორი აღზრდა და ყურადღება ნიჭიერი ფეხბურთელები მთელი ხაქართველოს საფეხბურთო სკოლებშია

• Leo-dzia

Da amas hqondadushi? An uketesi pirobebi zambiashi? Ara! Magram fexburti uyvarda da itamasha kidec! Chvenebi kidev 2 kapiks naxaven tuara egreve iyidian naxmar bmws da sul kidiat varjishic, fexburtic da nakrebi xo hkidiat da hkidiat. Faceze myavs lungu damegobrebuli da yovel meore sityvaze gmerts madlobas swiravs yvelafristvis, chvenebic myvanan da ertmanetis qilikisa da bilwsityvaobis garda arafers aketeben chveni axalgazrda fexburtelebi. Gatavisufldit fobiebisgan xalxo, 1-2 nichieri da shromismoyvare ucxoeli arc chven ar gvawyenda, iqneb qartvelebsac daanaxon ra aris fexburti! Imedia ovonikoko mainc itamashebs did fexburtsac da nakrebshic gamogvadgeba, mitumetes dzalian kargad ugeben algos chven enas,kulturas da tradiciebs da rac mtavaria fexburti uyvart dat ician da moedanze tavdadebac sheudzliat!

• joni

კარგი რა ხალხო, ქართველებში 70% ზარმაცები არიან რომლებსაც ვარჯიში ეზარებათ. და პორტუგალიაზე ნიჭიერები ვართ ჩვენ ფეხბურთში?იმას თუ ყავს დეკო პეპე ჩვენ გვაწყენდა ერთი ორი ეგეთი? გერმანიას თუ ყავს იოზილი რა ცუდია? ან აკინოს დონის გამთამაშებელს დაიწუნებდით საქართველოს ნაკრებში?

• ramo

ყოჩაღ ჟურნალისტი, როგორ უცებ მოძებნა ფულის შოვნის ადვილი გზა. მერე რა რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესები არ იქნება დაცული, სამაგიეროდ ფული გვექნება. აგერ უკვე შავი გუნდი გვყავს მეორე ლიგაში, ნელ ნელა გაიზრდებიან ფულიც გვექნება და ნაკრებიც წარმატებით გამოვა. უფრო ადვილი არ არის ვიდრე საკუთარი გაზარდო ფული დაახარჯო ის კიდევ ან ითამაშებს ან არა.

• vaja margiani

სადაურიც იყო იქ ითამაშა,ჩვენ ჩვენებს მოუაროთ ნორმალურად. ქართველებში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, და ელემენტარულად დუში არ აქვთ რომ ვარჯიშის შემდეგ დაიბანონ

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია